რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო "დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ".
როგორც კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ის არის, თავად საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე როგორ გრძნობენ 2012 წლამდე და მის შემდეგ არსებული ხელისუფლებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
"საოცრება იყო, "გადავსებული" დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. სამი კაცი იყო დარბაზში, დავთალე“, - განაცხადა კალაძემ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია და საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ყველა აუცილებელ ნაბიჯს.
"2012 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გრძნობს საკუთარ თავზე. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რას გრძნობს საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი? - კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, რეფომები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, გვაქვს მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის ამ ურთულეს გზაზე, განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით და ყველა იმ გასაკეთებელი საქმით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.
უმრავლეს მედია საშუალებებში არ გაშუქებულა ის სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც დედაქალაქის მერი კახა კალაძის პირადი დამსახურებაა.
მან გუშინ (ანუ 28 აპრილს) 90-იან წლებში კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში მოტყუებულ ათობით მოქალაქეს თბილისის ერთ-ერთ რაიონში მშენებარე კორპუსში საზეიმო ატმოსფეროში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები და ბინის გასაღებები გადასცა.
ის ასრულებს იმ დანაპირებს, რომელიც გასცა რამოდენიმე წლის უკან!!!
ირკვევა რომ, ეს საქველმოქმედო ღონისძიება პირველი არ ყოფილა და დასრულდება როცა ყველა მოტყუებულ მოქალაქეს დააკმაყოფილებს ბინებით.
პატივი და ქება-დიდება კახა კალაძეს!!!
თუ ამერიკა არ ვარგა ღარიბაშვილმა რატო "მოაწყო" თავისი შვილი ყველაზე ხვირადღირებულ უნივერსიტეტში ამეტიკადი ? სადაც განათლების მინისტრი გააგზავნა სპეციალურად . , მის შვულს ისეთი მონნაცემების ქულები ქონდა რომ არც იხილავენ ხოლმე ესეთი უნივერსიტეტები... ასევე ჰარვარდის რუსული ენის კათედრსს 2.5 მილიონი დოლარი რო გადაურუცხეს იმაზეც ილაპარაკეთ.. იქ უნდოდა შვილის მოეყობა მაგრამ თურმე არ მოწონებია მის შვილს .. და პენსილვანიის უნივერსიტეტი შეურჩიეს!