Twitter-ის დირექტორი, ილონ მასკი სტივენ კინგს კვლავ ეკამათება. ამჯერად მწერალმა მილიარდერი ბიზნესმენი გამოიწვია და ურჩია, უკრაინის დასახმარებლად შემოწირულობა გაეღო.
წინა დღეებში ამერიკელი მწერალი უკმაყოფილებას დამცინავად გამოთქვამდა ლურჯი ვერიფიკაციის ნიშნის კვლავ ქონაზე, რადგან მას დაწესებული 8$ არ გადაუხდია:
"ტვიტერის“ ჩემს ანგარიშზე წერია, რომ Twitter Blue მაქვს ნაყიდი, არადა, არ მიყიდია. ისიც ტყუილია, რომ ჩემი ტელეფონის ნომრით გავიარე ვერიფიკაცია", - წერს კინგი.
მასკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანის ვერიფიკაციის ნიშნის ღირებულებას თავისი ჯიბიდან იხდიდა. მილიარდერმა 3 ასეთი ადამიანი დაასახელა: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, მსახიობი უილიამ შატნერი და მწერალი სტივენ კინგი.
მოგვიანებით, ავტორმა კიდევ ერთი პოსტი ატვირთა სოციალურ ქსელში: "ვფიქრობ, მასკმა ჩემი ლურჯი ვერიფიკაციის ნიშანი ქველმოქმედებას უნდა მოახმაროს. მე Prytula Foundation-ს ვურჩევ, რომელიც უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარება. თუმცა ეს მხოლოდ 8$-ია, იქნებ ბატონმა მასკმა ცოტა კიდევ წაუმატოს ამ თანხას."
მასკმა სტივენ კინგი არც ამჯერად დატოვა უპასუხოდ და დაწერა:
"მე უკრაინას 100 მილიონი დოლარი გადავურიცხე, შენ რამდენი გაიღე?"

I’ve donated $100M to Ukraine, how much have you donated?

(We turned down the DoD money btw) https://t.co/wpLa6dTnP6
— Elon Musk (@elonmusk) April 23, 2023

"ტვიტერის" დირექტორმა კომენტარს Teslarati-ს სტატიაც დაურთო, რომელშიც ახსნილია, როგორ მიიღო მისმა კომპანიამ, SpaceX-მა ფინანსური დარტყმა იმით, რომ ის მაინც აგრძელებდა Starlink-ის სერვისის დაფინანსებას უკრაინაში თავდაცვის დეპარტამენტიდან თანხების შემცირების მიუხედავად.
"კომპანია უკრაინაში ტერმინალების, ახალი თანამგზავრების, მათი გაშვების და ტექნიკური მომსახურების თანხებს იხდის", - იტყობინება Teslarati, კალიფორნიაში დაფუძნებული მედია კომპანია, რომელიც Tesla-ს, SpaceX-სა და ილონ მასკთან დაკავშირებულ სიახლეებს აცნობს საზოგადოებას.
Twitter-მა ვერიფიკაციის ნიშნები ყველა მომხმარებელს გაუუქმა, ვისაც ის ნაყიდი არ ჰქონდა, მათ შორის ბიონსეს, კარდაშიანებს და აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ნიშნის ყოველთვიური ღირებულება 8$-ს შეადგენს.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა