თანამედროვე ეპოქაში ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურად იყენებენ და ის უფრო მეტად ხდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი. AI პროდუქტებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ - შეხვედრებზე ვირტუალურად დასასწრებად, ფოტოების გენერირებისთვის, ესსეების დასაწერად და ა.შ.
უკვე პაემნების AI ასისტენტიც გამოჩნდა. ეს არის პროგრამა სახელად Rizz-ი, რომელიც კოლეჯის სტუდენტებმა შექმნეს. მისი გადმოწერა აპლიკაციის სახითაა შესაძლებელი და ამ დროისთვის უკვე 130 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ჩატის სქრინშოთებს ატვირთავს, აპლიკაცია მისთვის რამდენიმე პერსონალიზებულ პასუხს შეიმუშავებს, რათა არჩევა შეძლოს და ამ ფრაზებით იურთიერთოს ამა თუ იმ ადამიანთან. ეს პროგრამა ინტროვერტებისთვისაა, რომლებსაც უჭირთ ურთიერთობის გაბმა და დიალოგის წარმართვა.
Rizz-ი ბერკლის უნივერსიტეტის 4-მა სტუდენტმა შექმნა. ოთხივე მათგანი კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს და როგორც ამბობენ, მთელი დღე ოთახებში არიან ჩაკეტილები და coding-ით გაჰყავთ დრო.
მათი ინსპირაცია ის გახდა, რომ ადამიანებთან დიალოგის წამოწყება უჭირთ: “ამ აპლიკაციის შექმნის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ადამიანებთან საუბრის გაბმა საშინლად გვიძნელდება“,- ამბობს ქარის ჯანგი, Rizz-ის ერთ-ერთი შემქმნელი.
წყარო: insider
მოამზადა: ანა სიბოშვილმა