ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულიც და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენიც მოლდოვის მოქალაქეა.
მათივე განმარტებით, ორივე მათგანი სოფელ განთიადში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ერთმა მეორეს თავში სასიკვდილო ტრავმა მძიმე საგნით მიაყენა.
50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სავარაუდო ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
რა ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტი სანდუ პუტინს ემუქრება დაპატიმრებით და მისი მოქალაქეები ხელვაჩაურში დადიან სარემონტო სამუშაოებზე?..
ხალხოოოოოო. რას გვიშვრება ეს მთავრობა. გადადგეს ივანიშვილი. გადადგეს ღარიბაშვილი, ფადადგეეეეს, მოიცა კიდევ ვინ? ჰო, გადადგეს კალაძეც. აჰა, კიდევ რა, ჰო მართლა, თავისუფლება ნიკას, და ნიკა კი არა, თავისუფლება მიშას. გამოდით ხალხოოო, ხალხოოოოო გამოდით. ეჰ,
მაგრამ ვაი რომ ფუჭია, ეს ისტერიკა გოდება.