კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს. საბოლოოდ, ისინი ბუმერანგივით ბრუნდება, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.
"ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი", - განაცხადა შოიგუმ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით ცდილობენ.
„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, იყენებენ აშკარა შანტაჟს, მუქარას, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებას, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის სავიზიტო ბარათია", - განაცხადა შოიგუმ.