ავტორი:

სუდანში თურქეთის საევაკუაციო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

სუდანში თურქეთის საევაკუაციო თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქულ საევაკუაციო თვითმფრინავს, რომელიც სუდანის დედაქალაქ ხართუმის მახლობლად მდებარე ბაზაზე უნდა დაშვებულიყო, ცეცხლი გაუხსნეს. მედიის ცნობით, არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი უვნებლად დაეშვა ვადი სეიდნაზე, სადაც მას შემოწმება ჩაუტარდა.

სუდანის არმიამ თვითმფრინავზე განხორციელებულ თავდასხმაში გასამხედროებული მებრძოლები დაადანაშაულა. სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა (RSF) ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ ისინი ჰუმანიტარული შეთანხმების მიმართ ერთგულები არიან. მეტოქე სამხედრო ფრაქციებმა ცეცხლის შეწყვეტის კიდევ სამი დღით გაგრძელების შესახებ შეთანხმებას ადგილობრივი დროით შუაღამისას მიაღწიეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეების გადასარჩენად მცდელობები გაგრძელდება.

სუდანში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც არმიასა და "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო. შეტაკებების დაწყებიდან 2 კვირა გავიდა და ასობით ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ბრძოლები ანადგურებს დედაქალაქს და მის შემოგარენს, ხალხს ტოვებს საკვების, სასმელი წყლის და საწვავის მარაგის გარეშე.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა