საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანულ სამეფო ოჯახში "ახალი კამილა" გამოჩნდა? - ყვითელი პრესა პრინცი უილიამისა და როუზ ჰენბერის სავარაუდო რომანზე წერს
ბრიტანულ სამეფო ოჯახში "ახალი კამილა" გამოჩნდა? - ყვითელი პრესა პრინცი უილიამისა და როუზ ჰენბერის სავარაუდო რომანზე წერს

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხი ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ტაბ­ლო­ი­დე­ბის მთა­ვა­რი თემა არა ჰარი და მე­გა­ნი, არა­მედ ის სა­ვა­რა­უ­დო სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დია, რო­მელ­შიც პრი­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი აღ­მოჩ­დნენ.

  • ყვი­თე­ლი პრე­სა წერს, რომ პრინც უი­ლი­ამს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს როუზ ბენ­ბე­რის­თან. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­უ­ზი მრა­ვა­ლი წე­ლია ქე­ით­სა და უი­ლი­ამ­თან მე­გობ­რობს, თუმ­ცა ბოლო დროს, მიდლტონ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბა, რისი მი­ზე­ზიც პრინცთან რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რია.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უი­ლი­ა­მი ვა­ლენ­ტი­ნო­ბა­საც კი რო­უზ­თან ერ­თად შეხ­ვდა. ზო­გი­ერ­თის თქმით, მათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ, ვიდ­რე უი­ლი­ა­მი ქეით მიდლტონ­ზე და­ქორ­წინ­დე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­უ­ზი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. ის ჩოლ­მონ­დე­ლის მეშ­ვი­დე მარ­კი­ზის, დე­ვიდ ჯორჯ ფი­ლიპ ჩოლ­მონ­დე­ლის ცო­ლია და მისი ტი­ტუ­ლია ჩოლ­მონ­დე­ლის მარ­კი­ზა. ქალი დე­ვიდ­ზე 2009 წელს და­ქორ­წინ­და.

ბრი­ტა­ნე­ლებს ეს ამ­ბა­ვი პრინც ჩარლ­ზის, პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და კა­მი­ლას ამ­ბავს ახ­სე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ შე­საძ­ლოა, უი­ლი­ა­მი მა­მის შეც­დო­მას იმე­ო­რებ­დეს. ბევ­რის­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მე­ო­ჯა­ხე უი­ლი­ა­მი, რომ­ლის­თვი­საც სტა­ტუ­სი, სა­მე­ფო წე­სე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამ­გვარ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვეს. ზოგი იმა­საც ფიქ­რობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია ყალ­ბია და შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი მე­გან მარ­კლის­გან მო­დი­ო­დეს.

სა­მე­ფო ოჯახ­ში ამ თე­მა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკია ბარბაქინსკი
4

ინგლისის პრინცს რომ გემოვნება ჰქონდეს საყვარლად ეყოლებოდა ტუტსი ანზოროვნა, რომელსაც ფეხსაცმლის ზომა აქვს "45" :))))

დავით
11

ვიცი გამკიცხავთ მაინც ვიტყვი:

მონოგამია უაზრობაა, 99 % ში არც გამოდის, უბრალოდ შენც სუ, მეც სუ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ბრიტანულ სამეფო ოჯახში "ახალი კამილა" გამოჩნდა? - ყვითელი პრესა პრინცი უილიამისა და როუზ ჰენბერის სავარაუდო რომანზე წერს

ბრიტანულ სამეფო ოჯახში "ახალი კამილა" გამოჩნდა? - ყვითელი პრესა პრინცი უილიამისა და როუზ ჰენბერის სავარაუდო რომანზე წერს

ბრიტანული სამეფო ოჯახი ახალ სკანდალში გაეხვა, თუმცა ამჯერად ტაბლოიდების მთავარი თემა არა ჰარი და მეგანი, არამედ ის სავარაუდო სასიყვარულო სამკუთხედია, რომელშიც პრიცი უილიამი და ქეით მიდლტონი აღმოჩდნენ.

  • ყვითელი პრესა წერს, რომ პრინც უილიამს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს როუზ ბენბერისთან. მათივე ინფორმაციით, როუზი მრავალი წელია ქეითსა და უილიამთან მეგობრობს, თუმცა ბოლო დროს, მიდლტონთან ურთიერთობა დაეძაბა, რისი მიზეზიც პრინცთან რომანტიკული კავშირია.

წყაროს ინფორმაციით, უილიამი ვალენტინობასაც კი როუზთან ერთად შეხვდა. ზოგიერთის თქმით, მათ სასიყვარულო ურთიერთობა მანამდეც ჰქონდათ, ვიდრე უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდებოდა.

აღსანიშნავია, რომ როუზი დაქორწინებულია. ის ჩოლმონდელის მეშვიდე მარკიზის, დევიდ ჯორჯ ფილიპ ჩოლმონდელის ცოლია და მისი ტიტულია ჩოლმონდელის მარკიზა. ქალი დევიდზე 2009 წელს დაქორწინდა.

ბრიტანელებს ეს ამბავი პრინც ჩარლზის, პრინცესა დაიანასა და კამილას ამბავს ახსენებს და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ შესაძლოა, უილიამი მამის შეცდომას იმეორებდეს. ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მეოჯახე უილიამი, რომლისთვისაც სტატუსი, სამეფო წესები უმნიშვნელოვანესია, ამგვარ სკანდალში გაეხვეს. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ინფორმაცია ყალბია და შესაძლოა, ყველაფერი მეგან მარკლისგან მოდიოდეს.

სამეფო ოჯახში ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო