სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია: გოგონას "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ - "უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..."
კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია: გოგონას "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ - "უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..."

სამი თვეა, რაც 18 წლის მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვილს "ტი­კტოკ­ზე" ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ვი­დე­ო­ებს უვრცე­ლე­ბენ, რა­საც თან ერ­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტე­ბი და პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. ვიდ­რე გო­გო­ნა კი­ბერ­ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ და­ი­წყებ­და ლა­პა­რაკს, მა­ნამ­დე (ვი­დე­ო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე) პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­დაც უთხრეს, რომ გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას აზრი არ ჰქონ­და და მი­ზე­ზად მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის სირ­თუ­ლე და­უ­სა­ხე­ლეს. "ტი­კტოკ­ზე" ვი­დე­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­რი­ა­მის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­იტ­ზეც გავ­რცელ­და. რო­გორც რეს­პო­დენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, მან უკვე გა­და­ლა­ხა სა­შინ­ლად მძი­მე, სტერ­სუ­ლი პე­რი­ო­დი და უნდა, რომ სხვა, ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე გო­გო­ნე­ბის­თვის (მათ შო­რის მსხვერ­პლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის) მა­გა­ლი­თი გახ­დეს, არა­ვინ გა­ჩუმ­დეს. მე­ო­რეს მხრივ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბი­დან ელის რე­ა­გი­რე­ბას და მისი მი­ზა­ნია გა­ირ­კვეს, ვინ დგას ამ ე.წ. ფეიქ ექა­უნ­თე­ბის უკან. ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ვი­დე­ო­ებს თან ახ­ლავს უხამ­სი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბიც, ხოლო ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, 700-800 ათასს აღ­წევს. მა­რი­ამ­მა, რო­მელ­საც არა­ვის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის იმე­დი არ აქვს, გა­და­წყვი­ტა იბ­რძო­ლოს და მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა. ამ დღე­ებ­ში ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­შიც შე­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას.

მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი:

"ჩემი პირ­ვე­ლი ვი­დეო თე­ბერ­ვლის თვე­ში და­ი­დო "ტი­კტოკ­ზე", რა­საც ისე­თი სა­ში­ნე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ტექ­სტი ერ­თვო­და, ვერც გა­ვი­მე­ო­რებ. ში­ნა­არ­სით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­დეო იყო, ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის მშობ­ლე­ბის "ფე­ის­ბუ­ქი­დან" აღე­ბუ­ლი. ვი­დე­ოს ქვეშ თან­და­თან ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და, გა­და­ვი­რიე, მა­შინ­ვე წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მცხე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გან­ცხა­დე­ბა არ და­მი­წე­რია, რად­გან მი­თხრეს, არა­ფე­რი გა­მო­ვა, აზრი არ აქვს, რად­გან პი­რად მო­ნა­ცე­მებ­ში არ იყო შეღ­წე­ვა, ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლად არ კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბაო. ისიც მი­თხრეს, პო­ლი­ცი­ა­ში ბევ­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვა და შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა­აო. ხელ­მე­ო­რედ პო­ლი­ცი­ა­ში 27 თე­ბერ­ვალს მი­ვე­დი და გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე, მა­შინ, როცა ვი­დე­ო­ე­ბის სიხ­ში­რემ მო­ი­მა­ტა, ჩემი პი­რა­დი ვი­დე­ო­ე­ბი გავ­რცელ­და და ჩემს მშობ­ლებ­საც მის­წვდნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლი­ცი­ის­გან არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, ახლა ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს და იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა. ყვე­ლა­ფე­რი - ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ყალ­ბი ან­გა­რი­შით ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა მაქვს ეჭვი, ვინ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს ამის უკან, ეს ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ მი­ნიშ­ნე­ბებს მაძ­ლევს. ვი­დე­ო­ე­ბის და­დე­ბა გრძელ­დე­ბა, გუ­ში­ნაც და­ი­დო და მათი ნახ­ვე­ბი 700-800 ათა­სამ­დე ავი­და. უხამ­სი სა­თა­უ­რე­ბის გარ­და, სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იწე­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო გან­გრევს ადა­მი­ანს, ფსი­ქი­კას გირ­ყევს. აღ­დგო­მის წინა დღეს და­დეს ერთი ვი­დეო და კო­მენ­ტა­რებ­ში ამომ­წყვი­ტა ხალ­ხმა, ისე მწყევ­ლიდ­ნენ და მლან­ძღავ­დნენ...

ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ხუმ­რო­ბით გა­და­ი­ღო, ან თუ თავი მოგ­წონს და ფიქ­რობ, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, გა­და­ი­ღებ და შენს გვერ­დზე და­დებ. ის ადა­მი­ა­ნი ამ შენს ფო­ტოს და ვი­დე­ოს სულ სხვა დატ­ვირ­თვას აძ­ლევს, სუ­ლაც გა­მომ­წვე­ვი რომ არ იყო. ის ვი­ღაც მარ­ტო ჩემს გვერ­დზე რომ შე­სუ­ლი­ყო, ვი­ფიქ­რებ­დი, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია, პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბა სურს-მეთ­ქი, მაგ­რამ როცა ჩემი მშობ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა და­მამ­ცი­რე­ბელ კონ­ტექ­სტში, მანდ მივ­ხვდი, რომ პი­რა­დად მე მერ­ჩო­და. გა­მო­ძი­ე­ბას მი­ვა­წო­დე ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია და ახლა პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი.

იმ­დე­ნი გა­ბე­დეს, რომ 3 მარტს ჩემი ფოტო და მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი, ანუ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­იტ­ზეც გა­ავ­რცე­ლეს. ღა­მის 1-2 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, როცა ვი­ღა­ცამ და­მი­რე­კა და მე­უბ­ნე­ბა, რომ ამა და ამ სა­იტ­ზე ჩემი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია იდო და რომ თურ­მე ადა­მი­ა­ნებს ერთღა­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას ვთა­ვა­ზობ­დი. ამ სა­ი­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ჩემს ნო­მერ­საც არა­ვის ვაძ­ლევ და გა­მო­დის, გა­მავ­რცე­ლე­ბელს ჩემს ნო­მერ­ზე წვდო­მა ჰქონ­და. 1 წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა, მომ­დი­ო­და მე­სი­ჯე­ბი "ვა­ი­ბერ­ში", "ტე­ლეგ­რამ­ში" - მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ფულს ვი­ღებ­დი თუ არა, რამ­დენს და ა.შ. უდი­დე­სი ტრავ­მა მი­ვი­ღე, იმ სა­ღა­მოს პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა და­მე­წყო, ვე­ღარ ამო­ვი­სუნ­თქე...

ისევ წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში და მშობ­ლებ­თან ერ­თად შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა, მთე­ლი გუ­ლით ვთხოვ­დი გა­ერ­კვი­ათ, ვინ მერ­ჩო­და, ეს ხომ ქარ­თუ­ლი სა­ი­ტი მა­ინ­ცაა და პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­ბღალ­ვას­თან გვქონ­და საქ­მე. რაც პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვე­დი, იმ დღის მერე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია, ჩემი ნო­მე­რი იმ სა­იტ­ზე აღარ ფიქ­სირ­დე­ბა.

ვი­დე­ო­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, დღემ­დე ვრცელ­დე­ბა, ავ­ტო­რი მე­ძა­ვად მო­მიხ­სე­ნი­ებს და მას­ზე სა­ში­ნელ სა­თა­უ­რებს აწერს. აი, ახ­ლაც, 40 წუ­თის წინ დადო ახა­ლი ვი­დეო. ეჭვი მაქვს, გო­გო­ნაა და ვხვდე­ბი კი­დეც, ვი­ნაა, მაგ­რამ სა­ნამ არ მექ­ნე­ბა ამის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი, ხელს არ და­ვა­დებ. ამ ყალ­ბი ან­გა­რი­შის შემ­ქმნელ­საც მივ­წე­რე, მქონ­და სა­უ­ბა­რი და ვუ­თხა­რი, წა­ე­შა­ლა ვი­დე­ო­ე­ბი. მი­თხრა, ტყუ­ი­ლად ცდი­ლობ, არ წავ­შლი, ჩემ­გან უა­რე­სებს ელო­დეო.

სამ­წუ­ხა­როა, რომ არა­ნა­ი­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ გი­ცავს, გარ­ღვე­ვაა ამ თე­მა­ში. ვი­საც მყა­რი ფსი­ქი­კა არ აქვს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს ეს ბინ­ძუ­რი "თა­მა­ში“? შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, შე­ვე­გუე იმას, რომ არა­ვინ მეხ­მა­რე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რა­ღა­ცას ჩა­ვე­ჭი­დო, თვი­თონ ვიბ­რძო­ლო. ვი­დე­ო­ებს მა­ინც ყვე­ლა ნა­ხუ­ლობს და ჩემი სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ის იყო, რომ ჩემი მხრი­დან მა­ინც შევ­წყვი­ტო ეს დამ­ცი­რე­ბა. როცა კა­ნო­ნი არ მი­ცავს, ვერ­სა­ი­დან ვე­რა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას ვი­ღებ, ვცდი­ლობ, თვი­თონ გა­ვა­კე­თო რამე და ვუშ­ვე­ლო ჩემს თავს. მა­ინც რა­ღა­ცის იმე­დი მაქვს... პო­ლი­ცი­ის მერე ად­ვო­კა­ტიც ავიყ­ვა­ნე. "სა­ფა­რიც“ გვერ­დით მიდ­გას, მშობ­ლე­ბიც და ახლა მგო­ნია, რომ მარ­თლა არის რა­ღა­ცის შან­სი.

მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ მსგავს რა­ღა­ცას. რომ იცო­დეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩემ­სა­ვით სექ­სუ­ა­ლუ­რი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი, მათ შო­რის - არას­რულ­წლოვ­ნები. ბევ­რი მათ­გა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, მწერ­დნენ, მსგავ­სი ჩვენც გა­და­ვი­ტა­ნე­თო. მე უკვე სრულ­წლო­ვა­ნი ვარ და 15 და 12 წლის ბავ­შვებ­საც რომ იმა­ვეს უკე­თე­ბენ, ხომ შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბიც მი­ვი­ღოთ, ბევ­რის ფსი­ქი­კა ამას ვერ გა­უძ­ლებს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, კა­ნო­ნი უნდა გვი­ცავ­დეს. პირ­ვე­ლად, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში როცა მი­ვე­დი, შე­მომ­თა­ვა­ზეს ანო­ნი­მუ­რად მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ მინ­დო­და, სა­ჯა­როდ მე­ლა­პა­რა­კა და ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის მქო­ნე გო­გო­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი მი­მე­ცა, არა­ვის უნდა შე­ე­შინ­დეს ხმის ამო­ღე­ბის, არ უნდა და­მა­ლონ. მე ახლა ერთი ვარ, მაგ­რამ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას არ­სა­ი­დან ელის, რაც სა­ში­ნე­ლე­ბაა. მე გა­ვი­ა­რე და გა­და­ვი­ტა­ნე ეს ყვე­ლა­ფე­რი, გავ­მაგრდი და ვიცი, აღარ მექ­ნე­ბა პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი, აღარ გავ­ბრაზ­დე­ბი, რად­გან ამით ვე­რა­ფერს ვშვე­ლი. მაგ­რამ მო­ზარ­დებს, ბავ­შვებს, ვისი ფსი­ქი­კაც ჯერ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია, ვინ იცის, რა და­ე­მარ­თე­ბათ, რა ბედი ეწე­ვათ? მე­გო­ნა, ბო­როტ­მოქ­მე­დი და­იღ­ლე­ბო­და, ოდეს­მე შე­ჩერ­დე­ბო­და, თუმ­ცა როცა ქვე­ყა­ნამ გა­ი­გო, პო­ლი­ცი­ა­საც მივ­მარ­თე, მა­ინც არ ჩერ­დე­ბა, რად­გან იცის, რომ სა­ხელ­მწი­ფო მა­ინც ვერ და­მეხ­მა­რე­ბა“.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი ლექ­სო კო­ბა­ი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ყალ­ბი ან­გა­რი­შე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სოცქსე­ლებ­ში, ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბი­სა და მუ­ქა­რის ნიშ­ნებს არ შე­ი­ცავს, დას­ჯა­დი არ არის, თუმ­ცა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის სა­კი­თხია.

"მსგავ­სი ქმე­დე­ბა თუ მუ­ქა­რას და ძა­ლა­დო­ბას არ შე­ი­ცავს, სს სა­მარ­თლით დას­ჯა­დი არ არის, თუმ­ცა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს ან ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, ვფიქ­რობ, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი სა­კი­თხია იმი­ტომ, რომ გა­სარ­კვე­ვია, რა დო­ნის ვი­დე­ოა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი - შე­საძ­ლოა, ამ ვი­დე­ო­თი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცია იყოს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ეს უკვე დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა, გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს და ამ კუ­თხით წა­ვი­დეს. გო­გო­ნა თუ მი­მარ­თავს გან­ცხა­დე­ბით, რომ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, აუ­დიო, ან ფოტო მა­სა­ლა გავ­რცელ­და, ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს 365-ე მუხ­ლით. კო­დექსში არ არის ასე­თი რე­გუ­ლა­ცია - მე რომ ავი­ღო ვინ­მეს ფოტო, მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი ტექ­სტი და­ვურ­თო და სოცქსელ­ში გა­ვავ­რცე­ლო, ამის გამო არა­ვინ დამ­სჯის. რომც იჩივ­ლო, გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ი­წყე­ბა მის მი­მართ, ვინც ამო­ფა­რე­ბუ­ლია ფე­ი­კე­ქა­უნ­თებს. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მოქ­ნი­ლი არ არის. ასე­თი შემ­თხვე­ვა თუ არ შე­ი­ცავს ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნებს, მუ­ქა­რას (რაც უნდა გახ­დეს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი), შე­სა­ბა­მი­სად, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი, კონ­კრე­ტუ­ლი მუხ­ლე­ბი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არა­ნა­ირ ინი­ცი­ა­ტი­ვას არ იჩე­ნენ, ამას­თან, მა­რი­ა­მის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ფაქ­ტე­ბი შე­საძ­ლოა მათ არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნი­ონ. გა­მო­ძი­ე­ბას არ აქვს ბერ­კე­ტი, რა­ი­მე ფორ­მით ჩა­ე­რი­ოს, ამი­ტომ გო­გო­ნამ უნდა მი­მარ­თოს უწყე­ბას იმ კუ­თხით, რომ მისი პი­რა­დი, პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ამის შემ­დგომ ისი­ნი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ. ად­ვო­კატს ეცო­დი­ნე­ბა ნი­უ­ან­სე­ბი, რო­გორ და­ა­წყე­ბი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბა. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ გო­გო­ნას პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და და ჯან­მრთე­ლო­ბა და­უ­ზი­ან­და, ეს უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტია“.

ვი­ნა­ი­დან მა­რი­ამ გრი­გა­ლაშ­ვი­ლის საქ­მე პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც შე­ი­ცავს (რაც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია), წე­სით, სა­მარ­თალ­დამ­ცველ უწყე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. AMBEBI.GE - მ ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ყო­ფი­ლე­ბას მი­მარ­თა იმის გა­სარ­კვე­ვად, რა სა­ხის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს უწყე­ბა­ში. დაგვპირ­დნენ, რომ მო­იკ­ვლევ­დნენ და გვაც­ნო­ბებ­დნენ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის პა­სუხს ამ დრომ­დე ვე­ლით. ვა­პი­რებთ ამ პრობ­ლე­მა­ზე კი­დევ არა­ერ­თი სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბას, ასე­ვე და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თუ გეგ­მავს სა­ხელ­მწი­ფო ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბას, ამ ყვე­ლაფ­რის მსხვერ­პლი შე­საძ­ლოა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გახ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
21

გააუქმე მერე ეგ ტიკ-ტოკი . ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, მაგალითად ამერიკაში

ანი
3

ტიკტოკს უნდა დაუკავშირდეს როგორმე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია: გოგონას "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ - "უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..."

კიბერ ბულინგის მსხვერპლი, 18 წლის მარიამის მძიმე ისტორია: გოგონას "ტიკტოკზე" ყალბი ექაუნთით უხამსი შინაარსის ვიდეოებს უვრცელებენ - "უდიდესი ტრავმა მივიღე, პანიკური შეტევა დამეწყო..."

სამი თვეა, რაც 18 წლის მარიამ გრიგალაშვილს "ტიკტოკზე" ღირსების შემლახავ ვიდეოებს უვრცელებენ, რასაც თან ერთვის სექსუალური შინაარსის ტექსტები და პირადი მონაცემების გასაჯაროება. ვიდრე გოგონა კიბერბულინგის შესახებ საჯაროდ დაიწყებდა ლაპარაკს, მანამდე (ვიდეოების გავრცელებისთანავე) პოლიციას მიმართა, სადაც უთხრეს, რომ განცხადების დაწერას აზრი არ ჰქონდა და მიზეზად მსგავსი საქმეების გამოძიების სირთულე დაუსახელეს. "ტიკტოკზე" ვიდეოების პარალელურად, მარიამის პერსონალური ინფორმაცია სექსუალური მომსახურების საიტზეც გავრცელდა. როგორც რესპოდენტი გვეუბნება, მან უკვე გადალახა საშინლად მძიმე, სტერსული პერიოდი და უნდა, რომ სხვა, ანალოგიური პრობლემის მქონე გოგონებისთვის (მათ შორის მსხვერპლი არასრულწლოვნებისთვის) მაგალითი გახდეს, არავინ გაჩუმდეს. მეორეს მხრივ, საგამოძიებო უწყებიდან ელის რეაგირებას და მისი მიზანია გაირკვეს, ვინ დგას ამ ე.წ. ფეიქ ექაუნთების უკან. ღირსების შემლახავ ვიდეოებს თან ახლავს უხამსი და შეურაცხმყოფელი კომენტარებიც, ხოლო ვიდეოების ნახვის მაქსიმალური მაჩვენებელი, როგორც გვეუბნება, 700-800 ათასს აღწევს. მარიამმა, რომელსაც არავის მხრიდან დახმარების იმედი არ აქვს, გადაწყვიტა იბრძოლოს და მოაგვაროს პრობლემა. ამ დღეებში ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურშიც შეიტანს განცხადებას.

მარიამ გრიგალაშვილი:

"ჩემი პირველი ვიდეო თებერვლის თვეში დაიდო "ტიკტოკზე", რასაც ისეთი საშინელი და სექსუალური შინაარსის ტექსტი ერთვოდა, ვერც გავიმეორებ. შინაარსით ჩვეულებრივი ვიდეო იყო, ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლების "ფეისბუქიდან" აღებული. ვიდეოს ქვეშ თანდათან ისეთი კომენტარები წამოვიდა, გადავირიე, მაშინვე წავედი პოლიციის განყოფილებაში. მცხეთის განყოფილებაში განცხადება არ დამიწერია, რადგან მითხრეს, არაფერი გამოვა, აზრი არ აქვს, რადგან პირად მონაცემებში არ იყო შეღწევა, ეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულად არ კვალიფიცირდებაო. ისიც მითხრეს, პოლიციაში ბევრი მსგავსი შემთხვევა და შემოსული განცხადებააო. ხელმეორედ პოლიციაში 27 თებერვალს მივედი და განცხადება დავწერე, მაშინ, როცა ვიდეოების სიხშირემ მოიმატა, ჩემი პირადი ვიდეოები გავრცელდა და ჩემს მშობლებსაც მისწვდნენ. თავდაპირველად პოლიციისგან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, ახლა ველოდები პასუხს და იმედი მაქვს, ყველაფერი გაირკვევა. ყველაფერი - ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ანგარიშით ვრცელდება, თუმცა მაქვს ეჭვი, ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს ადამიანი გარკვეულ მინიშნებებს მაძლევს. ვიდეოების დადება გრძელდება, გუშინაც დაიდო და მათი ნახვები 700-800 ათასამდე ავიდა. უხამსი სათაურების გარდა, საშინელი კომენტარები იწერება, რაც კიდევ უფრო განგრევს ადამიანს, ფსიქიკას გირყევს. აღდგომის წინა დღეს დადეს ერთი ვიდეო და კომენტარებში ამომწყვიტა ხალხმა, ისე მწყევლიდნენ და მლანძღავდნენ...

ეს არის ჩვეულებრივი ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც შეიძლება ხუმრობით გადაიღო, ან თუ თავი მოგწონს და ფიქრობ, რომ ლამაზად გამოიყურები, გადაიღებ და შენს გვერდზე დადებ. ის ადამიანი ამ შენს ფოტოს და ვიდეოს სულ სხვა დატვირთვას აძლევს, სულაც გამომწვევი რომ არ იყო. ის ვიღაც მარტო ჩემს გვერდზე რომ შესულიყო, ვიფიქრებდი, უბრალო ადამიანია, პოპულარობის მოპოვება სურს-მეთქი, მაგრამ როცა ჩემი მშობლების ფოტოები გამოიყენა დამამცირებელ კონტექსტში, მანდ მივხვდი, რომ პირადად მე მერჩოდა. გამოძიებას მივაწოდე ყველანაირი ინფორმაცია და ახლა პასუხს ველოდები.

იმდენი გაბედეს, რომ 3 მარტს ჩემი ფოტო და მობილურის ნომერი, ანუ პერსონალური ინფორმაცია სექსუალური მომსახურების საიტზეც გაავრცელეს. ღამის 1-2 საათი იქნებოდა, როცა ვიღაცამ დამირეკა და მეუბნება, რომ ამა და ამ საიტზე ჩემი პირადი ინფორმაცია იდო და რომ თურმე ადამიანებს ერთღამიან ურთიერთობას ვთავაზობდი. ამ საიტის შესახებ არაფერი ვიცოდი, ჩემს ნომერსაც არავის ვაძლევ და გამოდის, გამავრცელებელს ჩემს ნომერზე წვდომა ჰქონდა. 1 წუთში დაახლოებით 15 ადამიანმა დამირეკა, მომდიოდა მესიჯები "ვაიბერში", "ტელეგრამში" - მეკითხებოდნენ, ფულს ვიღებდი თუ არა, რამდენს და ა.შ. უდიდესი ტრავმა მივიღე, იმ საღამოს პანიკური შეტევა დამეწყო, ვეღარ ამოვისუნთქე...

ისევ წავედი პოლიციაში და მშობლებთან ერთად შევიტანე განცხადება, მთელი გულით ვთხოვდი გაერკვიათ, ვინ მერჩოდა, ეს ხომ ქართული საიტი მაინცაა და პირადი ღირსების შებღალვასთან გვქონდა საქმე. რაც პოლიციაში წავედი, იმ დღის მერე არავინ დამკავშირებია, ჩემი ნომერი იმ საიტზე აღარ ფიქსირდება.

ვიდეოებს რაც შეეხება, დღემდე ვრცელდება, ავტორი მეძავად მომიხსენიებს და მასზე საშინელ სათაურებს აწერს. აი, ახლაც, 40 წუთის წინ დადო ახალი ვიდეო. ეჭვი მაქვს, გოგონაა და ვხვდები კიდეც, ვინაა, მაგრამ სანამ არ მექნება ამის დამამტკიცებელი საბუთი, ხელს არ დავადებ. ამ ყალბი ანგარიშის შემქმნელსაც მივწერე, მქონდა საუბარი და ვუთხარი, წაეშალა ვიდეოები. მითხრა, ტყუილად ცდილობ, არ წავშლი, ჩემგან უარესებს ელოდეო.

სამწუხაროა, რომ არანაირი კანონმდებლობა არ გიცავს, გარღვევაა ამ თემაში. ვისაც მყარი ფსიქიკა არ აქვს, ხომ შეიძლება ფატალურად დასრულდეს ეს ბინძური "თამაში“? შეიძლება ითქვას, შევეგუე იმას, რომ არავინ მეხმარება და მაქსიმალურად ვცდილობ, რაღაცას ჩავეჭიდო, თვითონ ვიბრძოლო. ვიდეოებს მაინც ყველა ნახულობს და ჩემი საჯაროდ გამოჩენის ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ჩემი მხრიდან მაინც შევწყვიტო ეს დამცირება. როცა კანონი არ მიცავს, ვერსაიდან ვერანაირ დახმარებას ვიღებ, ვცდილობ, თვითონ გავაკეთო რამე და ვუშველო ჩემს თავს. მაინც რაღაცის იმედი მაქვს... პოლიციის მერე ადვოკატიც ავიყვანე. "საფარიც“ გვერდით მიდგას, მშობლებიც და ახლა მგონია, რომ მართლა არის რაღაცის შანსი.

მტერსაც არ ვუსურვებ მსგავს რაღაცას. რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანია ჩემსავით სექსუალური ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის - არასრულწლოვნები. ბევრი მათგანი გამომეხმაურა, მწერდნენ, მსგავსი ჩვენც გადავიტანეთო. მე უკვე სრულწლოვანი ვარ და 15 და 12 წლის ბავშვებსაც რომ იმავეს უკეთებენ, ხომ შეიძლება ფატალური შედეგებიც მივიღოთ, ბევრის ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ ვფიქრობ, კანონი უნდა გვიცავდეს. პირველად, ტელევიზიაში როცა მივედი, შემომთავაზეს ანონიმურად მესაუბრა, მაგრამ მინდოდა, საჯაროდ მელაპარაკა და ანალოგიური პრობლემის მქონე გოგონებისთვის მაგალითი მიმეცა, არავის უნდა შეეშინდეს ხმის ამოღების, არ უნდა დამალონ. მე ახლა ერთი ვარ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დახმარებას არსაიდან ელის, რაც საშინელებაა. მე გავიარე და გადავიტანე ეს ყველაფერი, გავმაგრდი და ვიცი, აღარ მექნება პანიკური შეტევები, აღარ გავბრაზდები, რადგან ამით ვერაფერს ვშველი. მაგრამ მოზარდებს, ბავშვებს, ვისი ფსიქიკაც ჯერ ჩამოუყალიბებელია, ვინ იცის, რა დაემართებათ, რა ბედი ეწევათ? მეგონა, ბოროტმოქმედი დაიღლებოდა, ოდესმე შეჩერდებოდა, თუმცა როცა ქვეყანამ გაიგო, პოლიციასაც მივმართე, მაინც არ ჩერდება, რადგან იცის, რომ სახელმწიფო მაინც ვერ დამეხმარება“.

როგორც ადვოკატი ლექსო კობაიძე გვეუბნება, ყალბი ანგარიშების გამოყენება სოცქსელებში, ქმედება, რომელიც ძალადობისა და მუქარის ნიშნებს არ შეიცავს, დასჯადი არ არის, თუმცა პერსონალური მონაცემების გავრცელება გამოძიების საკითხია.

"მსგავსი ქმედება თუ მუქარას და ძალადობას არ შეიცავს, სს სამართლით დასჯადი არ არის, თუმცა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ან ფოტოების გავრცელება, ვფიქრობ, გამოსაძიებელი საკითხია იმიტომ, რომ გასარკვევია, რა დონის ვიდეოა გავრცელებული - შესაძლოა, ამ ვიდეოთი პირადი ინფორმაცია იყოს გავრცელებული და ეს უკვე დასჯადი ქმედებაა, გამოძიება უნდა დაიწყოს და ამ კუთხით წავიდეს. გოგონა თუ მიმართავს განცხადებით, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, აუდიო, ან ფოტო მასალა გავრცელდა, ვალდებულები არიან გამოძიება დაიწყოს 365-ე მუხლით. კოდექსში არ არის ასეთი რეგულაცია - მე რომ ავიღო ვინმეს ფოტო, მადისკრედიტირებელი ტექსტი დავურთო და სოცქსელში გავავრცელო, ამის გამო არავინ დამსჯის. რომც იჩივლო, გამოძიება არ დაიწყება მის მიმართ, ვინც ამოფარებულია ფეიკექაუნთებს. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა მოქნილი არ არის. ასეთი შემთხვევა თუ არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, მუქარას (რაც უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი), შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ხდება. კანონმდებლობაში სპეციალური, კონკრეტული მუხლები არ არსებობს, ამიტომ სამართალდამცველები არანაირ ინიციატივას არ იჩენენ, ამასთან, მარიამის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ფაქტები შესაძლოა მათ არასაკმარისად მიიჩნიონ. გამოძიებას არ აქვს ბერკეტი, რაიმე ფორმით ჩაერიოს, ამიტომ გოგონამ უნდა მიმართოს უწყებას იმ კუთხით, რომ მისი პირადი, პერსონალური ინფორმაციაა გავრცელებული, ამის შემდგომ ისინი ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ. ადვოკატს ეცოდინება ნიუანსები, როგორ დააწყებინოს გამოძიება. ის გარემოება, რომ გოგონას პანიკური შეტევები ჰქონდა და ჯანმრთელობა დაუზიანდა, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია“.

ვინაიდან მარიამ გრიგალაშვილის საქმე პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებასაც შეიცავს (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია), წესით, სამართალდამცველ უწყებაში გამოძიება უნდა დაწყებულიყო. AMBEBI.GE - მ ძველი თბილისის განყოფილებას მიმართა იმის გასარკვევად, რა სახის სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს უწყებაში. დაგვპირდნენ, რომ მოიკვლევდნენ და გვაცნობებდნენ, თუმცა სამართალდამცველების პასუხს ამ დრომდე ველით. ვაპირებთ ამ პრობლემაზე კიდევ არაერთი სტატიის მომზადებას, ასევე დავინტერესდებით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ თუ გეგმავს სახელმწიფო ზომების გამკაცრებას, ამ ყველაფრის მსხვერპლი შესაძლოა, თითოეული ჩვენგანი გახდეს.