სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ბანკი, რომელიც სავალუტო ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს, სანქცირებულია - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
რუსული ბანკი, რომელიც სავალუტო ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს, სანქცირებულია - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რუ­სუ­ლი ბან­კი "ტო­ჩკა“ სა­ვა­ლუ­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის ლარ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.

ლა­რის გაგ­ზავ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ბან­კში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, - გა­ნი­ცხა­და ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სულ სამ­თავ­რო­ბო სა­ა­გენ­ტო "ტასს“. "შე­ვის­წავ­ლით, თუ სან­ქცი­რე­ბუ­ლია, მას­თან არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი ბან­კი არ და­ი­ჭერს ურ­თი­ერ­თო­ბას,“-

"თუ ეს ბან­კი არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი, მას­თან სა­კო­რეს­პონ­დენ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბას არ და­ი­ჭერს არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი ბან­კი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­რი­ცხვე­ბი არ იქ­ნე­ბა არც რუბ­ლით, არც ლა­რით და არც სხვა ვა­ლუ­ტით. თუ არ არის სან­ქცი­რე­ბუ­ლი, მა­შინ რის­კი არ არის და მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, იქ­ნე­ბა ეს გა­და­რი­ცხვე­ბი რუბ­ლით, ლა­რით თუ სხვა ვა­ლუ­ტით. ამ სა­კითხს ჩვენ შე­ვის­წავ­ლით, კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით, მაგ­რამ ჩვენ გა­რე­შეც, თუ ეს ბან­კი ან მისი მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან სან­ქცი­რე­ბუ­ლი, არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი ბან­კი არ და­ი­ჭერს ურ­თი­ერ­თო­ბას“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვი­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ცნო­ბის­თვის, "ტო­ჩკა“ რუ­სუ­ლი ბან­კია, რო­მე­ლიც ოფი­სე­ბის გა­რე­შე ოპე­რი­რებს. ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია "იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის ეკო­სი­ტე­მის შექ­მნა­სა“ და მე­წარ­მე­თა დის­ტან­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ბან­კმა რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ლი­ცენ­ზია 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში მი­ი­ღო.

რო­გორც ირ­კვე­ვა რუ­სუ­ლი ბან­კი მარ­თლაც სან­ქცი­რე­ბუ­ლია.

კერ­ძოდ, 2022 წლის თე­ბერ­ვალ­სა და მარ­ტში აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა ბლო­კი­რე­ბის სა­სან­ქციე SND-სი­ა­ში 10 რუ­სულ ბან­კი და მათი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი შე­იყ­ვა­ნა. "ტო­ჩკა“ მა­შინ ბანკ "ოტკრი­ტი­ეს“ ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და, რომ­ლის ძი­რი­თა­დი აქ­ცი­ო­ნე­რი, ანუ აქ­ტი­ვე­ბის 99%-ის მფლო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა. ამას­თან, 2 მარტს ევ­რო­კავ­ში­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბან­კი სის­ტე­მა SWIFT-და­ნაც გა­ი­თი­შა. ამ­დე­ნად, სა­სან­ქციე სი­ა­ში "ტო­ჩკაც“ მოხ­ვდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ოტკრი­ტი­ემ“ "ტო­ჩკა“ ბანკ "ტრასტს“ მიჰ­ყი­და... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
0

ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი

Tata
17

ქართველებს ვინმემ აუხსნას რა შეიძლება მოყვეს რუსების სანქცირებას თუ ისინი ჩვენს ქვეყანაში ქირაობენ ბინებს! შემოსავალი საიდან აქვთ,უნდა იცოდეს გამქირავებელმა,წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია შარში გაყოთ თავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რუსული ბანკი, რომელიც სავალუტო ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს, სანქცირებულია - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

რუსული ბანკი, რომელიც სავალუტო ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს, სანქცირებულია - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

როგორც რუსული მედიასაშუალებები იტყობინებიან, რუსული ბანკი "ტოჩკა“ სავალუტო ოპერაციების ლარში განხორციელებას იწყებს.

ლარის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი, - განიცხადა ბანკის წარმომადგენელმა რუსულ სამთავრობო სააგენტო "ტასს“. "შევისწავლით, თუ სანქცირებულია, მასთან არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას,“-

"თუ ეს ბანკი არის სანქცირებული, მასთან საკორესპონდენტო ურთიერთობას არ დაიჭერს არცერთი ქართული ბანკი. შესაბამისად, გადარიცხვები არ იქნება არც რუბლით, არც ლარით და არც სხვა ვალუტით. თუ არ არის სანქცირებული, მაშინ რისკი არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს გადარიცხვები რუბლით, ლარით თუ სხვა ვალუტით. ამ საკითხს ჩვენ შევისწავლით, კომერციულ ბანკებსაც დავუკავშირდებით, მაგრამ ჩვენ გარეშეც, თუ ეს ბანკი ან მისი მფლობელები არიან სანქცირებული, არცერთი ქართული ბანკი არ დაიჭერს ურთიერთობას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი ამ ინფორმაციას.

ცნობისთვის, "ტოჩკა“ რუსული ბანკია, რომელიც ოფისების გარეშე ოპერირებს. ის ორიენტირებულია "იურიდიული პირებისთვის მომსახურებების ეკოსიტემის შექმნასა“ და მეწარმეთა დისტანციურ მომსახურებაზე. ბანკმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიცენზია 2023 წლის თებერვალში მიიღო.

როგორც ირკვევა რუსული ბანკი მართლაც სანქცირებულია.

კერძოდ, 2022 წლის თებერვალსა და მარტში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბლოკირების სასანქციე SND-სიაში 10 რუსულ ბანკი და მათი შვილობილი კომპანიები შეიყვანა. "ტოჩკა“ მაშინ ბანკ "ოტკრიტიეს“ ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლის ძირითადი აქციონერი, ანუ აქტივების 99%-ის მფლობელი სახელმწიფოა. ამასთან, 2 მარტს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ბანკი სისტემა SWIFT-დანაც გაითიშა. ამდენად, სასანქციე სიაში "ტოჩკაც“ მოხვდა. მოგვიანებით "ოტკრიტიემ“ "ტოჩკა“ ბანკ "ტრასტს“ მიჰყიდა... გააგრძელეთ კითხვა