საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მიყვარდა, მაგრამ თურმე მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ" - ლენუკა ყიფშიძე დაკარგულ სიყვარულსა და მძიმე პერიოდზე
"ძალიან მიყვარდა, მაგრამ თურმე მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ" - ლენუკა ყიფშიძე დაკარგულ სიყვარულსა და მძიმე პერიოდზე

ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" სტუმ­რად მყოფ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ მის ცხოვ­რე­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბულ­მა ქორ­წი­ნე­ბა­ზე იმი­ტომ თქვა უარი, რომ ქალი გა­ნა­თხო­ვა­რი იყო და შვი­ლი ჰყავ­და. მისი თქმით, საქმროს მშობ­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს.

ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე:

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მია მყავ­და, მაგ­რამ სახ­ლში იმ­დე­ნი მა­მა­კა­ცი ცხოვ­რობს, მამა, ძმა, ხი­ლი­ან­ზე ძმე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ. დე­დაც ასე­თია, მა­მა­მისს ჰგავს, ტყა­ვებ­ში და „ბა­ი­კით“ და­დი­ო­და, „ხუ­ლი­გან­კა“ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. ჩემი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს რომ შევ­ხვდი, ის ჩემ­ზე ათი წლით დიდი იყო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო, ის ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი. და­ო­ჯა­ხე­ბას ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ მოხ­და ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი რამ. თურ­მე მშობ­ლე­ბი არ მი­მი­ღებ­დნენ, რად­გან მე გა­ნა­თხო­ვა­რი და შვი­ლი­ა­ნი ვარ. მანდ უკვე აღარც სიყ­ვა­რუ­ლი მინ­დო­და და არც არა­ფე­რი. თუ მა­მა­კაცს უყ­ვარ­ხარ, შენი შვი­ლიც რა­მეს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს მის­თვის. ასე­თი ცუდი პე­რი­ო­დი მე არ მახ­სენ­დე­ბა. ჩემი მე­გობ­რე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში.

მის მშობ­ლებს არ ვიც­ნობ­დი, ალ­ბათ არც ჰქონ­დათ ჩემი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლი. სე­რი­ო­ზუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მერე აღარ მქო­ნია. ამ ბი­ჭთან ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან ცუდ პე­რი­ოდ­ში დამ­თავ­რდა, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ მე და დე­დას ანევ­რიზ­მა გვქონ­და. მივ­ხვდი, რომ ამა­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა აღარ ღირ­და, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2014 წელს, ლე­ნუ­კას და დე­და­მის ანევ­რიზ­მის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ოპე­რა­ცია თურ­ქეთ­ში გა­უ­კე­თეს. ზურა ყიფ­ში­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟურ­ნალ „რე­ი­ტინგთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ამ დი­აგ­ნო­ზის ყო­ველ­თვის ეში­ნო­და.

- არც მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რო­გორ გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს ზურა. გი­ორ­გი არ იმ­ჩნევ­და, სულ ჩუ­მად იყო. თა­ვი­დან მეც გა­მი­ჭირ­და, დე­და­ჩე­მის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ამ და­ა­ვა­დე­ბის მე­ში­ნო­და. ხში­რად მეს­მო­და, რომ ანევ­რიზ­მით გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი, დიდი, ჩემი ბევ­რი ნაც­ნო­ბი და სულ მე­ში­ნო­და. ეტყო­ბა, ადა­მი­ა­ნი მარ­თლაც იზი­დავს იმას, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია. ძა­ლი­ან და­მიდ­გნენ მე­გობ­რე­ბი გვერ­დში. მა­შინ­დე­ლი ერთი დღე ერთ თვედ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დის გა­დაგ­ვი­რი­ცხავ­დნენ ფულს და რო­დის შევ­ძლებ­დით ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას. იმ დროს გავძლი­ერ­დი. პრობ­ლე­მა ადა­მი­ანს მარ­თლაც აძ­ლი­ე­რებს. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჩემი ნაც­ნო­ბის სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, სწო­რედ ამ დი­აგ­ნო­ზით.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ააა-ს
0

ააააა გასაგებია ალბატ ფული ბიძინამ ჩაურიცხა ახლა ყველფრი თავის ადგილზე დადგა. ძალიან უხეხულია ასეთი "ცარიცხვები" რომ დიდ საქმედ ეთვლება. მასე აბა იკითხეთ ახალაია როგორ ეხმარებოდა ყველა მის თანამშრომელს და რა ყურადღბიანი იყო,, ამის გამო ხმა მომცით ხმა მოეცითო არ გადამაყენოთო კი არ უნდა მოსთქვავდე.. გამოვსწორდებიო. ზურას არ უნდა ჭირდებოდეს ფულის გადარიცხვა აი ასეთი ქვეყნის აშენებას გვპირდებოდა ეს ქველმოქმედი. დიახ და შეგვრჩა ხვიშტი.

ჩამორჩენილი
0

ეე ელენე ეგ არ არის შენი ნაკლი .. შვილი მხოლოდ პრიმიტიული კაცისათვის იქნება ( ეს ჯო რომ რაღაცას ბოდიალობს) პრობლემა ან შესაძლოა დიდი პასუხისმგებლობის მქონეც იყოს და იცოდეს რა , რომ ბავშვს ვერაფერს გაუკეთბს თავი შეიკავოს , თუმცა ეს უკვე ძალიან იშვიათია. რაც შეეხება ლენას ჩემთვის ის ქალის გარდა ყელაფერია მე პირადად "ხულიგანკა " და ეგრეთ წოდებულ " ვაჟკაცურ" ქალებს ვერნაირად ვერ მოვიწონებ. ჩამორჩენილი ვარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ძალიან მიყვარდა, მაგრამ თურმე მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ" - ლენუკა ყიფშიძე დაკარგულ სიყვარულსა და მძიმე პერიოდზე

"ძალიან მიყვარდა, მაგრამ თურმე მისი მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან განათხოვარი და შვილიანი ვარ" - ლენუკა ყიფშიძე დაკარგულ სიყვარულსა და მძიმე პერიოდზე

ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტში" სტუმრად მყოფმა ლენუკა ყიფშიძემ მის ცხოვრებაში უსიამოვნო ფაქტზე ისაუბრა, როდესაც შეყვარებულმა ქორწინებაზე იმიტომ თქვა უარი, რომ ქალი განათხოვარი იყო და შვილი ჰყავდა. მისი თქმით, საქმროს მშობლებმა დაიწუნეს.

ლენუკა ყიფშიძე:

- თაყვანისმცემლების არმია მყავდა, მაგრამ სახლში იმდენი მამაკაცი ცხოვრობს, მამა, ძმა, ხილიანზე ძმებივით გავიზარდეთ. დედაც ასეთია, მამამისს ჰგავს, ტყავებში და „ბაიკით“ დადიოდა, „ხულიგანკა“ იყო ჩვეულებრივი. ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს რომ შევხვდი, ის ჩემზე ათი წლით დიდი იყო, ძალიან მიყვარდა და ნამდვილი სიყვარული იყო, ის ერთადერთი ადამიანი. დაოჯახებას ვაპირებდით, მაგრამ მოხდა ჩემთვის მიუღებელი რამ. თურმე მშობლები არ მიმიღებდნენ, რადგან მე განათხოვარი და შვილიანი ვარ. მანდ უკვე აღარც სიყვარული მინდოდა და არც არაფერი. თუ მამაკაცს უყვარხარ, შენი შვილიც რამეს უნდა წარმოადგენდეს მისთვის. ასეთი ცუდი პერიოდი მე არ მახსენდება. ჩემი მეგობრები ძალიან დამეხმარნენ მდგომარეობიდან გამოსვლაში.

მის მშობლებს არ ვიცნობდი, ალბათ არც ჰქონდათ ჩემი გაცნობის სურვილი. სერიოზული სიყვარული მერე აღარ მქონია. ამ ბიჭთან ამბები ძალიან ცუდ პერიოდში დამთავრდა, როდესაც გავიგე, რომ მე და დედას ანევრიზმა გვქონდა. მივხვდი, რომ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირდა, რადგან ჯანმრთელობის საკითხი დადგა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ლენუკას და დედამის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაცია თურქეთში გაუკეთეს. ზურა ყიფშიძის ერთადერთი ქალიშვილი ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ ამ დიაგნოზის ყოველთვის ეშინოდა.

- არც მინდა გავიხსენო, როგორ განიცდიდა ამ ამბავს ზურა. გიორგი არ იმჩნევდა, სულ ჩუმად იყო. თავიდან მეც გამიჭირდა, დედაჩემის ამბავი რომ გავიგე, დიდი სტრესი მივიღე. მთელი ცხოვრება სწორედ ამ დაავადების მეშინოდა. ხშირად მესმოდა, რომ ანევრიზმით გარდაიცვალა ბავშვი, დიდი, ჩემი ბევრი ნაცნობი და სულ მეშინოდა. ეტყობა, ადამიანი მართლაც იზიდავს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ძალიან დამიდგნენ მეგობრები გვერდში. მაშინდელი ერთი დღე ერთ თვედ მეჩვენებოდა. ველოდებოდით, როდის გადაგვირიცხავდნენ ფულს და როდის შევძლებდით ოპერაციის გაკეთებას. იმ დროს გავძლიერდი. პრობლემა ადამიანს მართლაც აძლიერებს. ოპერაციის შემდეგ კიდევ რამდენიმე ჩემი ნაცნობის სიკვდილის ამბავი გავიგე, სწორედ ამ დიაგნოზით.

ნახეთ ასევე: