მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო საავტომობილო სპორტული შეჯიბრი King of Drift 30 აპრილს "ვისოლთან" ერთად აიღებს სტარტს
საერთაშორისო საავტომობილო სპორტული შეჯიბრი King of Drift 30 აპრილს "ვისოლთან" ერთად აიღებს სტარტს

30 აპ­რილს „ლილო არე­ნა­ზე“ King of Drift 2023 აი­ღებს სტარტს. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად­მა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი მი­ი­ღო და 6 ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, თურ­ქე­თის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თუ მოყ­ვა­რუ­ლი მრბო­ლე­ლე­ბი ერ­თად იბ­რძო­ლე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. King of Drift შე­ჯიბ­რი ქუ­ჩის რბო­ლე­ბის ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში გად­მო­ტა­ნას და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

King of Drift სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლის მევ­ლუდ მე­ლა­ძის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. ღო­ნის­ძი­ე­ბა პირ­ვე­ლად 2008 წელს გა­ი­მარ­თა და მას შემ­დეგ მისი ფორ­მა­ტი და­იხ­ვე­წა და გან­ვი­თარ­და. მევ­ლუდ მე­ლა­ძე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბას­თან ერ­თად, თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობს დრიფ­ტში, რო­მელ­მაც მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სახე მი­ი­ღო.

„King of Drift რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. პირ­ველ რიგ­ში, მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქუ­ჩის რბო­ლე­ბის ლე­გა­ლურ სივ­რცე­ში გად­მო­ტა­ნაა. მას საკ­მა­ოდ უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მა­ტი აქვს, რად­გან მოყ­ვა­რუ­ლე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან. ეს მოყ­ვა­რულ მრბო­ლე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნა­ხონ, რა დო­ნე­ზე არი­ან, რამ­დე­ნად გა­ი­ზარ­დნენ. ზო­გა­დად, ავ­ტოს­პორ­ტში დიდი გა­მოწ­ვე­ვაა ის, რომ მრბო­ლე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ სა­კუ­თა­რი მომ­ზა­დე­ბის დონე შე­ა­ფა­სონ. ჩვე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა კი ამის კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მო­ი­პო­ვა ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც გვყავს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მეც მისი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ვარ და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზო­გა­დად სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ა­ში იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­მე­გეგ­მა, რო­გო­რიც მე მინ­დო­და. დღემ­დე ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით მოვ­დი­ვარ. რო­გორც მო­ნა­წი­ლე ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. რო­დე­საც ვნა­ხავ, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი იო­ლად მჩაგ­რა­ვენ, მერე უკვე ფორ­მის კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბა­ზეც ვი­ფიქ­რებ. მა­ნამ­დე კი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა და წელს რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 50-ს აჭარ­ბებს,“ - გა­ნა­ცხა­და მევ­ლუდ მე­ლა­ძემ.

შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე პრო­ფე­სი­ო­ნალ მრბო­ლე­ლებს შო­რის ნო­დარ კო­დუ­ა­ცაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

რბო­ლის მო­ნა­წი­ლე­თა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სიმ­ძლავ­რე და მო­დე­ლი არ არის შე­ზღუ­დუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­პარ­კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. „ვი­სოლ­თან“ ერ­თად შე­ჯიბ­რის ახა­ლი სე­ზო­ნის გახ­სნა კი კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი და სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იქ­ნე­ბა, რად­გან რბო­ლას ენ­დუ­რო მო­ტომრბო­ლე­ლი გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე ექ­სტრე­მა­ლუ­რი მა­ნევ­რი­რე­ბე­ბით გახ­სნის.

„ვი­სო­ლი“ ავ­ტოს­პორ­ტის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ამ­ჯე­რად გვაქვს პა­ტი­ვი, ვი­ყოთ King of Drift-ის სპონ­სო­რე­ბი. 30 აპ­რილს „ლილო არე­ნა­ზე“ მო­სულ სტუმ­რებს საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­დავ, შე­სა­ნიშ­ნავ სა­ნა­ხა­ო­ბას ვპირ­დე­ბით. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი „ვი­სო­ლის“ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით დიდ სა­ნა­ხა­ო­ბას შექ­მნი­ან. ამ­ჯე­რად სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი გვყავს მოწ­ვე­უ­ლი, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბის დო­ნეს კი­დევ უფრო აა­მაღ­ლებს. ზო­გა­დად კი, სა­დაც მევ­ლუ­დია, იქ ყო­ველ­თვის წარ­მა­ტე­ბა და კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, მოხ­ვი­დეთ და ად­გილ­ზე გა­ნი­ცა­დოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. აქვე გე­ტყვით, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 ღო­ნის­ძი­ე­ბაა და­გეგ­მი­ლი და ჩვენ ყვე­ლა მათ­გან­ზე მრბო­ლე­ლე­ბის გვერ­დით ვიქ­ნე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და „ვი­სო­ლის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვა­სილ ხო­რა­ვამ.

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, King of Drift-ს მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რი ჰყავს. მათ შო­რი­საა: დრიფ­ტში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მთა­ვა­რი ჟი­უ­რი ჩეხი დე­ვიდ კა­ლა­ში (David Kalaš ) და მისი თა­ნა­შემ­წე ჰო­ლან­დი­ე­ლი ვერ­ნონ ზვა­ნე­ველ­დი (Vernon Zwaneveld), ლატ­ვი­ე­ლი ზიგ­მარს ეიგ­მინ­სი (Zigmars Eigmins) და იმანტს ბიტ­მენ­სი (Imants Bitmets).

„ეს პირ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც ვეს­წრე­ბი. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვე­ცა­ნი ქარ­თველ ავ­ტომრბო­ლე­ლებს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნეს გვა­ნა­ხე­ბენ. თუმ­ცა დრიფ­ტში არ არ­სე­ბობს ცუდი სა­ნა­ხა­ო­ბა, აქ ყვე­ლა­ფე­რი შთამ­ბეჭ­და­ვია. ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ მათ და ვფიქ­რობ, მეც სა­ინ­ტე­რე­სო ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ვი­ღებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ორ­მხრი­ვი პრო­ცე­სია, გან­ცდე­ბი კი გა­და­ე­ცე­მა მა­ყუ­რე­ბელ­საც. დრიფ­ტი ად­რე­ნა­ლი­ნი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბაა. ასე რომ, სა­ერ­თო ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის 30-ში შე­ვიკ­რი­ბე­ბით,“ - აღ­ნიშ­ნა მსაჯ­მა ზიგ­მარს ეიგ­მინსმა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას მუ­სი­კა­ლუ­რად „დრო“ გა­ა­ფორ­მებს. შე­ჯიბრს კი, რო­მელ­საც პა­რა­ლე­ლუ­რად პირ­და­პირ ეთერ­ში King of Drift-ის ოფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ მე­დია გვერ­დებ­ზე იხი­ლავთ, ნიკა გრი­გო­ლია წა­იყ­ვანს. მა­ყუ­რე­ბელს კი და­უ­ვი­წყარ და აზარ­ტულ სა­ნა­ხა­ო­ბას­თან ერ­თად შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს საწ­ვა­ვიც მო­ი­გოს.

RKing of Drift 2023 წლის სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მე­ლიც 5 ეტა­პის ქუ­ლე­ბის ჯა­მით გა­მოვ­ლინ­დე­ბა, დრიფ­ტის­თვის სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი (BMW E36 COMPACT) ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ე­ცე­მა პრი­ზად.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საერთაშორისო საავტომობილო სპორტული შეჯიბრი King of Drift 30 აპრილს "ვისოლთან" ერთად აიღებს სტარტს

საერთაშორისო საავტომობილო სპორტული შეჯიბრი King of Drift 30 აპრილს "ვისოლთან" ერთად აიღებს სტარტს

30 აპრილს „ლილო არენაზე“ King of Drift 2023 აიღებს სტარტს. მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადმა საავტომობილო სპორტმა საქართველოშიც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და 6 ქვეყნის - საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის მოქალაქე პროფესიონალი თუ მოყვარული მრბოლელები ერთად იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. King of Drift შეჯიბრი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანას და საქართველოში საავტომობილო სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

King of Drift საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, წარმატებული ავტომრბოლელის მევლუდ მელაძის მიერ დაარსებული პროექტია. ღონისძიება პირველად 2008 წელს გაიმართა და მას შემდეგ მისი ფორმატი დაიხვეწა და განვითარდა. მევლუდ მელაძე ორგანიზატორობასთან ერთად, თავადაც მონაწილეობს დრიფტში, რომელმაც მიმდინარე წელს საერთაშორისო სახე მიიღო.

„King of Drift რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. პირველ რიგში, მისი მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების ლეგალურ სივრცეში გადმოტანაა. მას საკმაოდ უჩვეულო ფორმატი აქვს, რადგან მოყვარულები და პროფესიონალები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ეს მოყვარულ მრბოლელებს საშუალებას აძლევს ნახონ, რა დონეზე არიან, რამდენად გაიზარდნენ. ზოგადად, ავტოსპორტში დიდი გამოწვევაა ის, რომ მრბოლელებს საშუალება არ აქვთ საკუთარი მომზადების დონე შეაფასონ. ჩვენი ღონისძიება კი ამის კარგი შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა ფართო ასპარეზზე და მონაწილეები სხვა ქვეყნებიდანაც გვყავს. ორგანიზატორობის პარალელურად, მეც მისი ერთ-ერთი მონაწილე ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად საავტომობილო ფედერაციაში იმიტომ მოვედი, რომ ისეთი ღონისძიებები დამეგეგმა, როგორიც მე მინდოდა. დღემდე ამ სულისკვეთებით მოვდივარ. როგორც მონაწილე ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. როდესაც ვნახავ, რომ ჩემი მოსწავლეები იოლად მჩაგრავენ, მერე უკვე ფორმის კედელზე ჩამოკიდებაზეც ვიფიქრებ. მანამდე კი მონაწილეების რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება და წელს რაოდენობა უკვე 50-ს აჭარბებს,“ - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

შეჯიბრში მონაწილე პროფესიონალ მრბოლელებს შორის ნოდარ კოდუაცაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე იღებს მონაწილეობას.

რბოლის მონაწილეთა ავტომობილების სიმძლავრე და მოდელი არ არის შეზღუდული, შესაბამისად, ავტოპარკი მრავალფეროვანია. „ვისოლთან“ ერთად შეჯიბრის ახალი სეზონის გახსნა კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იქნება, რადგან რბოლას ენდურო მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე ექსტრემალური მანევრირებებით გახსნის.

„ვისოლი“ ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია. ამჯერად გვაქვს პატივი, ვიყოთ King of Drift-ის სპონსორები. 30 აპრილს „ლილო არენაზე“ მოსულ სტუმრებს საკმაოდ შთამბეჭდავ, შესანიშნავ სანახაობას ვპირდებით. მონაწილეები „ვისოლის“ მაღალი ხარისხის საწვავის საშუალებით დიდ სანახაობას შექმნიან. ამჯერად საერთაშორისო ჟიური გვყავს მოწვეული, რაც ღონისძიების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს. ზოგადად კი, სადაც მევლუდია, იქ ყოველთვის წარმატება და კარგი სანახაობაა. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, მოხვიდეთ და ადგილზე განიცადოთ ეს ყველაფერი. აქვე გეტყვით, რომ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში 5 ღონისძიებაა დაგეგმილი და ჩვენ ყველა მათგანზე მრბოლელების გვერდით ვიქნებით,“ - განაცხადა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

როგორც აღინიშნა, King of Drift-ს მიმდინარე წელს საერთაშორისო ჟიური ჰყავს. მათ შორისაა: დრიფტში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჟიური ჩეხი დევიდ კალაში (David Kalaš ) და მისი თანაშემწე ჰოლანდიელი ვერნონ ზვანეველდი (Vernon Zwaneveld), ლატვიელი ზიგმარს ეიგმინსი (Zigmars Eigmins) და იმანტს ბიტმენსი (Imants Bitmets).

„ეს პირველი ღონისძიებაა საქართველოში, რომელსაც ვესწრები. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყველა ღონისძიება თანაბრად მნიშვნელოვანია. საქართველოში ჩამოსვლამდე სოციალური ქსელების საშუალებით გავეცანი ქართველ ავტომრბოლელებს. ვიმედოვნებ, რომ მონაწილეები საკმაოდ მაღალ დონეს გვანახებენ. თუმცა დრიფტში არ არსებობს ცუდი სანახაობა, აქ ყველაფერი შთამბეჭდავია. ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ მათ და ვფიქრობ, მეც საინტერესო ახალ გამოცდილებას მივიღებ. ეს ყველაფერი ორმხრივი პროცესია, განცდები კი გადაეცემა მაყურებელსაც. დრიფტი ადრენალინისა და ბედნიერების ერთობლიობაა. ასე რომ, საერთო ბედნიერებისთვის 30-ში შევიკრიბებით,“ - აღნიშნა მსაჯმა ზიგმარს ეიგმინსმა.

ღონისძიებას მუსიკალურად „დრო“ გააფორმებს. შეჯიბრს კი, რომელსაც პარალელურად პირდაპირ ეთერში King of Drift-ის ოფიციალურ სოციალურ მედია გვერდებზე იხილავთ, ნიკა გრიგოლია წაიყვანს. მაყურებელს კი დაუვიწყარ და აზარტულ სანახაობასთან ერთად შესაძლებლობა აქვს საწვავიც მოიგოს.

RKing of Drift 2023 წლის სეზონის გამარჯვებულს, რომელიც 5 ეტაპის ქულების ჯამით გამოვლინდება, დრიფტისთვის სრულად აღჭურვილი (BMW E36 COMPACT) ავტომობილი გადაეცემა პრიზად.