მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემი ძმაა... საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს, ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია, თუმცა საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ" - რას წერს მოქალაქე?
"ეს ჩემი ძმაა... საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს, ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია, თუმცა საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ" - რას წერს მოქალაქე?

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მშობ­ლე­ბის მო­თხოვ­ნაა, სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ფი­ნან­სოს აქონ­დროპ­ლა­ზი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი.

  • ცნო­ბის­თვის, აქონ­დროპ­ლა­ზია იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლე­ში ზრდის შე­ფერ­ხე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. ამ და­ა­ვა­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს აქვთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტე­ლექ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად ზრდა­ში შე­ფერ­ხე­ბი­სა.

პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად ინექ­ცი­უ­რად უნდა მი­ი­ღონ, ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს. მისი ფასი 10 ინექ­ცი­ის­თვის 10 ათას აშშ დო­ლარს აღ­წევს. სა­ქარ­თვე­ლოს მშო­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს თან­ხა, უბ­რა­ლოდ, ხელ­მი­უწ­ვდო­მე­ლია. ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე სულ 16 ბავ­შვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის საბა ამი­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის და, ანი ამი­ნაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ეს ჩემი ძმაა - საბა. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე ეს წე­რი­ლი გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა თუ არა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტე. სა­ბას აქონ­დრო­დისპლა­ზი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს და ამის გამო მთე­ლი ბავ­შვო­ბა უამ­რა­ვი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რი­სა და უაზ­რო წა­მო­ძა­ხი­ლე­ბის ატა­ნა გვი­წევ­და. საბა ამას არას­დროს აქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, მე კი­დევ ყვე­ლა წა­მო­ძა­ხი­ლის შემ­დეგ საკ­მაო დრო მჭირ­დე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის და­სა­ვი­წყებ­ლად. ბავ­შვო­ბა­ში სულ ვოც­ნე­ბობ­დი ოქ­როს თევზზე, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთ სურ­ვილს ჩავ­ჩურ­ჩუ­ლებ­დი. გა­ვი­და ბევ­რი წელი და ოქ­როს თევ­ზის გა­რე­შეც გა­მოჩ­ნდა წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ამ და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს იმედს აძ­ლევს. იმედს, რომ აღარ დას­ჭირ­დე­ბათ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იმის ახ­სნა, თუ რა­ტომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად.

სა­ბას და­ბა­დე­ბი­დან თით­ქმის 21 წელი გა­ვი­და.. სულ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ფეხ­ზე მყა­რად დად­გო­მა, მაგ­რამ დად­გა და დღეს საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია იმ საქ­მე­ში, რო­მე­ლიც აირ­ჩია. საბა კი შედ­გა, მაგ­რამ ასეთ ამ­ბავს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მო­ის­მენთ… სა­ბამ გა­და­ლა­ხა ის უდი­დე­სი აგ­რე­სი­ი­სა და ინ­ტე­რე­სის ტალ­ღა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ ეს ხომ ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა.

სა­ბას მსგავ­სი ბავ­შვე­ბი დღეს წა­მალს ითხო­ვენ. წა­მალს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს მათი რე­ა­ლო­ბა. და­მი­ჯე­რეთ, რო­გო­რი ძლი­ე­რი ფსი­ქი­კი­საც არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, ის ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­მოვ­ლაც ამ ბავ­შვებს უწევთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თან გაჰ­ყვე­ბათ. მარ­თა­ლია, საბა უკვე ზრდას­რუ­ლია და მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ სა­ო­ცარ ბავ­შვებს უნდა მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ არ­ჩევ­ნის უფ­ლე­ბა", - წერს ანი ამი­ნაშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
21

ყველა ბავშვს ვუსურვებ კარგად ყოფნას და გამოჯანმრთელებას,თუ საშუალება რეალურია,უნდა დავიცადოთ და ქსელში რომ მყარად გავა,მაშინ უნდა მივიღოთ ზომები....ისე ეს ამბავიც ძალად აგორებული მგონია,იარაჯულის ამბები რომ გამახსენდა,მაგიტომ ვფიქრობ მასე!

Ll
66

სიმაღლეა პრობლემა? ახირება ხომ არ არის მშობლეის? ის ხომ ისეი ადმიანია როგორიც სხვა 'ახირებული ხართ მშობლებო, დამართლა წადით ქვეყნიდან და დადშოშმინდებით რომ ასიათასები ტყუილადდახარჯვა რომ შდგს არ გამოიღებს, საზოგადოება გვერდით არ დაგიდგებათ რაღაც ახირებებზე , რომ სიცოცხლისთვის აუცილებელ იყოს ხალხი შეაგროვებდა ლარობით და დაგეხმარებოდათ, მაგ პოლიტიკოსებს მეტი ჯავრი არ აქვთ სულ თქვენი პრობლემისთვის არიან მანდ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ეს ჩემი ძმაა... საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს, ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია, თუმცა საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ" - რას წერს მოქალაქე?

"ეს ჩემი ძმაა... საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს, ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია, თუმცა საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ" - რას წერს მოქალაქე?

უკვე რამდენიმე თვეა, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პერიოდულად აქციას მართავენ. მშობლების მოთხოვნაა, სახელმწიფომ დააფინანსოს აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატი.

  • ცნობისთვის, აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით ხასიათდება. ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

პრეპარატი, რომელიც ბავშვებმა ყოველდღიურად ინექციურად უნდა მიიღონ, ძალიან ძვირი ღირს. მისი ფასი 10 ინექციისთვის 10 ათას აშშ დოლარს აღწევს. საქართველოს მშობელთა უმეტესობისთვის ეს თანხა, უბრალოდ, ხელმიუწვდომელია. ამ დაავადების მქონე სულ 16 ბავშვია საქართველოში, მათ შორის არის საბა ამინაშვილი, რომლის და, ანი ამინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ეს ჩემი ძმაა - საბა. ძალიან დიდხანს ვიფიქრე ეს წერილი გამომექვეყნებინა თუ არა, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე. საბას აქონდროდისპლაზიის დიაგნოზი აქვს და ამის გამო მთელი ბავშვობა უამრავი დაჟინებული მზერისა და უაზრო წამოძახილების ატანა გვიწევდა. საბა ამას არასდროს აქცევდა ყურადღებას, მე კიდევ ყველა წამოძახილის შემდეგ საკმაო დრო მჭირდებოდა ამ ყველაფრის დასავიწყებლად. ბავშვობაში სულ ვოცნებობდი ოქროს თევზზე, რომელსაც მხოლოდ ერთ სურვილს ჩავჩურჩულებდი. გავიდა ბევრი წელი და ოქროს თევზის გარეშეც გამოჩნდა წამალი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებს იმედს აძლევს. იმედს, რომ აღარ დასჭირდებათ უცხო ადამიანებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ გამოიყურებიან განსხვავებულად.

საბას დაბადებიდან თითქმის 21 წელი გავიდა.. სულ ვნერვიულობდი, რომ ჩვენს ქვეყანაში გაუჭირდებოდა ფეხზე მყარად დადგომა, მაგრამ დადგა და დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანია იმ საქმეში, რომელიც აირჩია. საბა კი შედგა, მაგრამ ასეთ ამბავს ძალიან იშვიათად მოისმენთ… საბამ გადალახა ის უდიდესი აგრესიისა და ინტერესის ტალღა, რომელიც მუდმივად მისკენ იყო მიმართული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე არ ხდება.

საბას მსგავსი ბავშვები დღეს წამალს ითხოვენ. წამალს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მათი რეალობა. დამიჯერეთ, როგორი ძლიერი ფსიქიკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, ის ყველაფერი, რისი გამოვლაც ამ ბავშვებს უწევთ, მთელი ცხოვრება თან გაჰყვებათ. მართალია, საბა უკვე ზრდასრულია და მისთვის ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ამ საოცარ ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება ჰქონდეთ არჩევნის უფლება", - წერს ანი ამინაშვილი.

ნახეთ ასევე: