პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვის ტროლის" ჯილდო გადაეცემათ ქართველ "ტროლებს", მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს" - ვიოლა ფონ კრამონი ვიდეო მიმართვას ავრცელებს
"თვის ტროლის" ჯილდო გადაეცემათ ქართველ "ტროლებს",  მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს" - ვიოლა ფონ კრამონი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დეო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და ამ­ბობს, რომ "ქარ­თველ­მა ტრო­ლებ­მა რუს ტრო­ლებ­საც კი აჯო­ბეს."

"მო­მი­ლო­ცავს! "თვის ტრო­ლის" ჯილ­დო ამ­ჯე­რად უცი­ლობ­ლად გა­და­ე­ცე­მათ ქარ­თველ "ტრო­ლებს". მათ რუს "ტრო­ლებ­საც" კი აჯო­ბეს. რა­ტომ? მათ მე ჰერ­მან გი­ო­რინ­გის შე­საძ­ლო ნა­თე­სა­ვად გა­მამ­წე­სეს. მსგავ­სი აზრი მხო­ლოდ მათ მო­უ­ვათ თავ­ში, ვინც ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რის "გე­რინ­გის" რუ­სულ თარ­გმანს აი­ღებს.

"გე­რინ­გი" და "გი­ორ­გინ­გი" კი­რი­ლი­ცა­თი ერ­თნა­ი­რად იწე­რე­ბა. ლა­თი­ნურ დამ­წერ­ლო­ბა­ში კი ამ ორ გვარს არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო. ისე­ვე რო­გორც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც მე მა­კავ­ში­რებს რა­ი­მე ნა­ცისტ პო­ლი­ტი­კოს­სა და ომის დამ­ნა­შა­ვე - ჰერ­მან გი­ო­რინგთან.

მე­ო­რე "ფე­ი­კი" კი­დევ უფრო აბ­სურ­დუ­ლი და უხერ­ხუ­ლი იყო. ნას­ვა­მი ქალი (ბრი­ტა­ნულ) ქორ­წილ­ში. სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი ქარ­თულ ქორ­წილ­ში, მაგ­რამ ჯერ არა­ვის და­ვუ­პა­ტი­ჟე­ბი­ვარ. ამ ქალ­ბა­ტონ­თა­ნაც არა­ფე­რი მაქვს სა­ერ­თო. ეს კლა­სი­კუ­რი "დიიფ ფეიკ" ვი­დეო იყო.

სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ეს ფე­ი­კე­ბი ძი­რი­თა­დად მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მიერ იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ სა­ვა­რა­უ­დო დამ­კვე­თიც აქ უნდა ვე­ძე­ბოთ. ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სია ღია პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კუ­სი­ე­ბის გა­მარ­თვა. შე­თი­თხნი­ლი ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ნაც­ვლად.

მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ­სე­ბო­ბენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფაქტ ჩე­კე­რე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მი­თე­ბის დე­ტექ­ტო­რი, რო­მელ­მაც ეს სი­სუ­ლე­ლე გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა.",- ამ­ბობს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაქრო
0

ეს მართლა ავადმყოფია, შეგვეშვი რა

ტოტო
5

ძალიან ბევრს ჭყვიტინებს,ეტყობა ძალიან გამწარებულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"თვის ტროლის" ჯილდო გადაეცემათ ქართველ "ტროლებს", მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს" - ვიოლა ფონ კრამონი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

"თვის ტროლის" ჯილდო გადაეცემათ ქართველ "ტროლებს",  მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს" - ვიოლა ფონ კრამონი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში მის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ "ქართველმა ტროლებმა რუს ტროლებსაც კი აჯობეს."

"მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად უცილობლად გადაეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს.

"გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან.

მეორე "ფეიკი" კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური "დიიფ ფეიკ" ვიდეო იყო.

საინტერესო გარემოებაა, რომ ეს ფეიკები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.

მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ დამოუკიდებელი ფაქტ ჩეკერები, ამ შემთხვევაში, მითების დეტექტორი, რომელმაც ეს სისულელე გამოააშკარავა.",- ამბობს ევროპარლამენტარი.