საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"
"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"

"დიდი აფი­ო­რა კა­დი­რო­ვის ფუ­ლით" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კრი­ტი­კო­სის, ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ამ­ბავს, რომ­ლის შემ­დე­გაც, ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რი, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი შვე­დეთ­მა მის­ცა, რამ­დე­ნი­მე ხნით გა­უ­ჩი­ნარ­და.

გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი მისი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პა­ში ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. იგი­ვე წყა­რო მა­შინ წერ­და, რომ კავ­შირ­ზე ასე­ვე არ გა­მო­დი­ო­და ტუმ­სოს ძმა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, მო­ჰა­მედ აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი.

ინ­ფორ­მა­ცია ჩე­ჩე­ნი ბლო­გე­რის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, გა­სუ­ლი წლის 1 დე­კემ­ბერს, არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი იჩ­ქე­რი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა ერთ-ერთ ტე­ლეგ­რამ არხზე გავ­რცელ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინ­სტაგ­რა­მის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქალი ავ­რცე­ლებ­და, რო­მე­ლიც მი­სი­ვე თქმით, აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის მე­ზო­ბე­ლი იყო.

თუმ­ცა, მალე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­მოჩ­ნდა თა­ვად ბლო­გე­რი და გა­ნა­ცხა­და, რომ ცო­ცხა­ლი იყო და კა­დი­რო­ვის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა ჩა­ვარ­და.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, გა­ირ­კვა, რომ აბ­დუ­რახ­მა­ნოვ­სა და კა­დი­რო­ვის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ მკვლელს შო­რის გა­რი­გე­ბა შედ­გა. მათ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მიერ გა­დახ­დი­ლი თან­ხა გა­ი­ნა­წი­ლეს და მკვლე­ლო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შეს.

აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩა, მაგ­რამ სხვა სა­კი­თხია მო­რა­ლუ­რი მხა­რე - ამ აფი­ო­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა მისი რე­პუ­ტა­ცია. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, სხვა სა­კი­თხია, სარ­გებ­ლობს თუ არა ბლო­გე­რი იგი­ვე ნდო­ბი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტით, რო­გორც მა­ნამ­დე.

  • Новая газета Европа-ის ჟურ­ნა­ლის­ტის, ელე­ნა მი­ლა­ში­ნას ცნო­ბით, ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი და კა­დი­რო­ვის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ქი­ლე­რი ხა­სატ ხა­ლი­ტო­ვი ერ­თმა­ნეთ­ში მო­რიგ­დნენ და მკვლე­ლო­ბა გა­ი­თა­მა­შეს.

"და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შუ­ა­მა­ვა­ლი ბა­შირ ალ­ბო­გა­ჩი­ე­ვი ტუმ­სოს და­უ­კავ­შირ­და და კა­დი­რო­ვის გეგ­მის შე­სა­ხებ აც­ნო­ბა... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბის დროს, ხა­სან ხა­ლი­ტო­ვი თურ­ქე­თის სა­ე­მიგ­რა­ციო ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. უც­ნო­ბია, რო­გორ გა­და­ი­ნა­წი­ლეს თან­ხა საქ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რად­გან სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა" - წერს მი­ლა­ში­ნა.

აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის სკან­დალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა იუ­რის­ტი და ბლო­გე­რი აბუ­ბა­ქარ იან­გულ­ბა­ე­ვი. მისი თქმით, ამ საქ­მით ყვე­ლა მი­ნუს­შია და მო­გე­ბუ­ლი არა­ვინ დარ­ჩე­ნი­ლა...

"კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი იმა­ში, რომ ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბი არ ვართ. რუ­სე­ბი კი არა, თა­ვად ვართ დამ­ნა­შა­ვე" - წერს ის.

უფრო ადრე, აბუ­ბა­ქარტ იან­გულ­ბა­ე­ვის ძმა, იბ­რა­გი­მი ტუმ­სოს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ დუ­მილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მისი თქმით, ის მას შემ­დეგ გა­ჩუმ­და, რაც კა­დი­რო­ვის­გან ფული აიღო. თუმ­ცა, მან ასე­ვე აღი­ა­რა, რომ გა­ტა­ცე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბის­თვის 50 ათა­სი დო­ლა­რი აიღო...

ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვის სკან­დალს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

"ყვე­ლა­ზე სა­წყე­ნი ის არის, რომ ისი­ნი, ვინც მარ­თლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის უნდა იბ­რძოდ­ნენ და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევ­დნენ, ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი აგნუ ენი­ე­ვი.

"ჩვენ რომ გმი­რი გვე­გო­ნა, თურ­მე ჯამ­ბა­ზი ყო­ფი­ლა... არა­და, უკა­ნას­კნელ იმედს რა ძა­ლი­ან ჰგავ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ვი­თა­რი იდეა, პატ­რი­ო­ტიზ­მი, ენ­თუ­ზი­აზ­მი, მებ­რძო­ლი სული, თურ­მე მთა­ვა­რი ფუ­ლია... ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ფულს ვინც იხ­დის, მუ­სი­კა­საც ის უკ­ვეთს. კა­დი­როვს ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია სი­ხა­რუ­ლით აღ­მარ­თოს ხე­ლე­ბი, ერ­თდრო­უ­ლად ოპო­ნენ­ტი გა­ა­ნე­იტ­რა­ლა. არ ვიცი, აბ­დურ­ხმა­ნოვს რად უღირ­და მისი სა­ხე­ლის ასე­თი დის­კრე­დი­ტა­ცია. არა­და, მის სი­ტყვას ფასი ჰქონ­და", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი პე­ტე­რი.

თა­ვად აბუ­დუ­რახ­მა­ნო­ვი კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კას გა­ნაგ­რძობს. მან ბოლო მი­მარ­თვა 27 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა. თუმ­ცა, ამ სკან­დალს არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისტორია
5

არავინ არ აკრიტიკებს ნამდვილი და უბრალო ხალხიდან. ტუმსო ჯიგარია. ეგ რომ ფულის გიჟი ყოფილიყო, ძალიან კარგად მოეწყობოდა კადიროვის ჩეჩნეთში.მაგას მამა და ორი ძმა დაეღუპა რუსებთან ომსა და დავიდარებაში.

ლოლა
4

რამ გაგაკვივართ? მაგ ფულს იჩქერიის განმათავისუბლებელ ფონდში დადებს. ასე მოქმედებდნენ რევოლუციონრები მუდამ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - როგორ გათამაშდა ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარება: "რამზანის დაქირავებული მკვლელი ტუმსოს გაურიგდა"

"დიდი აფიორა კადიროვის ფულით" - ასე ეხმაურება რუსული მედიის ნაწილი ჩეჩნეთის ლიდერის ყველაზე მწვავე კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ამბავს, რომლის შემდეგაც, ჩეჩენი ბლოგერი, რომელსაც პოლიტიკური თავშესაფარი შვედეთმა მისცა, რამდენიმე ხნით გაუჩინარდა.

გადაუმოწმებელი ცნობები მისი მკვლელობის შესახებ ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. იგივე წყარო მაშინ წერდა, რომ კავშირზე ასევე არ გამოდიოდა ტუმსოს ძმა, უფლებადამცველი, მოჰამედ აბდურახმანოვი.

ინფორმაცია ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის შესახებ, გასული წლის 1 დეკემბერს, არაღიარებული იჩქერიის მხარდამჭერთა ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ინფორმაციას "ინსტაგრამის" მომხმარებელი ქალი ავრცელებდა, რომელიც მისივე თქმით, აბდურახმანოვის მეზობელი იყო.

თუმცა, მალე ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა თავად ბლოგერი და განაცხადა, რომ ცოცხალი იყო და კადიროვის კიდევ ერთი მცდელობა ჩავარდა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, გაირკვა, რომ აბდურახმანოვსა და კადიროვის მიერ დაქირავებულ მკვლელს შორის გარიგება შედგა. მათ ჩეჩნეთის ლიდერის მიერ გადახდილი თანხა გაინაწილეს და მკვლელობის სცენა გაითამაშეს.

აბდურახმანოვი ფიზიკურად გადარჩა, მაგრამ სხვა საკითხია მორალური მხარე - ამ აფიორამ მნიშვნელოვნად დააზიანა მისი რეპუტაცია. ინტერნეტმომხმარებლების თქმით, სხვა საკითხია, სარგებლობს თუ არა ბლოგერი იგივე ნდობითა და ავტორიტეტით, როგორც მანამდე.

  • Новая газета Европа-ის ჟურნალისტის, ელენა მილაშინას ცნობით, ტუმსო აბდურახმანოვი და კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერი ხასატ ხალიტოვი ერთმანეთში მორიგდნენ და მკვლელობა გაითამაშეს.

"დაუდასტურებელი ინფორმაციით, შუამავალი ბაშირ ალბოგაჩიევი ტუმსოს დაუკავშირდა და კადიროვის გეგმის შესახებ აცნობა... ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის სცენის გათამაშების დროს, ხასან ხალიტოვი თურქეთის საემიგრაციო ციხეში იმყოფებოდა. უცნობია, როგორ გადაინაწილეს თანხა საქმის მონაწილეებმა, რადგან საბანკო გადარიცხვები არ ფიქსირდება" - წერს მილაშინა.

აბდურახმანოვის სკანდალს გამოეხმაურა იურისტი და ბლოგერი აბუბაქარ იანგულბაევი. მისი თქმით, ამ საქმით ყველა მინუსშია და მოგებული არავინ დარჩენილა...

"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენ თავისუფლები არ ვართ. რუსები კი არა, თავად ვართ დამნაშავე" - წერს ის.

უფრო ადრე, აბუბაქარტ იანგულბაევის ძმა, იბრაგიმი ტუმსოს ფულის სანაცვლოდ დუმილში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ის მას შემდეგ გაჩუმდა, რაც კადიროვისგან ფული აიღო. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ გატაცების ინსცენირებისთვის 50 ათასი დოლარი აიღო...

ტუმსო აბდურახმანოვის სკანდალს ინტერნეტმომხმარებლებიც გამოეხმაურნენ.

"ყველაზე საწყენი ის არის, რომ ისინი, ვინც მართლა თავისუფლებისთვის უნდა იბრძოდნენ და ახალგაზრდა თაობას მოტივაციას აძლევდნენ, ერთმანეთს ებრძვიან" - წერს ინტერნეტმომხმარებელი აგნუ ენიევი.

"ჩვენ რომ გმირი გვეგონა, თურმე ჯამბაზი ყოფილა... არადა, უკანასკნელ იმედს რა ძალიან ჰგავდა. სინამდვილეში, არავითარი იდეა, პატრიოტიზმი, ენთუზიაზმი, მებრძოლი სული, თურმე მთავარი ფულია... ყველამ ვიცით, რომ ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს. კადიროვს ნამდვილად შეუძლია სიხარულით აღმართოს ხელები, ერთდროულად ოპონენტი გაანეიტრალა. არ ვიცი, აბდურხმანოვს რად უღირდა მისი სახელის ასეთი დისკრედიტაცია. არადა, მის სიტყვას ფასი ჰქონდა", - წერს ინტერნეტმომხმარებელი პეტერი.

თავად აბუდურახმანოვი კადიროვის ხელისუფლების კრიტიკას განაგრძობს. მან ბოლო მიმართვა 27 აპრილს გაავრცელა. თუმცა, ამ სკანდალს არ გამოხმაურებია.

ნახეთ ასევე: