"რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მითუმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველწუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა რაფაელ გროსის სოციალური ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის პერსონალისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.