მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო - ლარა ფაბიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე
ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო - ლარა ფაბიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ქველ­მოქ­მე­დის ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა, სა­დაც დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, „ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს გა­ეც­ნო.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის 65 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

„ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი „ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტა­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსოფ­ლიო მას­შტა­ბის ბრენ­დის, იტა­ლი­უ­რი ოჯა­ხის თვალ­სა­ჩი­ნო პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი სახ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის, პა­ო­ლო ტე­რენ­ცის ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა სუ­ნა­მო, სა­ხელ­წო­დე­ბით „ვახო65“, რომ­ლის გა­ყიდ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ფონდს უკვე ჰყავს არა­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლი. მათ შო­რის, მხატ­ვა­რი რუ­სუ­დან ფეტვი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ფონდს სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტი გა­დას­ცა, მხატ­ვრებ­მა ლუკა პა­ტარ­ქა­ლაშ­ვილ­მა და ელე­ნე მეტ­რე­ველ­მა ასე­ვე და­ხა­ტეს დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს­თვის ნა­ხა­ტი, კომ­პა­ნი­ამ “ეშვი“ კი დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შექ­მნა სა­ი­უ­ბი­ლეო - საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­მა­ჯუ­რი.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ „ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვარ იდე­ას ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რა წარ­მო­ად­გენს. კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და მათი ხელ­შე­წყო­ბა. ამ ეტაპ­ზე, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის მიერ ფი­ნანსდე­ბა სტუ­დენ­ტთა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და გა­ი­ცე­მა სტი­პენ­დი­ე­ბიც. შე­მომ­წირ­ველ­თა აქ­ტი­უ­რო­ბა და ხელ­შე­წყო­ბა კი გაზ­რდის რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბის დას­კვნით ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დგა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ლარა ფა­ბი­ა­ნი. მან პირ­ვე­ლად ჩვენს რე­გი­ონ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად „ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის­თვის“ სოლო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ასე­ვე, წარ­დგნენ ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და მისი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“, ნინო ქა­თა­მა­ძე, ან­სამ­ბლი „შვიდ­კა­ცა“ და სხვა. ღო­ნის­ძი­ე­ბას უძღვე­ბოდ­ნენ ეკა ხო­ფე­რია და ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე. ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას სექ­ტემ­ბერ­ში წა­რედ­გი­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო - ლარა ფაბიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო - ლარა ფაბიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ბიზნესმენები, უცხოელი პარტნიორები, ხელოვანები, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, იტალიური ოჯახის თვალსაჩინო პარფიუმერული სახლის წარმომადგენლის, პაოლო ტერენცის ინიციატივით შეიქმნა სუნამო, სახელწოდებით „ვახო65“, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ფონდის საქმიანობას. საგულისხმოა, რომ ფონდს უკვე ჰყავს არაერთი გამორჩეული შემომწირველი. მათ შორის, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ფონდს საკუთარი ნახატი გადასცა, მხატვრებმა ლუკა პატარქალაშვილმა და ელენე მეტრეველმა ასევე დახატეს დღევანდელი საღამოსთვის ნახატი, კომპანიამ “ეშვი“ კი დღევანდელი ღონისძიებისთვის შექმნა საიუბილეო - საქველმოქმედო სამაჯური.

ხაზგასასმელია, რომ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობის მთავარ იდეას ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. კერძოდ, ახალგაზრდა თაობის განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ხელშეწყობა. ამ ეტაპზე, საქველმოქმედო ფონდის მიერ ფინანსდება სტუდენტთა სწავლის საფასური და გაიცემა სტიპენდიებიც. შემომწირველთა აქტიურობა და ხელშეწყობა კი გაზრდის როგორც დაფინანსებული სტუდენტების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობას.

საიუბილეო ღონისძიების დასკვნით ეტაპზე საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლარა ფაბიანი. მან პირველად ჩვენს რეგიონში, სპეციალურად „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდისთვის“ სოლო კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე, ასევე, წარდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ეკა ხოფერია და ნიკოლოზ წულუკიძე. ფონდის საქმიანობის დეტალური ანგარიში საზოგადოებას სექტემბერში წარედგინება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.