საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება არჩია. PACE-ში მმართველი პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა არ მისცა ხმა პუტინისა და ლუკაშენკოს დაგმობას, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი, უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „ტვიტერზე“ წერს.
მისი განცხადებით, დროა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესონ.
"დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან ისინი. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, - წერს უკრაინელი დეპუტატი.