პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრონქიტი და მისი მკურნალობის მეთოდები
ბრონქიტი და მისი მკურნალობის მეთოდები

შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით და­ა­ვა­დე­ბის რის­კი. გრიპ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, უწყი­ნა­რი გა­ცი­ვე­ბაც კი ხში­რად ხვე­ლას ხან­გრძლი­ვად გვი­ტო­ვებს.

რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თავი მო­მა­ბეზ­რე­ბელ ხვე­ლას და რა გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მან? გვე­სა­უბ­რე­ბა ექი­მი პე­დი­ატ­რი თე­მურ მი­ქე­ლა­ძე:

- მო­სახ­ლე­ო­ბის ავა­დო­ბის სა­ერ­თო სტრუქ­ტუ­რა­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს, რო­მელ­თა ხში­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ბრონ­ქი­ტი. მწვა­ვე ბრონ­ქი­ტი ბრონ­ქუ­ლი ხის ლორ­წო­ვა­ნი გარ­სის ან­თე­ბაა, რო­მე­ლიც 2-3 კვი­რამ­დე გრძელ­დე­ბა. მისი მთა­ვა­რი სიმპტო­მია ხვე­ლა ნახ­ვე­ლის გა­მო­ყო­ფით, ზოგ­ჯერ კი მის გა­რე­შეც. თუ ხვე­ლა სამ ან ოთხ თვეს გაგ­რძელ­და, შე­საძ­ლოა ბრონ­ქი­ტი ქრო­ნი­კულ ფორ­მა­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

- რო­დის არის ეს და­ა­ვა­დე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რი?

- შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში, რო­დე­საც რეს­პი­რა­ცი­ულ-ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ხშირ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, ასე­ვე ალერ­გი­უ­ლი ან ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი აგენ­ტე­ბი (ცივი ჰა­ე­რი, გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ან მომ­წამ­ლა­ვი აი­რე­ბი).

ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბია გა­და­ცი­ვე­ბა, ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ცხვირ-ხა­ხის ქრო­ნი­კუ­ლი ან­თე­ბი­თი კე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა, თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა (15 წლამ­დე - პა­სი­უ­რი მო­წე­ვა). თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ვირუ­სე­ბია - რი­ნო­ვირუ­სი, ადე­ნო­ვირუ­სი, გრი­პი, პა­რაგ­რი­პი და კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი.

შემ­ცივ­ნე­ბას, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დენს, ყე­ლის ტკი­ვილს, სი­სუს­ტეს, კუნ­თე­ბის ტკი­ვილს ხში­რად თან სდევს ხვე­ლა, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან მე­სა­მე-მე­ო­თხე დღეს იჩენს თავს. თავ­და­პირ­ვე­ლად იგი მშრა­ლია, შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, მერე კი გა­მო­ნა­დე­ნიც ჩნდე­ბა.

- ბევ­რს გრი­პი­სა და გა­ცი­ვე­ბის შემ­დე­გაც რჩე­ბა ხვე­ლა, რო­მე­ლიც კვი­რა­ო­ბით გრძელ­დე­ბა.

- ხვე­ლა, უმე­ტე­სად, 5-10 დღე­ში გა­ივ­ლის, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ხან­გრძლივ­დე­ბა და 4-6 კვი­რამ­დე გას­ტანს. მაგ­რამ ხვე­ლა ცუდი არ არის. სწო­რედ ხვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით იწ­მინ­დე­ბა ხოლ­მე და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­სუნ­თქი გზე­ბი, უცხო ნა­წი­ლა­კე­ბი და ბრონ­ქებ­ში დაგ­რო­ვი­ლი წე­ბო­ვა­ნი ნახ­ვე­ლი კი ფილ­ტვე­ბამ­დე ვერ აღ­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, რაც უფრო ძლი­ე­რად ახ­ვე­ლებს ბავ­შვს და უკეთ ამო­აქვს ნახ­ვე­ლი, მით უკე­თე­სი. ექი­მე­ბიც სწო­რედ ამი­ტომ გვირ­ჩე­ვენ ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

- გა­მო­დის, რომ ხვე­ლის დათ­რგუნ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

- თუ ბავ­შვს ნახ­ვე­ლი აქვს, ხვე­ლის დათ­რგუნ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ის თვე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, ექიმს უნდა მი­მარ­თოთ. გარ­და ამი­სა, თუ ხვე­ლა ქრო­ნი­კუ­ლია, შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე და­ა­ვა­დე­ბის, მა­გა­ლი­თად, ას­თმის, ფილ­ტვე­ბის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ნი­შა­ნი იყოს.

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა?

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ხვე­ლას არ შვე­ლის. მათ მა­შინ უნიშ­ნა­ვენ, რო­დე­საც:

აზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ცხე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა ორ კვი­რა­ზე მეტ­ხანს;

ანახ­ვე­ლი ჩირ­ქო­ვა­ნია;

ეჭვი აქვთ მი­კოპ­ლაზ­მურ, ქლა­მი­დი­ურ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე ან ყი­ვა­ნახ­ვე­ლა­ზე;

ბრონ­ქი­ტის სიმპტო­მებ­თან ერ­თად აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ნუ­სი­ტი ან ოტი­ტი;

ადა­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ პა­თო­ლო­გი­ე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც ზრდის პნევ­მო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

- რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის წესი?

- მშვი­დი, კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის და ან­ტი­პი­რე­ტი­უ­ლი (სი­ცხის დამ­წე­ვი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­აღ­წევს 38,5 გრა­დუსს, ნახ­ვე­ლის გა­მა­თხი­ე­რებ­ლე­ბის (მუ­კო­ლი­ზუ­რი) მი­ღე­ბა.

ხვე­ლის დათ­რგუნ­ვა გან­კურ­ნე­ბას არ აჩ­ქა­რებს, ხან­გრძლი­ვო­ბას არ ამ­ცი­რებს, პი­რი­ქით - ნახ­ვე­ლის ამო­ღე­ბის შე­ფერ­ხე­ბამ, შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­წყოს შე­გუ­ბე­ბას და მე­ო­რა­დი გარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­თო­გე­ნე­ზის ძი­რი­თად რგოლ­ზე მოქ­მე­დე­ბა, ანუ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის ლიკ­ვი­და­ცია.

ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა და­ი­ნიშ­ნოს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ან­თე­ბას ჩა­აქ­რობს. გარ­და ამი­სა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პა­ცი­ენტს მი­ვაშ­ვე­ლებთ ვი­ტა­მი­ნებს - ეს ხელს შე­უ­წყობს იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი ად­ვი­ლად უმკლავ­დე­ბა რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს.

- რო­გო­რია ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა?

- ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს გუ­ლის­ხმობს. პა­ცი­ენ­ტმა უარი უნდა თქვას თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა­ზე, და­ი­წყოს გა­კა­ჟე­ბა, ივარ­ჯი­შოს, ბევ­რი ისე­ირ­ნოს სუფ­თა ჰა­ერ­ზე და მი­ი­ღოს ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე პრო­დუქ­ტე­ბი (ხილი, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში - ციტ­რუ­სე­ბი), თავი აა­რი­დოს და­ხუ­თულ, თამ­ბა­ქოს კვამ­ლით გაჟ­ღენ­თილ ან უჰა­ე­რო სივ­რცეს.

ცუ­დად მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე ნეს­ტი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო სა­სუნ­თქ გზებს, არა­მედ ადა­მი­ა­ნის მთელ იმუ­ნურ სის­ტე­მას ვნებს. ადა­მი­ა­ნი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ი­სუნ­თქავს ჰა­ე­რის პირ­ველ ნა­კადს და ასე იწყებს სი­ცო­ცხლეს, ასე რომ, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს - ჩვენ, ყვე­ლა­ნი, სწო­რედ ფილ­ტვე­ბის დახ­მა­რე­ბით ვცო­ცხლობთ.

რჩე­ვე­ბი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნი­დან

თუ ბავ­შვს ხვე­ლა გა­უ­ხან­გრძლივ­და, უგა­ზო, თბი­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი მი­ე­ცით. სა­სარ­გებ­ლოა თაფ­ლი­ა­ნი და ლი­მო­ნი­ა­ნი თბი­ლი წყა­ლიც, რო­მე­ლიც უხ­დე­ბა არა მარ­ტო სა­სუნ­თქ გზებს (თუ ბავ­შვს ალერ­გია არ აქვს თაფლზე), არა­მედ მთელ იმუ­ნურ სის­ტე­მას.

ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში გა­ცი­ვე­ბის, გრი­პის, ხვე­ლე­ბის, ტრა­ქე­ი­ტის, ბრონ­ქი­ტის, ან­გი­ნის დროს იყე­ნე­ბენ სამ­კურ­ნა­ლო მაყ­ვლის ნა­ყო­ფის­გან და­ყე­ნე­ბულ დამ­ტკბარ შემთბარ ღვი­ნოს.

ბულ­გა­რე­ლე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ შემ­დეგ რე­ცეპ­ტებს: ორ სუფ­რის კოვზ მაყ­ვლის ფო­თოლს და­ას­ხით 500 მლ მდუ­ღა­რე წყა­ლი და ერთი სა­ა­თი გა­ა­ჩე­რეთ. ნა­ყე­ნი გა­და­წუ­რეთ და და­ლი­ეთ პა­ტა­რა ღვი­ნის ჭი­ქით დღე­ში 4-ჯერ, ჭა­მის წინ. ფეს­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ასე­თი­ვე წე­სით შე­იძ­ლე­ბა.

უფრო უკე­თე­სია შემ­დე­გი წე­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხარ­ში: 2 სუფ­რის კოვზ ფო­თოლს და­ას­ხით წყა­ლი და გა­ა­ჩე­რეთ 12 სა­ა­თი (მთე­ლი ღამე), შემ­დეგ ხარ­შეთ 3 წუთი, და­ა­ყე­ნეთ 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­ი­ღეთ დღე­ში 3-ჯერ 150 მლ ჭა­მის წინ.

ნინო
3

ნმაქვს ბრონქიტი დასისხლიანი ნახველი მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო ხომ ვერმირჩევთ რამეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ბრონქიტი და მისი მკურნალობის მეთოდები

ბრონქიტი და მისი მკურნალობის მეთოდები

შემოდგომასა და ზამთარში საკმაოდ მაღალია სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკი. გრიპზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვეულებრივი, უწყინარი გაცივებაც კი ხშირად ხველას ხანგრძლივად გვიტოვებს.

როგორ დავაღწიოთ თავი მომაბეზრებელ ხველას და რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს მან? გვესაუბრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე:

- მოსახლეობის ავადობის საერთო სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მწვავე რესპირაციულ ინფექციებს, რომელთა ხშირი გამოვლინებაა ბრონქიტი. მწვავე ბრონქიტი ბრონქული ხის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელიც 2-3 კვირამდე გრძელდება. მისი მთავარი სიმპტომია ხველა ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ კი მის გარეშეც. თუ ხველა სამ ან ოთხ თვეს გაგრძელდა, შესაძლოა ბრონქიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

- როდის არის ეს დაავადება ყველაზე ხშირი?

- შემოდგომასა და ზამთარში, როდესაც რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ხშირდება. დაავადების გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსული ინფექცია, ასევე ალერგიული ან ფიზიკურ-ქიმიური აგენტები (ცივი ჰაერი, გამაღიზიანებელი ან მომწამლავი აირები).

ხელშემწყობი ფაქტორებია გადაცივება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებითი კერების არსებობა, იმუნიტეტის დაქვეითება, თამბაქოს მოწევა (15 წლამდე - პასიური მოწევა). თუმცა, გავიმეორებ, მთავარი მიზეზი მაინც ვირუსებია - რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპი, პარაგრიპი და კორონავირუსები.

შემცივნებას, ცხვირიდან გამონადენს, ყელის ტკივილს, სისუსტეს, კუნთების ტკივილს ხშირად თან სდევს ხველა, რომელიც დაავადების დაწყებიდან მესამე-მეოთხე დღეს იჩენს თავს. თავდაპირველად იგი მშრალია, შემაწუხებელი, მერე კი გამონადენიც ჩნდება.

- ბევრს გრიპისა და გაცივების შემდეგაც რჩება ხველა, რომელიც კვირაობით გრძელდება.

- ხველა, უმეტესად, 5-10 დღეში გაივლის, თუმცა ზოგჯერ ხანგრძლივდება და 4-6 კვირამდე გასტანს. მაგრამ ხველა ცუდი არ არის. სწორედ ხველის საშუალებით იწმინდება ხოლმე დაბინძურებული სასუნთქი გზები, უცხო ნაწილაკები და ბრონქებში დაგროვილი წებოვანი ნახველი კი ფილტვებამდე ვერ აღწევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს ბავშვს და უკეთ ამოაქვს ნახველი, მით უკეთესი. ექიმებიც სწორედ ამიტომ გვირჩევენ ამოსახველებელი საშუალებების მიღებას.

- გამოდის, რომ ხველის დათრგუნვა არ შეიძლება.

- თუ ბავშვს ნახველი აქვს, ხველის დათრგუნვა არ შეიძლება, მაგრამ თუ ის თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ექიმს უნდა მიმართოთ. გარდა ამისა, თუ ხველა ქრონიკულია, შესაძლოა, რომელიმე დაავადების, მაგალითად, ასთმის, ფილტვების ტუბერკულოზის ნიშანი იყოს.

- ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია თუ არა ანტიბიოტიკების მიღება?

- ანტიბიოტიკები ხველას არ შველის. მათ მაშინ უნიშნავენ, როდესაც:

აზოგადი მდგომარეობა უარესდება, მაგალითად, ცხელება გრძელდება ორ კვირაზე მეტხანს;

ანახველი ჩირქოვანია;

ეჭვი აქვთ მიკოპლაზმურ, ქლამიდიურ ინფექციებზე ან ყივანახველაზე;

ბრონქიტის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება სინუსიტი ან ოტიტი;

ადაავადება მიმდინარეობს იმ პათოლოგიების ფონზე, რომლებიც ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.

- როგორია მკურნალობის წესი?

- მშვიდი, კომფორტული გარემო, დიდი რაოდენობით სითხის და ანტიპირეტიული (სიცხის დამწევი) საშუალებების, როდესაც ტემპერატურა მიაღწევს 38,5 გრადუსს, ნახველის გამათხიერებლების (მუკოლიზური) მიღება.

ხველის დათრგუნვა განკურნებას არ აჩქარებს, ხანგრძლივობას არ ამცირებს, პირიქით - ნახველის ამოღების შეფერხებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს შეგუბებას და მეორადი გართულების განვითარებას. სწრაფი განკურნებისთვის აუცილებელია პათოგენეზის ძირითად რგოლზე მოქმედება, ანუ ანთებითი პროცესის ლიკვიდაცია.

ექიმთან შეთანხმებით უნდა დაინიშნოს პრეპარატები, რომლებიც ამ ანთებას ჩააქრობს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ პაციენტს მივაშველებთ ვიტამინებს - ეს ხელს შეუწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი ორგანიზმი ადვილად უმკლავდება რესპირაციულ ინფექციებს.

- როგორია ქრონიკული ბრონქიტის პროფილაქტიკა?

- ქრონიკული ბრონქიტის პროფილაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს. პაციენტმა უარი უნდა თქვას თამბაქოს მოწევაზე, დაიწყოს გაკაჟება, ივარჯიშოს, ბევრი ისეირნოს სუფთა ჰაერზე და მიიღოს ვიტამინებით სავსე პროდუქტები (ხილი, ზამთრის პერიოდში - ციტრუსები), თავი აარიდოს დახუთულ, თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ ან უჰაერო სივრცეს.

ცუდად მოქმედებს ფილტვებზე ნესტი, რომელიც არა მარტო სასუნთქ გზებს, არამედ ადამიანის მთელ იმუნურ სისტემას ვნებს. ადამიანი დაბადებისთანავე ჩაისუნთქავს ჰაერის პირველ ნაკადს და ასე იწყებს სიცოცხლეს, ასე რომ, არ უნდა დაგვავიწყდეს - ჩვენ, ყველანი, სწორედ ფილტვების დახმარებით ვცოცხლობთ.

რჩევები ხალხური მედიცინიდან

თუ ბავშვს ხველა გაუხანგრძლივდა, უგაზო, თბილი მინერალური წყალი მიეცით. სასარგებლოა თაფლიანი და ლიმონიანი თბილი წყალიც, რომელიც უხდება არა მარტო სასუნთქ გზებს (თუ ბავშვს ალერგია არ აქვს თაფლზე), არამედ მთელ იმუნურ სისტემას.

ხალხურ მედიცინაში გაცივების, გრიპის, ხველების, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ანგინის დროს იყენებენ სამკურნალო მაყვლის ნაყოფისგან დაყენებულ დამტკბარ შემთბარ ღვინოს.

ბულგარელები გვთავაზობენ შემდეგ რეცეპტებს: ორ სუფრის კოვზ მაყვლის ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ პატარა ღვინის ჭიქით დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ფესვების მომზადებაც ასეთივე წესით შეიძლება.

უფრო უკეთესია შემდეგი წესით მომზადებული ნახარში: 2 სუფრის კოვზ ფოთოლს დაასხით წყალი და გააჩერეთ 12 საათი (მთელი ღამე), შემდეგ ხარშეთ 3 წუთი, დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 150 მლ ჭამის წინ.

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"