Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"
"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"
  • "მეფე კაზუ“ - ასე შე­არ­ქვეს გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა 56 წლის ია­პო­ნელ ფეხ­ბურ­თელს, მი­უ­რა კა­ზუ­ი­ო­შის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ფეხ­ბურთს კვლავ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე თა­მა­შობს.

ამ­ჯე­რად მისი კა­რი­ე­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­აა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფეხ­ბურ­თე­ლის დე­ბი­უ­ტი პორ­ტუ­გა­ლი­ის მე­ო­რე ლი­გა­ში, კლუბ "ოლი­ვე­ი­რენსში“ შედ­გა, სა­დაც "იო­კო­ჰა­მა­დან" იჯა­რით გა­და­ვი­და.

ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში მისი ცხოვ­რე­ბაა, არ შე­უძ­ლია ამ სპორ­ტის გა­რე­შე, რაც ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ამ ასა­კამ­დე არ ამ­ბობს უარს თა­მაშ­ზე.

"რო­დე­საც ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ვე­დი და სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას ვი­წყებ­დი, 15 წლის ვი­ყა­ვი და მა­შინ მე­გო­ნა, რომ 50, 60 წლის ადა­მი­ა­ნი ბა­ბუა იყო, მაგ­რამ ახლა, როცა ამ ასაკ­ში ვარ, ჩემი ნა­წი­ლი უარს ამ­ბობს აღი­ა­როს, რომ მო­ხუ­ცი ვარ“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი და ერთ ის­ტო­რი­ას ღი­მი­ლით იხ­სე­ნებს:

  • "ლიფ­ტში ვი­ყა­ვი, ხელ­ში ბურ­თი მქონ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი-სამი წლის ბავ­შვი მა­მას­თან ერ­თად შე­მო­ვი­და. მა­მამ ბავ­შვს უთხრა, რა­ტომ არ სთხოვ ბა­ბუ­ას, რომ ბურ­თი გა­თხო­ვოს?

ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი იყო, რომ მე მო­ხუ­ცი­ვით გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, რაც ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი გახ­ლდათ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მე ბა­ბუა ვარ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთს 70 წლი­საც კი ვგო­ნი­ვარ“, - ამ­ბობს მი­უ­რა.

ია­პო­ნი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ამ ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი და ხალ­ხის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნია.

  • მი­ტო­მა კა­უ­რუმ­დე, კუბო ტა­კე­ფუ­სამ­დე და ნა­კა­ტა ჰი­დე­ტო­შიმ­დე სწო­რედ მი­უ­რა იყო ია­პო­ნელ­თა სა­ფეხ­ბურ­თო გმი­რი. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ 89 ოფი­ცი­ა­ლურ მატჩში 55 გოლი გა­ი­ტა­ნა და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით, ია­პო­ნი­ის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ლე­ებს შო­რის მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს. ბო­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში 2000 წელს ჩა­ა­ტა­რა.

მი­უ­რა კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­მა­შობ­და ბრა­ზი­ლი­ის, იტა­ლი­ის, ხორ­ვა­ტი­ი­სა და ავ­სტრა­ლი­ის კლუ­ბებ­ში - "სან­ტოს­ში", "პალ­მე­ი­რას­ში", "ჯე­ნო­ა­ში", "ზაგ­რე­ბის დი­ნა­მო­ში", "ისელ კო­ბე­ში".

"მინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს ვი­თა­მა­შო და გუნდს და­ვეხ­მა­რო გა­მარ­ჯვე­ბა­ში. ეს არის ჩემი მი­ზა­ნი“, - თქვა პორ­ტუ­გა­ლი­ურ კლუბ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ. პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ლი­გის ვებ­სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მო­ე­დან­ზე გა­მოს­ვლით "მეფე კაზუ" გახ­და ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­საც პორ­ტუ­გა­ლი­ურ ფეხ­ბურთში ოდეს­მე უთა­მა­შია - 56 წლის, ერთი თვი­სა და 24 დღის.

ვნა­ხოთ, ვინ არის 10 ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მოქ­მე­დი ფეხ­ბურ­თე­ლი:

  1. მი­უ­რა კა­ზუ­ი­ო­ში - 56 წლის, პორ­ტუ­გა­ლია, "ოლი­ვე­ი­რენ­სი".
  2. ჯან­ლუ­ი­ჯი ბუ­ფო­ნი - 45 წლის, ამ­ჟა­მად თა­მა­შობს სე­რია B-ში, "პარ­მას“ რი­გებ­ში.
  3. ენდო ია­სუ­ჰი­ტო, 43 წლის, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი კლუ­ბია ია­პო­ნი­ის მე­ო­რე ლი­გა­ში მო­თა­მა­შე úbilo Iwata
  4. ხო­ა­კინ სან­ჩე­სი, 41 წლის, ამ­ჟა­მად "რეალ ბე­ტი­სის" ღირ­სე­ბას იცავს
  5. როკი სან­ტა კრუ­ზი, 41 წლის, ამ­ჟა­მად პა­რაგ­ვა­ის დი­ვი­ზი­ონ­ში, "ლი­ბერ­ტად­ში" თა­მა­შობს.
  6. ზლა­ტან იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი, 41 წლის, იტა­ლია, "მი­ლა­ნი."
  7. კრის­ტი­ან რი­ვე­რო­სი, 40 წლის, პა­რაგ­ვაი, "ლი­ბერ­ტა­დი"
  8. სეიდ მუ­ჰა­მედ ად­ნა­ნი, 40 წლის, ამ­ჟა­მად ბაჰ­რე­ი­ნის პრე­მი­ერ ლი­გა­ში, "ალ ჰიდ­ში" თა­მა­შობს.
  9. ათი­ბა ჰა­ჩინ­სო­ნი, 40 წლის, მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი კლუ­ბი თურ­ქუ­ლი "ბე­შიქთა­შია".
  10. პეპე, 40 წლის, პორ­ტუ­გა­ლი­ის პრი­მე­რა ლი­გა­ში, "პორ­ტო­ში" თა­მა­შობს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
2

😉იმ პირველ კომენტარს რო დიზლაიკებით გადაუარეთ მე რა მეშველება ეხლა😁😁შევრცხვი იაპონელ საზოგადოებასთან,აღარ ჩამესვლება, არადა რა ლმობიერები იყვნენ აფსუსს 🤣🤣

ძველი გულშემატკივარი
0

იყო ასეთი ფეხბურთელი სტენლი მეტიუზი, რომელმაც 53 წლის ასაკში დაამთავრა სპორტული კარიერა. 

ამ ხნის ფეხბურთელი კი ნამდვილად არ გამიგია. ერთი 25 წელიც რომ ითამაშოს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"

"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"
  • "მეფე კაზუ“ - ასე შეარქვეს გულშემატკივრებმა 56 წლის იაპონელ ფეხბურთელს, მიურა კაზუიოშის, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, ფეხბურთს კვლავ პროფესიონალურ დონეზე თამაშობს.

ამჯერად მისი კარიერული გაჩერება პორტუგალიაა. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის დებიუტი პორტუგალიის მეორე ლიგაში, კლუბ "ოლივეირენსში“ შედგა, სადაც "იოკოჰამადან" იჯარით გადავიდა.

ფეხბურთის თამაში მისი ცხოვრებაა, არ შეუძლია ამ სპორტის გარეშე, რაც ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ამ ასაკამდე არ ამბობს უარს თამაშზე.

"როდესაც ბრაზილიაში გადავედი და საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, 15 წლის ვიყავი და მაშინ მეგონა, რომ 50, 60 წლის ადამიანი ბაბუა იყო, მაგრამ ახლა, როცა ამ ასაკში ვარ, ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ“, - ამბობს ფეხბურთელი და ერთ ისტორიას ღიმილით იხსენებს:

  • "ლიფტში ვიყავი, ხელში ბურთი მქონდა, დაახლოებით, ორი-სამი წლის ბავშვი მამასთან ერთად შემოვიდა. მამამ ბავშვს უთხრა, რატომ არ სთხოვ ბაბუას, რომ ბურთი გათხოვოს?

ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მე მოხუცივით გამოვიყურები, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი გახლდათ. ოფიციალურად, მე ბაბუა ვარ. შეიძლება ზოგიერთს 70 წლისაც კი ვგონივარ“, - ამბობს მიურა.

იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამ ქვეყნის გამორჩეული, პოპულარული და ხალხის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენია.

  • მიტომა კაურუმდე, კუბო ტაკეფუსამდე და ნაკატა ჰიდეტოშიმდე სწორედ მიურა იყო იაპონელთა საფეხბურთო გმირი. ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 89 ოფიციალურ მატჩში 55 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, იაპონიის საუკეთესო მეგოლეებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ბოლოს ოფიციალური მატჩი ეროვნული ნაკრების რიგებში 2000 წელს ჩაატარა.

მიურა კარიერის განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიის, იტალიის, ხორვატიისა და ავსტრალიის კლუბებში - "სანტოსში", "პალმეირასში", "ჯენოაში", "ზაგრების დინამოში", "ისელ კობეში".

"მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და გუნდს დავეხმარო გამარჯვებაში. ეს არის ჩემი მიზანი“, - თქვა პორტუგალიურ კლუბში გადასვლის შემდეგ. პორტუგალიური ლიგის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოედანზე გამოსვლით "მეფე კაზუ" გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიურ ფეხბურთში ოდესმე უთამაშია - 56 წლის, ერთი თვისა და 24 დღის.

ვნახოთ, ვინ არის 10 ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი:

  1. მიურა კაზუიოში - 56 წლის, პორტუგალია, "ოლივეირენსი".
  2. ჯანლუიჯი ბუფონი - 45 წლის, ამჟამად თამაშობს სერია B-ში, "პარმას“ რიგებში.
  3. ენდო იასუჰიტო, 43 წლის, მისი ამჟამინდელი კლუბია იაპონიის მეორე ლიგაში მოთამაშე úbilo Iwata
  4. ხოაკინ სანჩესი, 41 წლის, ამჟამად "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავს
  5. როკი სანტა კრუზი, 41 წლის, ამჟამად პარაგვაის დივიზიონში, "ლიბერტადში" თამაშობს.
  6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 41 წლის, იტალია, "მილანი."
  7. კრისტიან რივეროსი, 40 წლის, პარაგვაი, "ლიბერტადი"
  8. სეიდ მუჰამედ ადნანი, 40 წლის, ამჟამად ბაჰრეინის პრემიერ ლიგაში, "ალ ჰიდში" თამაშობს.
  9. ათიბა ჰაჩინსონი, 40 წლის, მისი ამჟამინდელი კლუბი თურქული "ბეშიქთაშია".
  10. პეპე, 40 წლის, პორტუგალიის პრიმერა ლიგაში, "პორტოში" თამაშობს.