გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა.
ოფიციალური მონაცემები, რამდენად გაიზარდა ხახვზე ფასი აპრილში, არ გამოქვეყნებულა, თუმცა დახლებზე ხახვის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და საშუალოდ, 5-7 ლარს შეადგენს. აგრარულ ბაზრებში გაძვირების მთავარ მიზეზად შემცირებულ იმპორტს ასახელებენ.
მიმდინარე წლის 3 თვეში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 7 220 ტონა ხახვი იყიდა, რაც თითქმის არ განსხვავდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემისგან, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2.4 მლნ აშშ დოლარის 7 744 ტონა პროდუქტი შემოვიდა. თუმცა 3-თვიან მაჩვენებელთან განსხვავებით, მკვეთრად არის შემცირებული იმპორტი მარტში. გააგრძლეთ კითხვა