ავტორი:

"ეს ბოლო წვეთია! ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის" - მოდელი რენატა ბეგიაშვილი ძალადობაში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი?

"ეს ბოლო წვეთია! ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის" -  მოდელი რენატა ბეგიაშვილი ძალადობაში ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი?

ქართველი მოდელი რენატა ბეგიაშვილი სოციალურ ქსელში ძალადობის ფაქტზე წერს და უმძიმეს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის ჰყვება, მასზე ფიზიკურად ყოფილმა მეუღლემ იძალადა.

"ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა, თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა, თუ არა... და ვფიქრობ, თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ, ძალიან ბევრი ქალი არის, ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამააა ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილის მამა, თვითონაც შვილია და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო. არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული. ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე, საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მეც და სანდრაც!" - წერს ახალგაზრდა ქალი.

შალვა იაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ამხელს, ფაქტს "ფეისბუქში" ეხმაურება და წერს: "ვისაც გჯერათ, გაგიტყდებათ, როცა გაირკვევა სიმართლე".