სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთს საქართველოსთვის 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა - რა წერია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?
რუსეთს საქართველოსთვის 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა - რა წერია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 129 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნი­შუ­ლია, რომ დიდი პა­ლა­ტის დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში საქ­მე­ზე "სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ" (II) (გან­ცხა­დე­ბა №38263/08) ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა სა­მარ­თლი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხი (მუხ­ლი 41). საქ­მე ეხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ბრალ­დე­ბებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრაქ­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც იწ­ვევს კონ­ვენ­ცი­ის სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვას 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დიდი პა­ლა­ტის დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლომ ერ­თხმად და­ად­გი­ნა, რომ ჰქონ­და იუ­რის­დიქ­ცია გა­ნე­ხი­ლა განმცხა­დე­ბე­ლი მთავ­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნი კომ­პენ­სა­ცი­ის შე­სა­ხებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ევ­რო­პის საბ­ჭო­ში წევ­რი აღა­რაა და რომ მო­პა­სუ­ხე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ ეთა­ნამ­შრომ­ლა, არ წარ­მო­ად­გენს დაბ­რკო­ლე­ბას, სა­კი­თხი გა­ნე­ხი­ლათ.

  • ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩი­ვან მთავ­რო­ბას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­უ­ხა­დოს 3 250 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­და სულ მცი­რე 50-მა მსხვერ­პლმა სამ­ხრეთ ოსე­თის ქარ­თულ სოფ­ლებ­სა და „ბუ­ფე­რულ ზო­ნა­ში“ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის შე­დე­გად და მო­პა­სუ­ხე მთავ­რო­ბამ არ შე­ას­რუ­ლა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ამ მკვლე­ლო­ბებ­ზე.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩი­ვან მთავ­რო­ბას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­უ­ხა­დოს 2 697 500 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბი­სა და თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის შე­დე­გად სულ მცი­რე 166 მსხვერ­პლმა გა­ნი­ცა­და, რომ­ლე­ბიც 2008 წლის 10-27 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში „სამ­ხრეთ ოსე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს“ სარ­დაფ­ში სამ­ხრეთ ოსე­თის ძა­ლე­ბის მიერ იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩი­ვან მთავ­რო­ბას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­უ­ხა­დოს 640 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­და ქარ­თვე­ლი ტყვე­ე­ბის წა­მე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის სულ მცი­რე 16-მა მსხვერ­პლმა 2008 წლის 8-27 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩი­ვან მთავ­რო­ბას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­უ­ხა­დოს 115 000 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­და სულ მცი­რე 23 000-მა ადა­მი­ან­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კის შე­დე­გად, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებს სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში უშ­ლის ხელს.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­პა­სუ­ხე სა­ხელ­მწი­ფომ მომ­ჩი­ვან მთავ­რო­ბას სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­უ­ხა­დოს 8 240 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად, რო­მე­ლიც გა­ნი­ცა­და მი­ნი­მუმ 412 მსხვერ­პლმა იმის გამო, რომ მო­პა­სუ­ხე მთავ­რო­ბამ არ შე­ას­რუ­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ადეკ­ვა­ტუ­რი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში მომ­ხდა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ.

პრეს­რე­ლიზ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე საქ­მე­ზე ძი­რი­თა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2021 წლის 21 იან­ვარს გა­მო­ი­ტა­ნეს, რის შემ­დე­გაც სა­სა­მარ­თლომ განმცხა­დე­ბე­ლი მთავ­რო­ბა და მო­პა­სუ­ხე მთავ­რო­ბა მი­იწ­ვია, საქ­მე­ზე თა­ვი­ან­თი შე­ნიშ­ვნე­ბი წა­რედ­გი­ნათ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tbiliseli
0

რამდენად მიამიტი და ბრიყვი უნდა იყო რომ ეგ დაიჯერო, რუსეთმა თანხა გადაიხადოს! რუსეთი ჩემსავით არავის ეზიზღება, მაგრამ, ცოტა რეალობასაც გაუსწორეთ თვალი, რუსეთს სულ ფეხებზე ჰკიდია მსოფლიო თავისი სასამართლოებით, არაფერსაც არ გადაიხდის, ბევრი კიდევ ვერ იაზრებსა, რა ძალიან საშიშია რუსეთი!!!

ადამიანი
0

საოცარი სამართალი,რაც მთავარია დროული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

რუსეთს საქართველოსთვის 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა - რა წერია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

რუსეთს საქართველოსთვის 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა - რა წერია აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (II) (განცხადება №38263/08) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა სამართლიანი კომპენსაციის საკითხი (მუხლი 41). საქმე ეხებოდა საქართველოს მთავრობის ბრალდებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც იწვევს კონვენციის სხვადასხვა დარღვევას 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.

სასამართლოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დიდი პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში სამართლიანი კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ჰქონდა იურისდიქცია განეხილა განმცხადებელი მთავრობის პრეტენზიები სამართლიანი კომპენსაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოში წევრი აღარაა და რომ მოპასუხე მთავრობის წარმომადგენლობა არ ეთანამშრომლა, არ წარმოადგენს დაბრკოლებას, საკითხი განეხილათ.

  • ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 50-მა მსხვერპლმა სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ სამოქალაქო პირების მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად და მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება ამ მკვლელობებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და თვითნებური დაკავების ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად სულ მცირე 166 მსხვერპლმა განიცადა, რომლებიც 2008 წლის 10-27 აგვისტოს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ იყვნენ დაკავებულები.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 640 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა ქართველი ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის სულ მცირე 16-მა მსხვერპლმა 2008 წლის 8-27 აგვისტოს ცხინვალში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 115 000 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა სულ მცირე 23 000-მა ადამიანმა ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგად, რომელიც ქართველებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში თავიანთ სახლებში დაბრუნებაში უშლის ხელს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივან მთავრობას სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 8 240 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა მინიმუმ 412 მსხვერპლმა იმის გამო, რომ მოპასუხე მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში მომხდარი გარდაცვალების შემთხვევების შესახებ.

პრესრელიზში განმარტებულია, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადი გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოიტანეს, რის შემდეგაც სასამართლომ განმცხადებელი მთავრობა და მოპასუხე მთავრობა მიიწვია, საქმეზე თავიანთი შენიშვნები წარედგინათ.