ავტორი:

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ინტერვიუ  შუმახერთან - გერმანული ჟურნალის სკანდალური ნომერი, რომლის გამოც რედაქტორი გაათავისუფლეს

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ინტერვიუ  შუმახერთან - გერმანული ჟურნალის სკანდალური ნომერი, რომლის გამოც რედაქტორი გაათავისუფლეს

ხელოვნური ინტელექტი(AI) თანდათან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ეს მხოლოდ დასაწყისია. მის დადებით მხარეებთან ერთად, ექსპერტები უარყოფითზეც მიუთითებენ და ამბობენ, რომ ერთ-ერთი უარყოფითი რამ, რაც შეიძლება AI-ის განვითარებამ მოგვიტანოს ისაა, რომ გართულდეს ყალბი და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევა.

  • AI-სთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო სკანდალი, სწორედ ამგვარ საკითხს უკავშირდება. გერმანულმა ჟურნალმა Die Aktuelle-მ გამოაქვეყნა სტატია მიხეილ შუმახერის შესახებ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული. გამოცემამ გამოაქვეყნა ლეგენდარულ ავტომბრბოლელთან "ინტერვიუ", რომელიც პროგრამა charatcter.ai-ს მიერ იყო შექმნილი.

ჟურნალის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში, მისი რედაქტორი სამსახურიდან gაათავისუფლეს, ხოლო გამომცემლობამ ბოდიში მოუხადა შუმახერის ოჯახს.

შუმახერი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, 2013 წლის დეკემბერში თხილამურებით სრიალის დროს მძიმედ დაშავდა, რა დროსაც თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და მას შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა. Die Aktuelle-ს გარეკანზე კი იყო შუმახერის მომღიმარი ფოტო და სათაური "მიხეილ შუმახერი, პირველი ინტერვიუ.“ ციტატები, რომლებსაც თითქოს მიხეილ შუმახერი ამბობს, ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული.

"მე შემიძლია სხვების დახმარებით ფეხზე დავდგე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგა. მადლიერი ვარ ჩემი ცოლისა და შვილების, მათ გარეშე ამას ვერ შევძლებდი, ბუნებრივია, ისინი ძალიან წუხან რომ ასეთი რამ დამემართა. ისინი მხარს მიჭერენ და ჩემ გვერდით დგანან", - ვკითხულობთ თითქოსდა შუმახერის სიტყვებს სტატიაში.

ავტომბრბოლელის ოჯახმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ჟურნალს უჩივლონ.

  • "ეს უგემოვნო და შეცდომაში შემყვანი სტატია საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო. ის არანაირად არ აკმაყოფილებს ჟურნალისტიკის სტანდარტებს,რასაც ჩვენი მკითხველი ელოდება. ამას აუცილებლად მოჰყვება საკადრო ცვლილებები. ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ენ ჰოფმანი, რომელიც 2009 წლიდან იყო პასუხისმგებელი ჟურნალზე, დღეიდან გათავისუფლდება“, - თქვა Funke მედია ჯგუფის მმართველმა დირექტორმა, ბიანკა პოლმანმა.

თხილამურებით სრიალის დროს დაჩავების შემდეგ, კომაში მყოფი შუმახერი 2014 წელს სახლში წაიყვანეს, მას შემდეგ ავტომრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახი იშვიათად საუბრობს.

2021 წლის "ნეტფლიქსის" დოკუმენტურ ფილმში შუმახერის მეუღლემ კორინამ თქვა:

"ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ უკეთესად იყოს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს. რომ ვაგრძნობინოთ კავშირი ოჯახთან. ის ყოველთვის გვიცავდა, იცავდა ჩვენს პირად სივრცეს, ახლა ჩვენ ვცდილობთ მის დაცვას“, - ამბობს შუმახერის მეუღლე.