სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია: იხილეთ დეტალურად
"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია: იხილეთ დეტალურად

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 3 736.4 ათა­სი კაცი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წლის შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით 1.3 პრო­ცენ­ტით მე­ტია.

რო­გორც "საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, 2022 წელს და­ფიქ­სირ­და უარ­ყო­ფი­თი ბუ­ნებ­რი­ვი მა­ტე­ბა (-6 799) და და­დე­ბი­თი მიგ­რა­ცი­უ­ლი სალ­დო (54 509).

"2023 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 60.4 პრო­ცენ­ტი ცხოვ­რობს სა­ქა­ლა­ქო და­სახ­ლე­ბებ­ში. ამას­თან, თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის მე­სა­მედს შე­ად­გენს. 2023 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, 0-14 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 20.7 პრო­ცენტს შე­ად­გენს, შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის წილი (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) − 63.8 პრო­ცენტს, ხოლო 65 წლის და უფ­რო­სი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბის წილი − 15.6 პრო­ცენტს. 2023 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, კა­ცე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 1 793.8 ათა­სი შე­ად­გი­ნა, ხოლო ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ – 1 942.5 ათა­სი. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 48 პრო­ცენ­ტი კაცი, ხოლო 52 პრო­ცენ­ტი – ქა­ლია. სქეს­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი თა­ნა­ფარ­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 92-ს შე­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ 100 ქალ­ზე 92 კაცი მო­დის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 35 წლამ­დე ასაკ­ში კა­ცე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა ქა­ლე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბას, ხოლო 35 წლის ასა­კი­დან სა­ხე­ზე გვაქვს სა­პი­რის­პი­რო სუ­რა­თი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით ქა­ლე­ბის უფრო მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბით. წინა წელ­თან შე­და­რე­ბით, 2022 წელს სი­ცო­ცხლის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა 2.3 ერ­თე­უ­ლით გა­ი­ზარ­და და 73.7 წელი შე­ად­გი­ნა, მათ შო­რის კა­ცე­ბი­სათ­ვის – 69.4 წელი, ხოლო ქა­ლე­ბი­სათ­ვის – 78.1 წელი. 2023 წლის 1 იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მე­დი­ა­ნუ­რი ასა­კი შე­ად­გენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბამ 125 269 კაცი შე­ად­გი­ნა, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 25.3 პრო­ცენ­ტით მე­ტია, ხოლო იმიგ­რან­ტე­ბის რი­ცხოვ­ნო­ბა 142.9 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და და 179 778 კაცი შე­ად­გი­ნა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, იმიგ­რან­ტე­ბის 84.3 პრო­ცენ­ტი და ემიგ­რან­ტე­ბის 86.7 პრო­ცენ­ტი, შრო­მი­სუ­ნა­რი­ან ასაკ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას (15-64 წლის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი) წარ­მო­ად­გე­ნენ. 2022 წელს, იმიგ­რან­ტე­ბის 30.3 პრო­ცენტს, ხოლო ემიგ­რან­ტე­ბის 80.5 პრო­ცენტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ”, - ნათ­ქვა­მია "საქსტა­ტის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოიმატა მოსახლეობამ
0

შემცირდნენ ქართველები, პროცენტულად! ამას თუ ვერ ხვდებით... გიყურებთ, ერთი სადამდე მიხვალთ. 

ვი-რუსი
2

არარაა ეს მავნე კანტორა როგორც საქსტატია არ არსებობს.სასწრაფოდ გასაუქმებელია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია: იხილეთ დეტალურად

"საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია: იხილეთ დეტალურად

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

როგორც "საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-6 799) და დადებითი მიგრაციული სალდო (54 509).

"2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს. 2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია "საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.