პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან
როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან

დღეს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა, მო­სახ­ლე­ო­ბის მუდ­მი­ვი ზრდის პი­რო­ბებ­ში, სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა, გა­რე­მო­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი და­ზოგ­ვაა. ამ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა კი დღეს მხო­ლოდ ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სე­ბით ჯან­სა­ღი და უხვი მო­სავ­ლის მი­ღე­ბი­სა­კენ.

ინო­ვა­ცი­უ­რი აგ­როპ­რო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლი გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია Bayer-ია, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სა­თეს­ლე მა­სა­ლებს ქმნის. მისი პრო­დუქ­ცია სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია დიდი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. Bayer-ს კარ­გად იც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბიც, რად­გან „აგ­როს­ფე­რო“ უკვე 18 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ფრანკ თი­ლეს, Bayer-ის კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­სა და რე­გი­ო­ნულ მე­ნე­ჯერს, რათა გაგ­ვე­გო, რო­გორ ქმნის კომ­პა­ნია ინო­ვა­ცი­ურ აგ­როპ­რო­დუქ­ტებს, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეს მსგავ­სი პრო­დუქ­ცია და რას ფიქ­რობს ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ აგ­რო­პო­ტენ­ცი­ალ­ზე.

პირ­ველ რიგ­ში, გთხოვთ, მოგ­ვი­ყე­ვით Bayer-ის შე­სა­ხებ...

Bayer მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 1863 წელს და­ფუძნ­და და უკვე 160 წლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვლის. მან მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო, მა­ლე­ვე შექ­მნა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტიც. დღეს კომ­პა­ნი­ას ჰყავს მეც­ნი­ერ­თა დიდი გუნ­დი და არ იშუ­რებს ფი­ნან­სურ რე­სურსს, რათა იკ­ვლი­ოს და შექ­მნას ახა­ლი ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

Bayer დღეს აწარ­მო­ებს ჰერ­ბი­ცი­დებს, ფუნ­გი­ცი­დებს, ინ­სექ­ტი­ცი­დებს, მცე­ნა­რე­თა დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებს, ბიო-აგენ­ტებ­სა და სხვა­დას­ხვა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რის სა­თეს­ლე მა­სა­ლებს. Bayer-ის ყვე­ლა პრო­დუქ­ტი ინო­ვა­ცი­უ­რი და უნი­კა­ლუ­რია.

რო­გორ იქ­მნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი, რა ეტა­პე­ბის­გან შედ­გე­ბა მისი წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი?

Bayer-ის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­ვლევს ახალ ნივ­თი­ე­რე­ბებს, სწავ­ლობს მათ თვი­სე­ბებ­სა და ად­გენს შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­მო­მავ­ლოდ მათი პრე­პა­რა­ტებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სი ასე­თი ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა იტეს­ტე­ბა, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერთი გა­დის ბა­ზარ­ზე.

ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვია და ბევ­რი სა­ფე­ხუ­რის­გან შედ­გე­ბა – მოწ­მდე­ბა რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი, არის თუ არა ტოქ­სი­კუ­რი, რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ის გა­რე­მო­სა და ცო­ცხალ არ­სე­ბებ­ზე. რო­დე­საც მისი ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მავ­ნე გავ­ლე­ნა სრუ­ლად გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, იწყე­ბა ისე­თი ფორ­მუ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის.

მთელ ამ პრო­ცესს – ნივ­თი­ე­რე­ბის ანა­ლიზს, ცალ­კე­უ­ლი პრო­დუქ­ტის შექ­მნა­სა და მის ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას – და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელი სჭირ­დე­ბა, რაც დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. Bayer-ს ერთი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 600 მი­ლი­ო­ნი ევრო უჯ­დე­ბა.

რა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეს ინო­ვა­ცი­ურ აგ­როპ­რო­დუქტს?

იმი­სათ­ვის, რომ პრო­დუქტს ინო­ვა­ცი­უ­რი ვუ­წო­დოთ უნდა ჰქონ­დეს მოქ­მე­დე­ბის მა­ღა­ლი ეფექ­ტი, უზ­რუნ­ველ­ყოს მცე­ნა­რის ჯან­სა­ღი ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა, მო­სავ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი და დიდი მო­ცუ­ლო­ბა, უნდა იყოს უსაფრ­თხო ადა­მი­ან­თა ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და გა­რე­მოს­თვის. Bayer-ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია ფერ­მე­რის­თვის მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. ასე­ვე, ინო­ვა­ცი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას უნდა ჰქონ­დეს გა­და­მუ­შა­ვე­ბა­დი შე­ფუთ­ვა და მი­სა­ღე­ბი ფასი.

თქვე­ნი ხედ­ვით, რო­გო­რი უნდა იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე ფერ­მე­რი? რა არის სა­ჭი­რო აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­ცია მზარ­დია, მი­წე­ბი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის კი სულ უფრო იკ­ლებს და სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა რთულ­დე­ბა. დიდი გა­მოწ­ვე­ვაა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბაც, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­რე­მოს დაც­ვას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ.

ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ნა­მად­რო­ვე ფერ­მერ­მა, სა­სურ­ვე­ლია, არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ინო­ვა­ცი­ურ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თოს. ასე­ვე, უნდა შე­ე­ცა­დოს ე.წ. ზუსტ აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყვეს, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს რე­სურ­სე­ბის და­ზოგ­ვა­ზე, გა­მო­ი­ყე­ნოს პრე­პა­რა­ტე­ბი მიზ­ნობ­რი­ვად, იმ ოდე­ნო­ბი­თა და იმ დროს, როცა მცე­ნა­რეს ეს ნამ­დვი­ლად სჭირ­დე­ბა. ამას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ ღი­ა­ო­ბა და მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სი დარ­გში არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ.

რო­გორ შე­ა­ფა­სებთ Bayer-ის პარტნი­ო­რო­ბას „აგ­როს­ფე­როს­თან“?

Bayer-ისა და „აგ­როს­ფე­როს“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2005 წელს და­ი­წყო და 18 წელ­ზე მე­ტია ის ჩვე­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რი პარტნი­ო­რია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მჭიდ­როა და ემ­ყა­რე­ბა სრულ ნდო­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად „აგ­როს­ფე­როს“ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა გვხიბ­ლავს, ვა­ფა­სებთ მისი გუნ­დის მა­ღალ კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და ცოდ­ნას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში.

ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რს შე­ი­ტყობ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ზეც. თქვე­ნი აზ­რით, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ახლა ქვე­ყა­ნა აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

სა­ქარ­თვე­ლო ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ქვე­ყა­ნაა და ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს იმა­ზე მეტი პრო­დუქ­ტი აწარ­მო­ოს, ვიდ­რე დღეს. ქარ­თველ ფერ­მე­რებს შე­უძ­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით თით­ქმის სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­თხოვ­ნა. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვერ ხერ­ხდე­ბა და ვფიქ­რობ, ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ფერ­მე­რე­ბის­თვის ცოდ­ნის მი­ღე­ბის მცი­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. სწო­რედ ამი­ტომ Bayer და „აგ­როს­ფე­რო“ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ხში­რად აწყობს სე­მი­ნა­რებ­სა და ვორ­ქშო­ფებს პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის­თვის, უზი­ა­რებს ცოდ­ნას და აც­ნობს ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და პრო­დუქ­ტებს. მჯე­რა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აგ­როქ­ვე­ყა­ნა გახ­დე­ბა და შეძ­ლებს წარ­მა­ტე­ბით უპა­სუ­ხოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტებ­ზე მუდ­მი­ვად მზარდ მო­თხოვ­ნას.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან

როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? – ინტერვიუ Bayer-ის წარმომადგენელთან

დღეს სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელოვანი გამოწვევა, მოსახლეობის მუდმივი ზრდის პირობებში, სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება, გარემოზე მინიმალური ზემოქმედება და ბუნებრივი რესურსები დაზოგვაა. ამ გამოწვევებთან გამკლავება კი დღეს მხოლოდ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაა შესაძლებელი, რომელიც მიმართულია ნაკლები რესურსებით ჯანსაღი და უხვი მოსავლის მიღებისაკენ.

ინოვაციური აგროპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გერმანული კომპანია Bayer-ია, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და სათესლე მასალებს ქმნის. მისი პროდუქცია საუკუნეზე მეტია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. Bayer-ს კარგად იცნობენ ქართველი ფერმერებიც, რადგან „აგროსფერო“ უკვე 18 წელია საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელია.

ჩვენ დავუკავშირდით ფრანკ თილეს, Bayer-ის კვლევისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელსა და რეგიონულ მენეჯერს, რათა გაგვეგო, როგორ ქმნის კომპანია ინოვაციურ აგროპროდუქტებს, რატომაა მნიშვნელოვანი დღეს მსგავსი პროდუქცია და რას ფიქრობს ის საქართველოში არსებულ აგროპოტენციალზე.

პირველ რიგში, გთხოვთ, მოგვიყევით Bayer-ის შესახებ...

Bayer მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1863 წელს დაფუძნდა და უკვე 160 წლიან ისტორიას ითვლის. მან მცენარეთა დაცვის საშუალებების წარმოება მოგვიანებით დაიწყო, მალევე შექმნა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიც. დღეს კომპანიას ჰყავს მეცნიერთა დიდი გუნდი და არ იშურებს ფინანსურ რესურსს, რათა იკვლიოს და შექმნას ახალი ეფექტიანი საშუალებები.

Bayer დღეს აწარმოებს ჰერბიციდებს, ფუნგიციდებს, ინსექტიციდებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ბიო-აგენტებსა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის სათესლე მასალებს. Bayer-ის ყველა პროდუქტი ინოვაციური და უნიკალურია.

როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები, რა ეტაპებისგან შედგება მისი წარმოების პროცესი?

Bayer-ის მეცნიერთა ჯგუფი ყოველდღიურად იკვლევს ახალ ნივთიერებებს, სწავლობს მათ თვისებებსა და ადგენს შესაძლებელია თუ არა სამომავლოდ მათი პრეპარატებში გამოყენება. ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ასეთი ახალი ნივთიერება იტესტება, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადის ბაზარზე.

ტესტირების პროცესი ხანგრძლივია და ბევრი საფეხურისგან შედგება – მოწმდება რამდენად ეფექტიანია მისი ბიოლოგიური თვისებები, არის თუ არა ტოქსიკური, რა გავლენას მოახდენს ის გარემოსა და ცოცხალ არსებებზე. როდესაც მისი ნებისმიერი ტიპის მავნე გავლენა სრულად გამოირიცხება, იწყება ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლებისთვის.

მთელ ამ პროცესს – ნივთიერების ანალიზს, ცალკეული პროდუქტის შექმნასა და მის ბაზარზე გატანას – დაახლოებით 10 წელი სჭირდება, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Bayer-ს ერთი პროდუქტის წარმოება დაახლოებით 600 მილიონი ევრო უჯდება.

რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ინოვაციურ აგროპროდუქტს?

იმისათვის, რომ პროდუქტს ინოვაციური ვუწოდოთ უნდა ჰქონდეს მოქმედების მაღალი ეფექტი, უზრუნველყოს მცენარის ჯანსაღი ზრდა-განვითარება, მოსავლის მაღალი ხარისხი და დიდი მოცულობა, უნდა იყოს უსაფრთხო ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. Bayer-ისთვის მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად მარტივია ფერმერისთვის მისი გამოყენება. ასევე, ინოვაციურ საშუალებას უნდა ჰქონდეს გადამუშავებადი შეფუთვა და მისაღები ფასი.

თქვენი ხედვით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ფერმერი? რა არის საჭირო აგრომეურნეობის სწორად განვითარებისთვის?

მსოფლიო პოპულაცია მზარდია, მიწები აგრომეურნეობისთვის კი სულ უფრო იკლებს და სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება რთულდება. დიდი გამოწვევაა კლიმატის ცვლილებაც, ამიტომ აუცილებელია გარემოს დაცვას მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციოთ.

ამ გამოწვევებიდან გამომდინარე თანამადროვე ფერმერმა, სასურველია, არჩევანი სწორედ ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე გააკეთოს. ასევე, უნდა შეეცადოს ე.წ. ზუსტ აგრომეურნეობას მიჰყვეს, ორიენტირებული იყოს რესურსების დაზოგვაზე, გამოიყენოს პრეპარატები მიზნობრივად, იმ ოდენობითა და იმ დროს, როცა მცენარეს ეს ნამდვილად სჭირდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სიახლეების მიმართ ღიაობა და მუდმივი ინტერესი დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების მიმართ.

როგორ შეაფასებთ Bayer-ის პარტნიორობას „აგროსფეროსთან“?

Bayer-ისა და „აგროსფეროს“ თანამშრომლობა 2005 წელს დაიწყო და 18 წელზე მეტია ის ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მჭიდროა და ემყარება სრულ ნდობას. ყველაზე მეტად „აგროსფეროს“ განვითარებისკენ სწრაფვა გვხიბლავს, ვაფასებთ მისი გუნდის მაღალ კომპეტენციასა და ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში.

ამ დროის განმავლობაში ბევრს შეიტყობდით საქართველოზეც. თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქვეყანა აგრომეურნეობის მიმართულებით?

საქართველო ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა და ძალიან დიდი პოტენციალი აქვს იმაზე მეტი პროდუქტი აწარმოოს, ვიდრე დღეს. ქართველ ფერმერებს შეუძლიათ ქვეყანაში შექმნილი საკვები პროდუქტებით თითქმის სრულად დააკმაყოფილონ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება და ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ფერმერებისთვის ცოდნის მიღების მცირე შესაძლებლობებია. სწორედ ამიტომ Bayer და „აგროსფერო“ ერთობლივი ძალისხმევით ხშირად აწყობს სემინარებსა და ვორქშოფებს პარტნიორი ფერმერებისთვის, უზიარებს ცოდნას და აცნობს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს. მჯერა, დროთა განმავლობაში, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული აგროქვეყანა გახდება და შეძლებს წარმატებით უპასუხოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მუდმივად მზარდ მოთხოვნას.

NS