მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები შეშფოთებას ვერ მალავენ - რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?
მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები შეშფოთებას ვერ მალავენ - რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?
  • ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სირ­და - მეც­ნი­ე­რე­ბის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი პროგ­ნო­ზე­ბი

მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში, ოკე­ა­ნის წყლე­ბის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია - მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ასე­თი სიძ­ლი­ე­რით და სის­წრა­ფით არ გამთბა­რა. ჯერ­ჯე­რო­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ამ მოვ­ლე­ნას ვე­რაფ­რით ხსნი­ან, მაგ­რამ ში­შო­ბენ, რომ ამან სხვა მიმ­დი­ნა­რე კლი­მა­ტურ პრო­ცე­სებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლოა, უკვე მიმ­დინ­რე წლის ბო­ლოს გლო­ბა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნოს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში ელ-ნი­ნი­ოს მძლავ­რი ეფექ­ტიც და­ფიქ­სირ­დე­ბა, რაც კლი­მატ­ზე თა­ვი­სე­ბურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

რა არის ელ-ნი­ნიო?

  • ეს არის წყნა­რი ოკე­ა­ნის ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ნა­წი­ლის ზე­და­პი­რუ­ლი ფე­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რაც შე­სამ­ჩნევ გავ­ლე­ნას ახ­დენს კლი­მატ­ზე. ამ მოვ­ლე­ნი­სას, წყლის ზე­და­პი­რუ­ლი ფენა უჩ­ვე­უ­ლოდ თბე­ბა 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნი­ნიო ვრცელ­დე­ბა სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში, ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­როს გა­ყო­ლე­ბით ეკ­ვა­ტო­რამ­დე სამ­ხრეთ გა­ნე­დის 5-7°-მდე, ხოლო ცალ­კე­ულ წლებ­ში ძლი­ერ­დე­ბა და აღ­წევს სამ­ხრეთ გა­ნე­დის 15°-ს. ელ-ნი­ნიო გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვლინ­დე­ბა პე­რუ­სა და ეკ­ვა­დო­რის სა­ნა­პი­რო­ებ­თან, ზამ­თრის თვე­ებ­ში ჩნდე­ბა აშშ-შიც. ატ­მოს­ფე­როს ცირ­კუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბა ახ­დენს გავ­ლე­ნას დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბის კლი­მატ­ზე. იგი იწ­ვევს გვალ­ვას, უხვ ნა­ლე­ქი­ა­ნო­ბას; წარ­მოქ­მნის უჩ­ვე­უ­ლოდ თბი­ლი ან ცივი ამინ­დის პი­რო­ბებს. ელ-ნი­ნი­ოს თბი­ლი წყლე­ბის თხე­ლი ფენა წყვეტს ჟანგბა­დის მი­მოს­ვლას ზე­და­პი­რის ფე­ნა­ში, რაც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს პე­რუს პრო­დუქ­ტი­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი წვი­მე­ბი გამ­შრალ სა­ნა­პი­რო­ებ­ზე იწ­ვევს კა­ტას­ტრო­ფულ წყალ­დი­დო­ბებს...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოკე­ა­ნის დათ­ბო­ბა დამ­ღუპ­ვე­ლია ზღვის ბი­ნად­რე­ბის­თვის. ამას გარ­და, ის ზღვის დო­ნის აწე­ვა­საც გა­მო­იწ­ვევს. დათ­ბო­ბა ასე­ვე ამ­ცი­რებს ოკე­ა­ნე­ე­ბის უნარს, შთან­თქას პლა­ნე­ტის მავ­ნე სით­ბუ­რი აი­რე­ბი.

მოვ­ლე­ნა­თა ახალ გან­ვი­თა­რე­ბას ახა­ლი კვლე­ვაც მი­ე­ძღვნა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო წრის გა­რეთ, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა.

კვლე­ვის შე­დე­გით ვგე­ბუ­ლობთ, რომ უკა­ნას­კნე­ლი 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­მა პლა­ნე­ტამ 50%-ით მეტი სით­ბო შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ვიდ­რე ადრე და ამ სით­ბოს დიდი ნა­წი­ლი ოკე­ა­ნე­ში მი­დის.

შე­დე­გი ბევ­რი რე­გი­ო­ნის­თვის საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს წყლის ზე­და­პირ­ზე ტემ­პე­რა­ტუ­რა 1981-2011 წლე­ბის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რას 13,8 გრა­დუ­სით აღე­მა­ტე­ბო­და.

"უც­ნო­ბია, რა­ტომ ხდე­ბა ასე­თი სწრა­ფი და გრან­დი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. არ და­ვი­წყებ მტკი­ცე­ბას, რომ ეს არის კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბით ან ბუ­ნებ­რი­ვი ვა­რი­ა­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ანაც ამ ორი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ჩვენ ეს ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბი ცხა­დია...“, - გა­ნა­ცხა­და ახა­ლი კვლე­ვის ავ­ტორ­მა, Mercator Ocean International-ის ოკე­ა­ნოგ­რაფ­მა კა­რი­ნა ფონ შუკ­მან­მა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რა­საც შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ოკე­ა­ნე­ე­ბის დათ­ბო­ბა­ზე, რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, შე­საძ­ლოა, იყოს გე­მე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

2020 წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ საწ­ვავ­ში გო­გირ­დის მი­ნა­რე­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ი­ღო. ეფექ­ტი მყი­სი­ე­რი იყო: გე­მის მი­ლე­ბით ატ­მოს­ფე­რო­ში გა­ტყორ­ცნი­ლი აე­რო­ზო­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. თუმ­ცა, ეს ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ერს აბინ­ძუ­რე­ბენ, ამავდრო­უ­ლად ასა­ხავ­დნენ სით­ბოს კოს­მოს­ში, რო­მელ­მაც ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე ახლა მი­აღ­წია.

  • რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას?

მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­თან წყლის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა, ინ­დუსტრი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დელ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 0,9 გრა­დუ­სით გა­ი­ზარ­და. მარ­ტო უკა­ნას­კნე­ლი 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 0,6 გრა­დუ­სი შე­ად­გი­ნა.

ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ წყლის გა­სათ­ბო­ბად უფრო მეტი ენერ­გი­აა სა­ჭი­რო და ასე­ვე ისიც, რომ ოკე­ა­ნე სით­ბოს უფრო სიღ­რმე­ში შთან­თქავს.

მაგ­რამ სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რის ერთი შე­ხედ­ვით მცი­რე ზრდა­საც კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა:

  • სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბის გა­და­შე­ნე­ბა - ტემ­პე­რა­ტუ­რის ხში­რი და ინ­ტენ­სი­უ­რი მა­ტე­ბა ზღვის ფა­უ­ნის მა­სობ­რივ კვდო­მას იწ­ვევს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იმ სა­ხე­ო­ბე­ბის, რო­მე­ლე­ბიც მარ­ჯნის რი­ფებ­ში ცხოვ­რო­ბენ.
  • ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა იწ­ვევს ქა­რიშ­ხლებ­სა და ციკ­ლო­ნებს, რომ­ლე­ბიც უფრო ხან­გრძლი­ვი და და­მან­გრე­ვე­ლი ხდე­ბა.
  • ზღვის დო­ნის აწე­ვას: თბი­ლი წყა­ლი იკა­ვებს მეტ ად­გილს - ამ ფე­ნო­მენს თერ­მუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბა ჰქვია, რა­მაც თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს გრენ­ლან­დი­ა­სა და ან­ტარ­ქტი­და­ში ყი­ნუ­ლის დნო­ბის პრო­ცე­სის ზრდა.
  • გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი წყა­ლი ხმე­ლეთ­ზე, და­ბალ სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში, თა­ვის მხრივ, ზრდის დატ­ბორ­ვის რისკს.
  • ნახ­ში­რორ­ჟან­გის შე­წო­ვის შემ­ცი­რე­ბა - ოკე­ა­ნე­ე­ბი ახლა სათ­ბუ­რის აი­რე­ბის ემი­სი­ე­ბის მე­ო­თხედს შთან­თქა­ვენ. თუმ­ცა, რაც უფრო თბი­ლია წყა­ლი, მით უფრო ცუ­დად შთან­თქავს ნახ­ში­რორ­ჟანგს და მო­მა­ვალ­ში ამან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ატ­მოს­ფე­რო­ში ნახ­ში­რორ­ჟან­გის დაგ­რო­ვე­ბა, რაც მხო­ლოდ ხელს შე­უ­წყობს ჰა­ე­რი­სა და წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­დგომ ზრდას.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე ძლი­ერ აწუ­ხებთ მეც­ნი­ე­რებს, არის ელ-ნი­ნიო, რო­გორც სამ­ხრეთ რხე­ვის ფაზა, რო­მელ­შიც გა­ხუ­რე­ბუ­ლი ზე­და­პი­რუ­ლი წყლე­ბის არე­ა­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­და­დის. მას აქვს სა­პი­რის­პი­რო გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი La Niña ფაზა, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ბა­ლან­სის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ელ-ნი­ნი­ოს ეფექ­ტი იზ­რდე­ბა, რაც ამ ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვას ემუქ­რე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ჯერ არ რის­კა­ვენ და რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ, მაგ­რამ მათი ვა­რა­უ­დით, ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა მოხ­დე­ბა ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რად, ანუ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქოს არა­ფე­რი მოხ­დე­ბა და უცებ მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მომსწრე გავ­ხდე­ბით. წყა­რო

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალბერი
0

აი, ვინმემ გაიგო ეს წინადადება? "ეს ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ერს აბინ­ძუ­რე­ბენ, ამავდრო­უ­ლად ასა­ხავ­დნენ სით­ბოს კოს­მოს­ში, რო­მელ­მაც ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე ახლა მი­აღ­წია." ალბათ ინგლისურიდან მექანიკურად თარგმნა ავტორმა, შინაარსის სრული იგნორირებით ("ასახავდნენ" მაგივრად უნდა იყოს "ირეკლავდნენ" - ინგლ. reflected)

ისე
0

ოკეანის ტემპერატურა მატულობს ფსკერიდან და ეს არის სწორედ საგანგაშო, რადგან აშკარად ხდება წყალქვეშა ვულკანების რაოდენობის ზრდა ამ ბოლო დროს ....ზედაპირული სითბო სულ 25 მეტრამდე სიღრმეში ჩადის და ისევე იოლად გრილდება როგორც თბება....

 აი ფსკერიდან გამთბარი ოკეანე კი ნაღდად უდიდესი პრობლემად იქცევა უკვე 2030 წლიდან....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები შეშფოთებას ვერ მალავენ - რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?

მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება, ზუსტი მიზეზი უცნობია: მეცნიერები შეშფოთებას ვერ მალავენ - რა უმძიმესი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს?
  • ოკეანის ზედაპირზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა - მეცნიერების შემაშფოთებელი პროგნოზები

მიმდინარე წლის აპრილში, ოკეანის წყლების ზედაპირის ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - მთელი ისტორიის განმავლობაში ის ასეთი სიძლიერით და სისწრაფით არ გამთბარა. ჯერჯერობით მეცნიერები ამ მოვლენას ვერაფრით ხსნიან, მაგრამ შიშობენ, რომ ამან სხვა მიმდინარე კლიმატურ პროცესებთან ერთად, შესაძლოა, უკვე მიმდინრე წლის ბოლოს გლობალურ ტემპერატურა ახალ საფეხურზე აიყვანოს.

სპეციალისტების აზრით, უახლოეს თვეებში ელ-ნინიოს მძლავრი ეფექტიც დაფიქსირდება, რაც კლიმატზე თავისებურ გავლენას მოახდენს.

რა არის ელ-ნინიო?

  • ეს არის წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის ცვალებადობა, რაც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც. ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს...

აღსანიშნავია, რომ ოკეანის დათბობა დამღუპველია ზღვის ბინადრებისთვის. ამას გარდა, ის ზღვის დონის აწევასაც გამოიწვევს. დათბობა ასევე ამცირებს ოკეანეების უნარს, შთანთქას პლანეტის მავნე სითბური აირები.

მოვლენათა ახალ განვითარებას ახალი კვლევაც მიეძღვნა, რომელიც სამეცნიერო წრის გარეთ, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი დარჩა.

კვლევის შედეგით ვგებულობთ, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ჩვენმა პლანეტამ 50%-ით მეტი სითბო შეინარჩუნა, ვიდრე ადრე და ამ სითბოს დიდი ნაწილი ოკეანეში მიდის.

შედეგი ბევრი რეგიონისთვის საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. მიმდინარე წლის მარტში, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლის ზედაპირზე ტემპერატურა 1981-2011 წლების საშუალო ტემპერატურას 13,8 გრადუსით აღემატებოდა.

"უცნობია, რატომ ხდება ასეთი სწრაფი და გრანდიოზული ცვლილებები. არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ეს არის კლიმატური ცვლილებებით ან ბუნებრივი ვარიაციებით გამოწვეული, ანაც ამ ორი ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცვლილებები ცხადია...“, - განაცხადა ახალი კვლევის ავტორმა, Mercator Ocean International-ის ოკეანოგრაფმა კარინა ფონ შუკმანმა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ოკეანეების დათბობაზე, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, იყოს გემებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება.

2020 წელს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ საწვავში გოგირდის მინარევების შემცველობაზე შეზღუდვები შემოიღო. ეფექტი მყისიერი იყო: გემის მილებით ატმოსფეროში გატყორცნილი აეროზოლის ნაწილაკების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. თუმცა, ეს ნაწილაკები, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, ამავდროულად ასახავდნენ სითბოს კოსმოსში, რომელმაც ოკეანის ზედაპირზე ახლა მიაღწია.

  • რა შედეგები მოჰყვება მსოფლიო ოკეანის გლობალურ დათბობას?

მსოფლიო ოკეანის ზედაპირთან წყლის საშუალო ტემპერატურა, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0,9 გრადუსით გაიზარდა. მარტო უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელმა 0,6 გრადუსი შეადგინა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ წყლის გასათბობად უფრო მეტი ენერგიაა საჭირო და ასევე ისიც, რომ ოკეანე სითბოს უფრო სიღრმეში შთანთქავს.

მაგრამ საშუალო ტემპერატურის ერთი შეხედვით მცირე ზრდასაც კი მნიშვნელოვანი და ძალიან ნეგატიური შედეგები მოჰყვება:

  • სხვადასხვა სახეობების გადაშენება - ტემპერატურის ხშირი და ინტენსიური მატება ზღვის ფაუნის მასობრივ კვდომას იწვევს, განსაკუთრებით კი იმ სახეობების, რომელებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ.
  • ოკეანის ზედაპირის ტემპერატურის მატება იწვევს ქარიშხლებსა და ციკლონებს, რომლებიც უფრო ხანგრძლივი და დამანგრეველი ხდება.
  • ზღვის დონის აწევას: თბილი წყალი იკავებს მეტ ადგილს - ამ ფენომენს თერმული გაფართოება ჰქვია, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გრენლანდიასა და ანტარქტიდაში ყინულის დნობის პროცესის ზრდა.
  • გამოთავისუფლებული წყალი ხმელეთზე, დაბალ სანაპირო რაიონებში, თავის მხრივ, ზრდის დატბორვის რისკს.
  • ნახშირორჟანგის შეწოვის შემცირება - ოკეანეები ახლა სათბურის აირების ემისიების მეოთხედს შთანთქავენ. თუმცა, რაც უფრო თბილია წყალი, მით უფრო ცუდად შთანთქავს ნახშირორჟანგს და მომავალში ამან შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვება, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს ჰაერისა და წყლის ტემპერატურის შემდგომ ზრდას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ასევე ძლიერ აწუხებთ მეცნიერებს, არის ელ-ნინიო, როგორც სამხრეთ რხევის ფაზა, რომელშიც გახურებული ზედაპირული წყლების არეალი აღმოსავლეთისკენ გადადის. მას აქვს საპირისპირო გამაგრილებელი La Niña ფაზა, რომელიც გლობალური ტემპერატურის ბალანსის საშუალებას იძლევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ელ-ნინიოს ეფექტი იზრდება, რაც ამ ბალანსის დარღვევას ემუქრება.

მეცნიერები ჯერ არ რისკავენ და რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ, მაგრამ მათი ვარაუდით, ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გლობალური დათბობა მოხდება ნახტომისებურად, ანუ მრავალი წლის განმავლობაში თითქოს არაფერი მოხდება და უცებ მკვეთრი ცვლილებების მომსწრე გავხდებით. წყარო

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა