საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.