მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
"1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

1-ელი ივ­ლი­სი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი, ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, 200 ლარს მი­ი­ღე­ბენ. გაზ­რდილ დახ­მა­რე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით, 230 000-ზე მეტი ბავ­შვი მი­ი­ღებს, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბის გაზ­რდა­ზე, ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გა­მოწ­ვე­ვე­ბი რჩე­ბა, რო­მელ­თა და­საძ­ლე­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

"2022 წელს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ბავ­შვთა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა 50 ლა­რით გა­ი­ზარ­და და 150 ლარი შე­ად­გი­ნა. 2023 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბი, ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბის სა­ხით, 200 ლარს მი­ი­ღე­ბენ. პროგ­რა­მის ბი­უ­ჯე­ტი 500 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. გაზ­რდილ დახ­მა­რე­ბას კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 230 000-ზე მეტი ბავ­შვი მი­ი­ღებს. გა­ი­ზარ­და შშმ ბავ­შვე­ბი­სა და მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შშმ პი­რე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცე­მე­ლიც. 2023 წლი­დან, მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბი­სა და შშმ სტა­ტუ­სის მქო­ნე ბავ­შვე­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტი 65 ლა­რით გა­ი­ზარ­და და 340 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

ბავ­შვთა კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მსგავ­სი ტი­პის სო­ცი­ა­ლუ­რი გა­სა­ცე­მე­ლი 2012 წლამ­დე არ არ­სე­ბობ­და, დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
1

როგორ შეიძლება გეძინოს,როცა ამდენი ბავშვი მშიერია.ესენი მოსამართლეებიო,ძალაუფლებას ვერ იყოფენ.პარლამენტარებმა,რომელთა უმეტესობა მილიონერია,მთავრობის წევრები,რომელთა უმეტესობა მილიონერია,ბიზნესმენები...უბრალოდ შეძლებული მოქალაქეები გავერთიანდეთ და დავეხმაროთ გაჭირვებულებს.

!!!
19

ეს ციფრები არის გაბერილი და 230000 სოც დაუცველი ბავშვი არ იქნება კორუფციაა მანდაც !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

"1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

მისივე განცხადებით, გამოწვევები რჩება, რომელთა დასაძლევად ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

"2022 წელს, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას კი, დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს. გაიზარდა შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელიც. 2023 წლიდან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზარდა და 340 ლარით განისაზღვრა.

ბავშვთა კეთილდღეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავსი ტიპის სოციალური გასაცემელი 2012 წლამდე არ არსებობდა, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.