დრიუ ბერიმორის შოუში ბენ აფლეკმა ისაუბრა მეუღლის, ჯენიფერ ლოპესის საიდუმლო "დიეტაზე" - უფრო სწორად, მის არარსებობაზე. მას შემდეგ, რაც დრიუმ ჰკითხა, თუ რა დიეტას იცავს ჯენიფერი იმისთვის, რომ ფორმაში დარჩეს 53 წლის ასაკში, ბენმა აღნიშნა, რომ იძულებულია, თქვას რაღაც, რამაც შეიძლება მსახიობი გააღიზიანოს.
"სიმართლე ის არის, რომ ჯენიფერი ზოგადად ყველაფერს ჭამს, რაც უნდა: პიცას, ნამცხვრებს, ნაყინს", - გაამხილა მსახიობმა ცოლის საიდუმლო. მან განმარტა, რომ ლოპესი რეგულარულადაა დაკავებული სპორტით და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი საკმარისად არ ვარჯიშობს: „მეც ვვარჯიშობ, მაგრამ არ გამოვიყურები იდეალურად, როგორც ოცი წლის ასაკში. არ მაქვს სრულყოფილი კანი და სხვა. რა თქმა უნდა, მე არ ვუარყოფ მის დამსახურებას. დისციპლინა და თვითგანვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის მასში რაღაც ზეადამიანურიც. ის ყველაზე საოცარი ქალია მსოფლიოში, ის უბრალოდ საოცრად გამოიყურება". გააგრძელეთ კითხვა