სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარისკო ეკონომია. ყველაფერი რაც "ნაცრისფერი" iPhone-ის შესახებ უნდა იცოდეთ
სარისკო ეკონომია. ყველაფერი რაც "ნაცრისფერი" iPhone-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ახა­ლი iPhone-ის ყიდ­ვა გა­და­წყვი­ტეთ? ალ­ბათ ფიქ­რობთ შე­ი­ძი­ნოთ თუ არა ის უფრო ია­ფად, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რე­სე­ლე­რე­ბის­გან. თან­ხის და­ზოგ­ვა სწო­რია, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე სჯობს კარ­გად აწონ-და­წო­ნოთ და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. არა­ლე­გა­ლუ­რი აი­ფო­ნე­ბის მთა­ვა­რი და ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა, ხელ­საყ­რე­ლი ფა­სია. სტა­ტი­ა­ში არა­ლე­გა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს გა­გაც­ნობთ.

"თეთ­რი" და "ნაც­რის­ფე­რი" - რა გან­სხვა­ვე­ბაა?

„თეთ­რი“ ანუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ჯე­ტე­ბი ის გა­ჯე­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე Apple-ის ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­სე­ლე­რებ­თან იყი­დე­ბა. მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ყიდ­ვე­ბის ლი­ცენ­ზია აქვთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თქვენს iPhone-ს გა­რან­ტი­ით, უფა­სოდ შე­ა­კე­თე­ბენ.

„ნაც­რის­ფე­რი“ გა­ჯე­ტე­ბი შე­მო­ტა­ნი­ლია არა­ლე­გა­ლუ­რად, ხში­რად კონ­ტრა­ბან­დის სა­ხით. ამ­გვა­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ყალ­ბია, ან ორი­გი­ნა­ლია რო­მე­ლიც სხვა ქვეყ­ნის­თვის არის წარ­მო­ე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როთ, რომ ეს უმ­ნიშ­ვნე­ლოა რად­გან iPhone-ი მა­ინც iPhone-ია, მაგ­რამ არ­სე­ბობს ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მიმ­წო­დე­ბე­ლი არა­სო­დეს გე­ტყვით.

არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­რან­ტია

ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მწარ­მო­ებ­ლის გა­რან­ტი­აა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 12 თვე მოქ­მე­დებს. პრობ­ლე­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ ოფი­ცი­ა­ლურ სერ­ვის­ცენ­ტრს - iSupport-ს, სა­დაც თქვენს მო­წყო­ბი­ლო­ბას ორი­გი­ნა­ლი სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ა­კე­თე­ბენ. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ iSupport-ის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი Apple სერ­თი­ფი­კა­ტის მფლო­ბე­ლია. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­ჯე­ტის შე­კე­თე­ბა დიდ დროს მო­ი­თხოვს, მას მსგავ­სი მო­დე­ლით "შემ­ცვლე­ლი ფონ­დი­დან" ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლე­რებ­თან, მსგავ­სი სერ­ვი­სი არ მოქ­მე­დებს. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ სმარ­ტფო­ნის ფა­სი­ან შე­კე­თე­ბას არა­ო­რი­გი­ნა­ლი სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბით. ხოლო თუ პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა თავი აა­რი­დონ შე­კე­თე­ბას, რად­გან გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია „დი­აგ­ნოს­ტი­კის დროს დად­გინ­დეს“ რომ მო­წყო­ბი­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ბრა­ლი იყო.

ამ­რი­გად, თან­ხის და­ზოგ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი ფული და­კარ­გოთ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ Apple-ის სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბა მხო­ლოდ იმ ქვე­ყა­ნა­ში ვრცელ­დე­ბა სა­დაც მას შე­ი­ძენთ. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში ნა­ყი­დი ტე­ლე­ფო­ნის გა­რან­ტია მოქ­მე­დებს მხო­ლოდ აშშ-ში.

iPhone-ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

ფიქ­რობთ რომ iPhone-ები ყველ­გან ერ­თნა­ი­რია? გე­ტყვით თუ რა­ტომ არ უნდა იყი­დოთ სმარ­ტფო­ნი ჩი­ნეთ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ უფრო ია­ფია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, iPhone-ებს თა­ვი­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი აქვს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნურ iPhone-ში შე­უძ­ლე­ბე­ლია კა­მე­რის ხმის გა­მორ­თვა, რად­გან ადა­მი­ა­ნის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ფა­რუ­ლად ვე­რა­ვინ შეძ­ლოს. Apple-ის ევ­რო­პულ სმარ­ტფო­ნებ­ში ყურ­სას­მე­ნე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხმის შე­ზღუდ­ვაა, ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ამე­რი­კა­ში iPhone 14-ს არ აქვს ფი­ზი­კუ­რი სიმ ბა­რა­თე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათ­თვის სლო­ტიც კი არ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ eSIM-ის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჩი­ნეთ­ში, eSIM-ი ზო­გა­დად აკ­რძა­ლუ­ლია, იქ მყიდ­ვე­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ მო­დელს ორი სიმ სლო­ტით. აზი­უ­რი iPhone-ების მფლო­ბე­ლე­ბი კი (გან­სა­კუთ­რე­ბით ტა­ი­ვა­ნუ­რი) ხში­რად უჩი­ვი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ცუდ ხა­რისხს და LTE-ის ნაკ­ლე­ბო­ბას. გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ამ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სიხ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბი. თუ თქვენ ხელ­ში ჩა­გი­ვარ­დე­ბათ მო­წყო­ბი­ლო­ბა UAE-დან, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რომ FaceTime-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ.

ასე რომ, სხვა ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი "ნაც­რის­ფე­რი" iPhone-ის ყიდ­ვა ყო­ველ­თვის ლა­ტა­რი­აა, რად­გან არ იცი რა შე­ზღუდ­ვას აღ­მო­ა­ჩენ. კი­დევ ერთი უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უცხო­ურ iPhone-ში შეგ­ხვდეთ, არის დამ­ტე­ნის სხვა სტან­დარ­ტი (თუ ის სა­ერ­თოდ შე­დის კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში). ადაპ­ტე­რის შე­ძე­ნა­ში კი და­კარ­გავთ დროს, ძა­ლის­ხმე­ვას და ფულს.

„დაბ­ლო­კი­ლი“ სმარ­ტფო­ნე­ბი

ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა iPhone-ები, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი ოპე­რა­ტო­რის სიმ ბა­რა­თით მუ­შა­ობს. მათი ფასი კი­დევ უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე "ნაც­რის­ფე­რი" პრო­დუქ­ცი­ის გამ­ყიდ­ვე­ლებ­თან.

თუ გა­გი­მარ­თლათ, მი­ი­ღებთ უკვე „განბ­ლო­კილ“ iPhone-ს. თუმ­ცა, ეს არ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბელ მო­მენ­ტში თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბის ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა: „SIM ბა­რა­თი არას­წო­რია“.

უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, გამ­ყიდ­ვე­ლის­გან მი­ი­ღებთ სმარ­ტფონს, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ ვერ გა­მო­ი­ყე­ნებთ. გა­ჭირ­დე­ბა დამ­ტკი­ცე­ბა, რომ თქვენ მიერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტი კარ­გი ხა­რის­ხი­საა და შე­ე­სა­ბა­მე­ბა დეკ­ლა­რი­რე­ბულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს (რა თქმა უნდა, თა­ვად აღ­წე­რი­ლო­ბა­ში მათ შე­იძ­ლე­ბა არ ახ­სე­ნონ iPhone-ის ასე­თი თვი­სე­ბა).

პრობ­ლე­მა­ტუ­რი ამ­ბა­ვია ოპე­რა­ტო­რე­ბის მიერ დაბ­ლო­კი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბიც. გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ კრე­დი­ტით იღე­ბენ ტე­ლე­ფონს, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­დი­ან. ამ­გვარ iPhone-ს მომ­ხმა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნებს, სა­ნამ ოპე­რა­ტო­რის მიერ არ და­იბ­ლო­კე­ბა სეს­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო. ასე რომ ცოტა თან­ხის და­ზოგ­ვით, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფერს კარ­გავთ.

ნა­წი­ლე­ბით აწყო­ბი­ლი მე­ო­რა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და აი­ფო­ნე­ბი

ია­ფ­ფა­სი­ა­ნი „ნაც­რის­ფე­რი“ iPhone-ის ყიდ­ვი­სას დიდი შან­სია მე­ო­რა­დი, შე­კე­თე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა მი­ი­ღოთ. მა­გა­ლი­თად, წინა მფლო­ბელ­მა რა­ი­მე მი­ზე­ზით (უფრო ხში­რად გა­უ­მარ­თა­ო­ბა) და­უბ­რუ­ნა იგი გამ­ყიდ­ველს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა შე­ა­კე­თეს, გა­მო­უც­ვა­ლეს კორ­პუ­სი, დისპლეი, ბა­ტა­რეა და შემ­დეგ გა­ყი­დეს და­ბალ ფა­სად.

ზო­გა­დად, ამ სქე­მა­ში ცუდი არა­ფე­რია, თუ თქვენ იცით ამის შე­სა­ხებ და შეგ­ნე­ბუ­ლად ყი­დუ­ლობთ გა­ნახ­ლე­ბულს. მაგ­რამ ხში­რად გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ასეთ გა­ჯე­ტებს ყი­დი­ან რო­გორც ახალს. თა­ნაც მა­ღალ ფა­სად. რამ­დენ ხანს იმუ­შა­ვებს ასე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა არა­ვინ იცის. კი­დევ უფრო უა­რე­სი, შე­საძ­ლე­ბე­ლია თქვე­ნი iPhone-ი AliExpress-ის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის­გან იყოს აწყო­ბი­ლი. ალ­ბათ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ YouTube-ზე ასო­ბით ვი­დე­ოა, თუ რო­გორ აწყო­ბენ გა­ჯე­ტებს ხე­ლით.

ორი­გი­ნა­ლი iPhone: სად ვი­ყი­დოთ და რო­გორ შე­ვა­მოწ­მოთ

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გზა iPhone-ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლე­რებ­თან შე­ძე­ნაა. კომ­პა­ნი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც Apple-ის ვებ­სა­იტ­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სერ­ვის­ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე - iSupport.ge. სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ შე­ა­მოწ­მოთ თუ რას ყი­დუ­ლობთ - ახალ ორი­გი­ნალ გა­ჯეტს გა­რან­ტი­ით, გა­ნახ­ლე­ბულ ან მე­ო­რად მო­წყო­ბი­ლო­ბას, თუ ყალბ iPhone-ს. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა სა­იტ­ზე შე­იყ­ვა­ნოთ მო­წყო­ბი­ლო­ბის IMEI.

*IMEI არის 15-ნიშ­ნა ნო­მე­რი, რო­მე­ლიც არის უნი­კა­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო იდენ­ტი­ფი­კა­ტო­რი მო­ბი­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­თვის. კოდი მო­თავ­სე­ბუ­ლია ქე­ი­სის უკა­ნა მხა­რეს, SIM ბა­რა­თის უჯ­რა­ზე, ყუთ­ზე, ასე­ვე მე­ნი­უ­ში "პა­რა­მეტ­რე­ბი - ზო­გა­დი - მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ" და მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში * # 06 #. iPhone-ის ყვე­ლა IMEI ერ­თმა­ნეთს უნდა ემ­თხვე­ო­დეს.

„ნაც­რის­ფე­რის“ გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან ახა­ლი iPhone-ის ყიდ­ვა ყო­ველ­თვის რის­კია. მზად ხართ ამ რის­კზე წახ­ვი­დეთ ფუ­ლის და­ზოგ­ვის მიზ­ნით? თუ არ გსურთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი, მი­მარ­თეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში Apple-ის ავ­ტო­რი­ზე­ბულ რე­სე­ლერ კომ­პა­ნი­ებს. შე­ი­ძი­ნეთ გო­ნივ­რუ­ლად და ისი­ა­მოვ­ნეთ!

iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
999
0

მზგავს ზღაპრებს ადრე, გოლეთიანი აკეთებდა ნოკიას ტელეფონებზე. რუხი ტელეფონი იყო რომელსაც გოლეთიანის მისაკრავი არ ქონდა. დაახლოებით 20-30% ძვირად ყიდდნენ მაგის გამო😁😁

ლალი
1

ანუ უეჭველი თქვენთან უნდა ვიყიდოთ თორემ ვაი თუ გაფუჭდა? წლებია ეფლს ვიყენებ და ერთ წელიწადში კი არა, 10-ში არ გაფუჭებულა არც ერთი. ასე რომ, ეგ გარანტია არავის არგია. 

ავტორი:

სარისკო ეკონომია. ყველაფერი რაც "ნაცრისფერი" iPhone-ის შესახებ უნდა იცოდეთ

სარისკო ეკონომია. ყველაფერი რაც "ნაცრისფერი" iPhone-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ახალი iPhone-ის ყიდვა გადაწყვიტეთ? ალბათ ფიქრობთ შეიძინოთ თუ არა ის უფრო იაფად, არაოფიციალური რესელერებისგან. თანხის დაზოგვა სწორია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე სჯობს კარგად აწონ-დაწონოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. არალეგალური აიფონების მთავარი და ალბათ ერთადერთი უპირატესობა, ხელსაყრელი ფასია. სტატიაში არალეგალური მოწყობილობების უარყოფით მხარეებს გაგაცნობთ.

"თეთრი" და "ნაცრისფერი" - რა განსხვავებაა?

„თეთრი“ ანუ ოფიციალური გაჯეტები ის გაჯეტებია, რომლებიც ქართულ ბაზარზე Apple-ის ავტორიზებულ რესელერებთან იყიდება. მათ ოფიციალური გაყიდვების ლიცენზია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში თქვენს iPhone-ს გარანტიით, უფასოდ შეაკეთებენ.

„ნაცრისფერი“ გაჯეტები შემოტანილია არალეგალურად, ხშირად კონტრაბანდის სახით. ამგვარი მოწყობილობები ხშირ შემთხვევაში ყალბია, ან ორიგინალია რომელიც სხვა ქვეყნისთვის არის წარმოებული. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უმნიშვნელოა რადგან iPhone-ი მაინც iPhone-ია, მაგრამ არსებობს ნიუანსები, რომლის შესახებაც არაოფიციალური მიმწოდებელი არასოდეს გეტყვით.

არანაირი ოფიციალური გარანტია

ოფიციალური წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მწარმოებლის გარანტიაა, რომელიც საქართველოში 12 თვე მოქმედებს. პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ოფიციალურ სერვისცენტრს - iSupport-ს, სადაც თქვენს მოწყობილობას ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით შეაკეთებენ. უნდა აღინიშნოს, რომ iSupport-ის ყველა სპეციალისტი Apple სერთიფიკატის მფლობელია. იმ შემთხვევაში, თუ გაჯეტის შეკეთება დიდ დროს მოითხოვს, მას მსგავსი მოდელით "შემცვლელი ფონდიდან" ჩაანაცვლებენ.

არაოფიციალურ რესელერებთან, მსგავსი სერვისი არ მოქმედებს. საუკეთესო შემთხვევაში შემოგთავაზებენ სმარტფონის ფასიან შეკეთებას არაორიგინალი სათადარიგო ნაწილებით. ხოლო თუ პრობლემა სერიოზულია, შეიძლება თავი აარიდონ შეკეთებას, რადგან გაცილებით მარტივია „დიაგნოსტიკის დროს დადგინდეს“ რომ მოწყობილობის დაზიანება მომხმარებლის ბრალი იყო.

ამრიგად, თანხის დაზოგვით, შეიძლება ბევრად მეტი ფული დაკარგოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ Apple-ის საგარანტიო მომსახურება მხოლოდ იმ ქვეყანაში ვრცელდება სადაც მას შეიძენთ. მაგალითად, აშშ-ში ნაყიდი ტელეფონის გარანტია მოქმედებს მხოლოდ აშშ-ში.

iPhone-ის რეგიონალური მახასიათებლები

ფიქრობთ რომ iPhone-ები ყველგან ერთნაირია? გეტყვით თუ რატომ არ უნდა იყიდოთ სმარტფონი ჩინეთში, მიუხედავად იმისა რომ უფრო იაფია. სინამდვილეში, iPhone-ებს თავისი თავისებურებები აქვს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, იაპონურ iPhone-ში შეუძლებელია კამერის ხმის გამორთვა, რადგან ადამიანის ფოტოს გადაღება ფარულად ვერავინ შეძლოს. Apple-ის ევროპულ სმარტფონებში ყურსასმენების მაქსიმალური ხმის შეზღუდვაა, ევროკავშირის კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ამერიკაში iPhone 14-ს არ აქვს ფიზიკური სიმ ბარათების მხარდაჭერა, მათთვის სლოტიც კი არ არის. შესაძლებელია მხოლოდ eSIM-ის გამოყენება. ჩინეთში, eSIM-ი ზოგადად აკრძალულია, იქ მყიდველებს სთავაზობენ მოდელს ორი სიმ სლოტით. აზიური iPhone-ების მფლობელები კი (განსაკუთრებით ტაივანური) ხშირად უჩივიან კომუნიკაციის ცუდ ხარისხს და LTE-ის ნაკლებობას. გასაკვირი არ არის, რადგან ამ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა სიხშირის სტანდარტები. თუ თქვენ ხელში ჩაგივარდებათ მოწყობილობა UAE-დან, მოსალოდნელია რომ FaceTime-თან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ.

ასე რომ, სხვა ქვეყნიდან იმპორტირებული "ნაცრისფერი" iPhone-ის ყიდვა ყოველთვის ლატარიაა, რადგან არ იცი რა შეზღუდვას აღმოაჩენ. კიდევ ერთი უსიამოვნო სიურპრიზი, რომელიც შეიძლება უცხოურ iPhone-ში შეგხვდეთ, არის დამტენის სხვა სტანდარტი (თუ ის საერთოდ შედის კომპლექტაციაში). ადაპტერის შეძენაში კი დაკარგავთ დროს, ძალისხმევას და ფულს.

„დაბლოკილი“ სმარტფონები

ზოგიერთ ქვეყანაში იყიდება iPhone-ები, რომლებიც კონკრეტული ოპერატორის სიმ ბარათით მუშაობს. მათი ფასი კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე "ნაცრისფერი" პროდუქციის გამყიდველებთან.

თუ გაგიმართლათ, მიიღებთ უკვე „განბლოკილ“ iPhone-ს. თუმცა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაზე შეუფერებელ მომენტში თქვენი მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდეს შეტყობინება: „SIM ბარათი არასწორია“.

უარეს შემთხვევაში, გამყიდველისგან მიიღებთ სმარტფონს, რომელსაც უბრალოდ ვერ გამოიყენებთ. გაჭირდება დამტკიცება, რომ თქვენ მიერ შეძენილი პროდუქტი კარგი ხარისხისაა და შეესაბამება დეკლარირებულ მახასიათებლებს (რა თქმა უნდა, თავად აღწერილობაში მათ შეიძლება არ ახსენონ iPhone-ის ასეთი თვისება).

პრობლემატური ამბავია ოპერატორების მიერ დაბლოკილი მოწყობილობებიც. გადამყიდველები საზღვარგარეთ კრედიტით იღებენ ტელეფონს, შემდეგ კი საქართველოში ყიდიან. ამგვარ iPhone-ს მომხმარებელი რამდენიმე თვის განმავლობაში იყენებს, სანამ ოპერატორის მიერ არ დაიბლოკება სესხის გადაუხდელობის გამო. ასე რომ ცოტა თანხის დაზოგვით, საბოლოოდ ყველაფერს კარგავთ.

ნაწილებით აწყობილი მეორადი მოწყობილობები და აიფონები

იაფფასიანი „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვისას დიდი შანსია მეორადი, შეკეთებული მოწყობილობა მიიღოთ. მაგალითად, წინა მფლობელმა რაიმე მიზეზით (უფრო ხშირად გაუმართაობა) დაუბრუნა იგი გამყიდველს, სპეციალისტებმა შეაკეთეს, გამოუცვალეს კორპუსი, დისპლეი, ბატარეა და შემდეგ გაყიდეს დაბალ ფასად.

ზოგადად, ამ სქემაში ცუდი არაფერია, თუ თქვენ იცით ამის შესახებ და შეგნებულად ყიდულობთ განახლებულს. მაგრამ ხშირად გადამყიდველები ასეთ გაჯეტებს ყიდიან როგორც ახალს. თანაც მაღალ ფასად. რამდენ ხანს იმუშავებს ასეთი მოწყობილობა არავინ იცის. კიდევ უფრო უარესი, შესაძლებელია თქვენი iPhone-ი AliExpress-ის სათადარიგო ნაწილებისგან იყოს აწყობილი. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ YouTube-ზე ასობით ვიდეოა, თუ როგორ აწყობენ გაჯეტებს ხელით.

ორიგინალი iPhone: სად ვიყიდოთ და როგორ შევამოწმოთ

ზემოაღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების ერთადერთი გარანტირებული გზა iPhone-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენაა. კომპანიების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია როგორც Apple-ის ვებსაიტზე, ასევე საქართველოში ავტორიზებული სერვისცენტრის ვებგვერდზე - iSupport.ge. სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თუ რას ყიდულობთ - ახალ ორიგინალ გაჯეტს გარანტიით, განახლებულ ან მეორად მოწყობილობას, თუ ყალბ iPhone-ს. ამისათვის საჭიროა საიტზე შეიყვანოთ მოწყობილობის IMEI.

*IMEI არის 15-ნიშნა ნომერი, რომელიც არის უნიკალური საერთაშორისო იდენტიფიკატორი მობილური აღჭურვილობისთვის. კოდი მოთავსებულია ქეისის უკანა მხარეს, SIM ბარათის უჯრაზე, ყუთზე, ასევე მენიუში "პარამეტრები - ზოგადი - მოწყობილობის შესახებ" და მოთხოვნის შემთხვევაში * # 06 #. iPhone-ის ყველა IMEI ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

„ნაცრისფერის“ გამყიდველებისგან ახალი iPhone-ის ყიდვა ყოველთვის რისკია. მზად ხართ ამ რისკზე წახვიდეთ ფულის დაზოგვის მიზნით? თუ არ გსურთ უსიამოვნო სიურპრიზები, მიმართეთ საქართველოში Apple-ის ავტორიზებულ რესელერ კომპანიებს. შეიძინეთ გონივრულად და ისიამოვნეთ!

iSpace, Alta, Elit Electronics, iPlus, iTechnics, Kontakt Home, iStore, Silknet.

R