ავტორი:

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბელგოროდი "შემთხვევით დაბომბა" - რას აცხადებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში (ფოტოები)

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბელგოროდი "შემთხვევით დაბომბა" - რას აცხადებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში (ფოტოები)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა გამანადგურებელმა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქი ბელგოროდი შემთხვევით დაბომბა.

რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, აფეთქების შედეგად, ქალაქის ცენტრში დაახლოებით, 20 მეტრის რადიუსის კრატერი დარჩა.

მისი თქმით, დაშავდა ორი ქალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, Su-34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა შემთხვევით ჩამოაგდო ბომბი.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ინციდენტი 20 აპრილს, ადგილობრივი დროით 22:15 საათზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.

ბელგოროდის მერმა ვალენტინ დემიდოვმა აფეთქების შედეგად დაზარალებული მოინახულა

ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაახლოებით 370 000 ადამიანი ცხოვრობს და უკრაინიდან 40 კმ-ის მანძილითაა დაშორებული. ბელგოროდის თავზე რეგულარულად დაფრინავენ უკრაინისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავები.