ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას, სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული, ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გადავასწროთ "ოცნების“ მონაცემებს " - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას, სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული, ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გადავასწროთ "ოცნების“ მონაცემებს " - პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას, სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული, ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გადავასწროთ "ოცნების“ მონაცემებს და "რუსული ოცნება“ დავამარცხოთ მომავალ არჩევნებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა IRI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის ასოცირდება უკუსვლად, პრორუსულ მოვლენად და აქედან გამომდინარე, გასაგებია ხალხის განწყობა.

"მიუხედავად "რუსული ოცნების“ პროპაგანდისა კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა. "რუსული ოცნება“ არის ერთ მხარეს და საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი არის აბსოლუტურად სხვა მხარეს. ჩვენ დავინახეთ ძალიან ნათლად და მკაფიოდ, რომ გართულდა ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, საქართველოში ცხოვრების დონე და სტანდარტი კლებულობს, ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა კლებულობს, ფასები ძვირდება და ის ვინც დასაქმებულია მათი შემოსავლები არ მატულობს, ხოლო ძალიან დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაუსაქმებელია. ამას სჭირდება ეკონომიკური რეფორმების გატარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და არა მხოლოდ რუსეთიდან გამოქცეული პირების მიერ გადმორიცხვების იმედზე ყოფნა. რუსეთიდან, რომ ხალხი გამოიქცევა და მათ ვალუტა მოჰყვებათ და ამით ლარის კურსი გამყარდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდა და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ეს აისახა.

რაც შეეხება რეიტინგებს - "ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას, სწორი სტრატეგია გვაქვს არჩეული, ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ გადავასწროთ "ოცნების მონაცემებს და "რუსული ოცნება“ დავამარცხოთ მომავალ არჩევნებში. ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ჯერ კიდევ ბევრი კომუნიკაცია გვჭირდება ჩვენს ამომრჩევლებთან.

"რუსული ოცნება“ რას იტყვის კვლევებთან დაკავშირებით ეს პრაქტიკა უკვე გავლილი გვაქვს. მათი მხრიდან აპრობირებულია, რომ არ ენდონ კვლევებს იმიტომ, რომ რეალურად მათი მონაცემები შეიძლება 20%-იც არ იყოს. ისინი ეყრდნობიან და არიან გაყალბების, მანიპულაციის და სუს-ის ზეწოლის იმედად არჩევნების პერიოდში.

ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის ასოცირდება უკუსვლად, პრორუსულ მოვლენად და აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩვენი ხალხის განწყობა ამ პერსონაჟის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ის კულუარებშია ყველამ იცის ვინ იღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.