სამხედრო
პოლიტიკა
Faceამბები

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას...
30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას...

უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ტრი­ე­რი­შებ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­დას­ვლის შე­სა­ხებ უკვე მე­ო­რე თვეა, ლა­პა­რა­კი არ წყდე­ბა, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ ბახ­მუ­ტში და უგ­ლე­დარ­თან თუ მიმ­დი­ნა­რე­ობს და იქაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ თავს იცა­ვენ...

რა აფერ­ხებს უკ­რა­ი­ნის არ­მი­ას ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­ტე­ვე­ბის და­სა­წყე­ბად, რა­მაც მათ გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ხარ­კო­ვი­სა და ხერ­სო­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა?

ფრონ­ტის ხაზ­ზე, სა­დაც თვე­ო­ბით პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რუს ოკუ­პან­ტებს საკ­მაო დრო ჰქონ­დათ თავ­დაც­ვი­თი სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ნა­გე­ბო­ბე­ბის აღ­სა­მარ­თა­ვად, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­ტე­ვის წა­მო­წყე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან ერ­თდრო­უ­ლად უნდა და­ი­წყოს, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ თა­ვი­დან­ვე ვერ გა­მო­იც­ნოს მთა­ვა­რი შე­ტე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა.

ამის­თვის კი სა­ჭი­როა, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ჯავ­შან­ტექ­ნი­კის ჯგუ­ფე­ბის აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის­თვი­საც მათ სა­მა­ნევ­რო სივ­რცე სჭირ­დე­ბათ ანუ მარ­ტო ას­ფალ­ტი­რე­ბუ­ლი გზატ­კე­ცი­ლე­ბის გა­ყო­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბულ შე­ტე­ვას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, სა­ჭი­როა ამ ჯავ­შან­ჯგუ­ფე­ბის გაშ­ლა ღია სივ­რცე­ში, მინ­დვ­რებ­ში, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის არ­ტი­ლე­რი­ი­სა და ავი­ა­ცი­ის­თვის ერ­თად შეჯ­გუ­ფულ და ად­ვი­ლად და­სა­ზი­ა­ნე­ბელ სა­მიზ­ნედ არ იქ­ცნენ.

უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ და სამ­ხრეთ ნა­წილ­ში არა­ვინ უჩი­ვის მინ­დვ­რე­ბი­სა და სტე­პე­ბის სიმ­ცი­რეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სწო­რედ ნი­ა­და­გის მდგო­მა­რე­ო­ბაა - წვი­მე­ბის სე­ზო­ნის შემ­დეგ თუ რამ­დე­ნად გა­მომშრა­ლია ნი­ა­და­გი, რომ მან გა­უძ­ლოს 41-ტო­ნი­ან უკ­რა­ი­ნულ "ტ-64“-ებს და მით უმე­ტეს - 60-ტო­ნი­ან გერ­მა­ნულ "ლე­ო­პარ­დებს", რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ ბორ­ბლე­ბი­ან ჯავ­შან­ტექ­ნი­კა­ზე, რომ­ლის გა­მავ­ლო­ბა ბევ­რად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მუხ­ლუ­ხე­ბი­ა­ნი ტან­კე­ბი­სა და ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბის გა­მავ­ლო­ბას ტა­ლახ­ში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას...

30 სმ - ის, რაც აფერხებს უკრაინის არმიის კონტრიერიშზე გადასვლას...

უკრაინის არმიის ფართომასშტაბიან კონტრიერიშებზე მოსალოდნელი გადასვლის შესახებ უკვე მეორე თვეა, ლაპარაკი არ წყდება, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები ჯერჯერობით ისევ ბახმუტში და უგლედართან თუ მიმდინარეობს და იქაც უკრაინელები ძირითადად მხოლოდ თავს იცავენ...

რა აფერხებს უკრაინის არმიას ისეთივე წარმატებული შეტევების დასაწყებად, რამაც მათ გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვისა და ხერსონის ოკუპირებული რაიონების სწრაფად გათავისუფლების საშუალება მისცა?

ფრონტის ხაზზე, სადაც თვეობით პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა და რუს ოკუპანტებს საკმაო დრო ჰქონდათ თავდაცვითი საფორტიფიკაციო ნაგებობების აღსამართავად, ფართომასშტაბიანი შეტევის წამოწყება უკრაინელებისთვის ძალიან რთული იქნება და სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად უნდა დაიწყოს, რომ მოწინააღმდეგემ თავიდანვე ვერ გამოიცნოს მთავარი შეტევის მიმართულება.

ამისთვის კი საჭიროა, უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკის ჯგუფების აქტიური მოქმედებები, რისთვისაც მათ სამანევრო სივრცე სჭირდებათ ანუ მარტო ასფალტირებული გზატკეცილების გაყოლებით წარმატებულ შეტევას ვერ განახორციელებენ, საჭიროა ამ ჯავშანჯგუფების გაშლა ღია სივრცეში, მინდვრებში, რომ მოწინააღმდეგის არტილერიისა და ავიაციისთვის ერთად შეჯგუფულ და ადვილად დასაზიანებელ სამიზნედ არ იქცნენ.

უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში არავინ უჩივის მინდვრებისა და სტეპების სიმცირეს, მაგრამ მთავარი პრობლემა სწორედ ნიადაგის მდგომარეობაა - წვიმების სეზონის შემდეგ თუ რამდენად გამომშრალია ნიადაგი, რომ მან გაუძლოს 41-ტონიან უკრაინულ "ტ-64“-ებს და მით უმეტეს - 60-ტონიან გერმანულ "ლეოპარდებს", რომ აღარაფერი ვთქვათ ბორბლებიან ჯავშანტექნიკაზე, რომლის გამავლობა ბევრად ჩამოუვარდება მუხლუხებიანი ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გამავლობას ტალახში. გააგრძელეთ კითხვა