ავტორი:

"ქართულ ოცნება" - 19%, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 14% - რა მხარდაჭერა აქვთ სხვა პოლიტიკურ ძალებს IRI-ის მორიგი კვლევის თანახმად?

"ქართულ ოცნება" - 19%, "ნაციონალურ მოძრაობას“ -  14%  - რა მხარდაჭერა აქვთ სხვა პოლიტიკურ ძალებს  IRI-ის მორიგი კვლევის თანახმად?

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, "რომელ პარტიას მისცემდით ხმას უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 19% "ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% ხმას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა გიორგი გახარიას "საქართველოსთვის" დაასახელა, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ამასთან, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა : "ლეიბორისტული პარტია“, "ლელო“, "გირჩი“, "სტრატეგია აღმაშენებელი“, ანა დოლიძის " ხალხისთვის“, "მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“. გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას "კონსერვატიულ მოძრაობა - ალფ ინფოს“ მისცემდა, 1% - ელენე ხოშტარიას “დროას“, 1% - გიგა ბოკერიას "ევროპულ საქართველოს“, 1% - "პატრიოტთა ალიანსს“, 1%-"ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5%-მა განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

იხილეთ ასევე: