იაპონიის შუალედური საპარლამენტო არჩევნები სურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. იაპონიის პარლამენტის უმრავლესობას 50-70 წლამდე ასაკის პოლიტიკოსები შეადგენენ, თუმცა ამ არჩევნების შემდეგ პარლამენტში გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებიც შევლენ, რასაც ქვეყნის მოსახლეობა პოზიტიურად ხვდება.
და მხოლოდ ეს არ არის:
მან ჰარვარდის უნივერსიტეტი შარშან დაამთავრა და გარემოს ინჟინერიის ბაკალავრია. "ახალგაზრდა რადგან ვარ, მგონია, მოსახლეობა ჩემთან თავს უფრო ახლოს იგრძნობს. პოლიტიკაში გამოცდილება არ მაქვს, ამიტომ რასაც ვერ გავიგებ, უნდა გავიკითხო, ბევრი რამ ვისწავლო და ჩემეული ხედვით შევხედო",- უთხრა ტაკაშიმამ რეპორტიორებს.
აქამდე იაპონიაში ყველაზე ახალგაზრდა მერი კოტარო შიშიდა იყო, რომელიც თანამდებობაზე 27 წლის ასაკში, 1994 წელს აირჩიეს.
ტაკაშიმას კამპანია შეეხებოდა მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას, მეტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის და პარკების შექმნას, ასევე განათლების რეფორმებს, ბავშვებზე ზრუნვას და ახალგაზრდების ჯანდაცვის რეფორმებს. ის ქალაქ აშიას მერად მუშაობას პირველ მაისს დაიწყებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა იაპონიის პოლიტიკაში 26 წლის იუთუბერი, შინია. მან "ჰირაცუკას იუთუბერი შინ"-ის სახელით წამოიწყო კამპანია, რათა ჰირაცუკას საქალაქო საბჭოში მოხვედრილიყო. მან არჩევნებში გაიმარჯვა. შინს პოკემონების მაღაზიაც აქვს, თუმცა ცნობილი თავისი Youtube არხით გახდა, სადაც ვიდეოებს ადგილობრივ მაღაზიებსა და ქალაქურ ღონისძიებებზე იღებს. სწორედ ამ ვიდეოების გადაღების პროცესში შეიტყო მან ადგილობრივი მოსახლეობის გასაჭირი და ჩივილები, რამაც შემდგომ უბიძგა, ქალაქის საბჭოში ეყარა კენჭი.
როგორც 3 წლის ვაჟის მარტოხელა მამა, ის კამპანიის დროს ბავშვებზე ზრუნვის პრობლემებს მეტ ყურადღებას უთმობდა და აღნიშნავდა, რომ მშობლებს პერსონალური და სამუშაო ცხოვრების დასაბალანსებლად მთავრობისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
<iframe width="727" height="409" src="https://www.youtube.com/embed/nk-DaGGp4aA" title="最後のおねがい" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>
ახალგაზრდა პოლიტიკოსებს 25 წლის აიაკა ნასუნოც შეუერთდა. მან ქალაქ კავასაკის საკრებულოში მოსახვედრად ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ნასუნოს ბავშვობაში აბულინგებდნენ, ამიტომ გადაწყვიტა, "საკუთარი საზოგადოება" შეექმნა.
თავდაპირველად გააკეთა ქალაქის დასუფთავების ჯგუფი და ასე დაიწყო ადგილობრივებთან მუშაობა. "ეს ჩემი, როგორც ადგილობრივი მრჩევლის, კარიერის დასაწყისია, ამიტომ მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ დაუღალავად ვიმუშავებ",- დაწერა აიაკამ "ტვიტერზე" არჩევნების დამთავრების შემდეგ და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა