მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ - "დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია"
რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ - "დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია"

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი არ­ჩილ მარ­შა­ნია ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რატ ვო­სო­რი­ტიდ­ზე, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­საც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი მთავ­რო­ბას სთხო­ვენ.

"ეფექ­ტუ­რია თუ არა წა­მა­ლი?

დიახ, წა­მა­ლი უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია. ამ მე­დი­კა­მენ­ტმა ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვა­ში აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვე­ბის ზრდის ხელ­შე­წყო­ბა პლა­ცე­ბოს ჯგუფ­თან შე­და­რე­ბით 1,57სმ-ა წე­ლი­წად­ში. კვლე­ვე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ორმა სა­ა­გენ­ტომ, ამე­რი­კის კვე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა დმი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) და ევ­რო­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ (EMA) ვო­სო­რი­ტიდს მი­ა­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ის არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი, მისი სარ­გე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა პო­ტენ­ცი­ურ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს.

აქვს თუ არა მე­დი­კა­მენტს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი?

აქვს, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტს. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ვი­ცით, რომ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი და არც ერთი მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი ან სე­რი­ო­ზუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა.

რა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტის გარ­შე­მო?

კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რჩე­ბა ის, რომ ასე­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, პოსტმარ­კე­ტინ­გუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბი­სას გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ეს და­დე­ბი­თი ეფექ­ტი პუ­ბერ­ტულ ზრდა­ში, აქონ­დროპ­ლა­ზი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ში, სხე­უ­ლის სეგ­მენ­ტურ პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბა­ზე, ზრდის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლოო სი­მაღ­ლე­ზე და ა.შ. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მო­ლო­დი­ნი ამ ეტაპ­ზე არც თე­ო­რი­უ­ლად და არც პრაქ­ტი­კუ­ლად არ არის.

რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა თუ აფი­ნან­სებს ამ წა­მალს?

დიახ აფი­ნან­სებს. ზო­გა­დად რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში მა­სი­უ­რად მო­ი­ძებ­ნე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც ასეთ ძვი­რა­დღი­რე­ბულ მე­დი­კა­მენტს სა­კუ­თა­რი ჯი­ბით და­ა­ფი­ნან­სებს.შე­სა­ბა­მი­სად და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ან სა­ხელ­მწი­ფო და­ზღვე­ვის მიერ ან კერ­ძო და­ზღვე­ვის მიერ ან კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად.მა­გა­ლი­თად საფ­რან­გეთ­ში ის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და მთელ ხარ­ჯებს იღებს სა­ხელ­მწი­ფო + ნა­წილს კერ­ძო და­ზღვე­ვა ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო ფონ­დი.მე­ტიც, საფ­რან­გეთ­მა თა­ვად მი­ა­ნი­ჭა გა­და­უ­დე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია FDA და EMA-ს დას­კვნა­მე­დე რომ აქონ­დროპ­ლა­ზი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს მალე ქო­ნო­დათ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ამ მე­დი­კა­მენტზე.

ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე?

ეს შე­კი­თხვა ზო­გა­დად უში­ნა­არ­სოა და ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, იმ­დე­ნად რამ­დე­ნა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას არ ახ­სოვს ვინ­მე იყოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე ან მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ­სე­ბუ­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ მე­დი­კა­მენტზე თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა აუხ­სნას პა­ცი­ენტს რა ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს ამ მე­დი­კა­მენ­ტსა თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ზე, რა სა­ვა­რა­უ­დო სარ­გე­ბე­ლი და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი პა­ცი­ენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი.ეს პრო­ცე­აი ერთი და იგი­ვეა ანალ­გინ­ზეც, ვო­სო­რი­ტიდ­ზეც, კბი­ლის ამო­ღე­ბა­ზეც და ში­ლა­ქის გა­კე­თე­ბა­ზეც.არ­სად გა­რან­ტია არა­ფერ­ში არ არ­სე­ბობს და თუ ვინ­მე რა­ი­მე სა­ხის გა­რან­ტი­ას გას­ცემს ან იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ე.ი ის ვი­ღაც შარ­ლა­ტა­ნია ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი და/ან აქვს ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის ინ­ტე­რე­სი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით არ არ­სე­ბობს არც ერთი მი­ზე­ზი იმის­თვის რომ ჩავ­თვა­ლოთ თით­ქოს რის­კი მეტი აქვს ამ მე­დი­კა­მენტს ვიდ­რე სარ­გე­ბე­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.

ცნო­ბის­თვის, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, პარ­ლა­მენ­ტთან იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ. მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაა სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სოს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი.

  • ცნო­ბის­თვის, აქონ­დროპ­ლა­ზია იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე­ში ზრდის შე­ფერ­ხე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს აქვთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად ზრდა­ში შე­ფერ­ხე­ბი­სა.

პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად ინექ­ცი­უ­რად უნდა მი­ი­ღონ, ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს. მისი ფასი 10 ინექ­ცი­ის­თვის 10 ათას აშშ დო­ლარს აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლოს მშო­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს თან­ხა, უბ­რა­ლოდ, ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოშკა!!
14

ის კი არა არის პროფესიონალიზმი რომ ამტკიცებ აშშ-მ და ევროპის ფარმაციის "ბოსებმა" აღიარეს და ამიტომ არის უსაფრთხო, შენ მეცნიერულად ახსენი რატომ არის უსაფრთხო, თუ არა და ჩაკვდი რა!!!!

მარიამი
13

საკუთარ თავზე გამოცადე? საიდან ასეთი თავდაჯერებულობა. ჯერ ყველა ეტაპი უნდა გაიაროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ - "დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია"

რას წერს ექიმი არჩილ მარშანია პრეპარატზე, რომლის შემოტანასაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები ითხოვენ - "დიახ, უსაფრთხო და ეფექტურია"

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი დახმარების ინსტრუქტორი არჩილ მარშანია ვრცელ პოსტს ავრცელებს აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატ ვოსორიტიდზე, რომლის დაფინანსებასაც უკვე რამდენიმე კვირაა დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობას სთხოვენ.

"ეფექტურია თუ არა წამალი?

დიახ, წამალი უსაფრთხო და ეფექტურია. ამ მედიკამენტმა ჩატარებულ კვლევაში აჩვენა, რომ ბავშვების ზრდის ხელშეწყობა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 1,57სმ-ა წელიწადში. კვლევების შესწავლის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა ორმა სააგენტომ, ამერიკის კვებისა და მედიკამენტებისა დმინისტრაციამ (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ვოსორიტიდს მიანიჭა ავტორიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არის უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი, მისი სარგებელი გაცილებით აღემატება პოტენციურ გვერდით მოვლენებს.

აქვს თუ არა მედიკამენტს გვერდითი მოვლენები?

აქვს, ისევე როგორც ყველა სხვა ნებისმიერ მედიკამენტს. თუმცა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ვიცით, რომ გვერდითი მოვლენების აბსოლუტური უმრავლესობა იყო მსუბუქი და არც ერთი მწვავე ალერგიული ან სერიოზული გვერდითი მოვლენა არ განვითარებულა.

რა კითხვის ნიშნები არსებობს მედიკამენტის გარშემო?

კითხვის ნიშნები რჩება ის, რომ ასეთი დადებითი შედეგის ჩვენების შემდეგ, პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას გაგრძელდება თუ არა ეს დადებითი ეფექტი პუბერტულ ზრდაში, აქონდროპლაზიის გართულებების პრევენციაში, სხეულის სეგმენტურ პროპორციულობაზე, ზრდის დასრულების შემდეგ საბოლოო სიმაღლეზე და ა.შ. რაიმე განსაკუთრებული ნეგატიური მოვლენების მოლოდინი ამ ეტაპზე არც თეორიულად და არც პრაქტიკულად არ არის.

რომელიმე ქვეყანა თუ აფინანსებს ამ წამალს?

დიახ აფინანსებს. ზოგადად რთულად წარმოსადგენია რომ რომელიმე ქვეყანაში მასიურად მოიძებნებოდეს ადამიანები რომლებიც ასეთ ძვირადღირებულ მედიკამენტს საკუთარი ჯიბით დააფინანსებს.შესაბამისად დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფო დაზღვევის მიერ ან კერძო დაზღვევის მიერ ან კომბინირებულად.მაგალითად საფრანგეთში ის ხელმისაწვდომია და მთელ ხარჯებს იღებს სახელმწიფო + ნაწილს კერძო დაზღვევა ან სპეციალური სახელმწიფო ფონდი.მეტიც, საფრანგეთმა თავად მიანიჭა გადაუდებელი ავტორიზაცია FDA და EMA-ს დასკვნამედე რომ აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვებს მალე ქონოდათ ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტზე.

ვინ არის პასუხისმგებელი მედიკამენტის გვერდით მოვლენებზე?

ეს შეკითხვა ზოგადად უშინაარსოა და ემსახურება ადამიანების შეცდომაში შეყვანას, იმდენად რამდენადაც თანამედროვე მედიცინას არ ახსოვს ვინმე იყოს პასუხისმგებელი გვერდით მოვლენებზე ან მკურნალობის ჩატარებაზე თუ ეს ყველაფერი არსებული გაიდლაინების და რეკომენდაციებით ხდება. ნებისმიერ მედიკამენტზე თუ მანიპულაციაზე, ექიმის პასუხისმგებლობაა აუხსნას პაციენტს რა ინფორმაცია არსებობს ამ მედიკამენტსა თუ მანიპულაციაზე, რა სავარაუდო სარგებელი და გვერდითი მოვლენა არის დაფიქსირებული, შემდეგ კი პაციენტი იღებს გადაწყვეტილებას გაითვალისწინოს თუ არა ეს ყველაფერი.ეს პროცეაი ერთი და იგივეა ანალგინზეც, ვოსორიტიდზეც, კბილის ამოღებაზეც და შილაქის გაკეთებაზეც.არსად გარანტია არაფერში არ არსებობს და თუ ვინმე რაიმე სახის გარანტიას გასცემს ან იღებს პასუხისმგებლობას ე.ი ის ვიღაც შარლატანია ან არაკომპეტენტური და/ან აქვს ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი. დღევანდელი მონაცემებით არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისთვის რომ ჩავთვალოთ თითქოს რისკი მეტი აქვს ამ მედიკამენტს ვიდრე სარგებელი. ჯანმრთელობას გისურვებთ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტთან იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პერიოდულად აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მშობლების მოთხოვნაა სახელმწიფომ დააფინანსოს აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი.

  • ცნობისთვის, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა ყოველდღიურად ინექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს. მისი ფასი 10 ინექციისთვის 10 ათას აშშ დოლარს აღწევს. საქართველოს მშობელთა უმეტესობისთვის ეს თანხა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია.