საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან
შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

Netflix-ის დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლი, რო­მელ­შიც დე­დო­ფა­ლი კლე­ო­პატ­რა VII აფ­რი­კელ შავ­კა­ნი­ან ქა­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეგ­ვიპ­ტე­ში კრი­ტი­კის სა­გა­ნი გახ­და.

ად­ვო­კა­ტი მაჰ­მუდ ალ-სე­მა­რი "ნე­ტფ­ლიქსს" უჩი­ვის და სე­რი­ა­ლის, სა­ხე­ლად African Queens: Queen Cleopatra-ს შემ­ქმნე­ლებს სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვას, ასე­ვე "ეგ­ვიპ­ტუ­რი იდენ­ტო­ბის წაშ­ლას" ედა­ვე­ბა.

არ­ქე­ო­ლოგ­თა და მკვლე­ვარ­თა ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ კლე­ო­პატ­რას ღია ფე­რის კანი ჰქონ­და, თუმ­ცა ამ აზრს არ ეთან­ხმე­ბა სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი და ამ­ბობს, რომ სა­კა­მა­თოა, თუ რო­გო­რი იყო კლე­ო­პატ­რას კა­ნის ფერი.

უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და რა­სის­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე წე­რი­ლი მი­ი­ღო კლე­ო­პატ­რას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, მსა­ხი­ობ­მა ადელ ჯე­იმსმა, რო­მელ­მაც კრი­ტი­კო­სებს ასე უპა­სუ­ხა: "თუ არ მოგ­წონთ, შოუს არ უყუ­როთ".

სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი უილ სმი­ტის მე­უღ­ლე, ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტია. ის ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნი დე­დოფ­ლე­ბის შე­სა­ხებ იშ­ვი­ა­თად სა­უბ­რობს.

"ეს სა­კი­თხი არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, არა­მედ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის და ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობს ჯე­ი­და.

ჯე­ი­და პინ­კეტ სმი­ტი

ეგ­ვიპ­ტო­ლოგ­მა და ეგ­ვიპ­ტის სიძ­ვე­ლე­ე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ზაჰი ჰა­ვას­მა თქვა, რომ სე­რი­ალ­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი ყალ­ბია.

"ეს სრუ­ლი­ად ყალ­ბია. წყა­რო­ე­ბი­დან ჩანს მისი წარ­მო­მავ­ლო­ბა. მას ღია ფე­რის კანი ჰქონ­და და არა შავი", - აცხა­დებს ჰა­ვა­სი. ეგ­ვიპ­ტე­ში მო­ი­თხო­ვენ, რომ "მი­ი­ღონ სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბი და Netfllix-ის სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მა ქვე­ყა­ნა­ში და­იბ­ლო­კოს."

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

კლეოპატრა პტოლემეოსის გვარიდან იყო, ბერძენი. ასე რომ თქვენ განსაჯეთ. 

დავით
0

რომელი ეგვიპტური იდენტიტეტი???

ის ეგვიპტე 2500 წელია აღარ არსებობს

და

ეს ეგვიპტე არაბულია!!!!

სახელი დარჩა

შინაარსი არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

შავკანიანი დედოფალი კლეოპატრა - Netflix-ის სერიალის სკანდალური დეტალები: კომპანიას "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავებიან

Netflix-ის დოკუმენტური სერიალი, რომელშიც დედოფალი კლეოპატრა VII აფრიკელ შავკანიან ქალადაა წარმოდგენილი, ეგვიპტეში კრიტიკის საგანი გახდა.

ადვოკატი მაჰმუდ ალ-სემარი "ნეტფლიქსს" უჩივის და სერიალის, სახელად African Queens: Queen Cleopatra-ს შემქმნელებს სტანდარტების დარღვევას, ასევე "ეგვიპტური იდენტობის წაშლას" ედავება.

არქეოლოგთა და მკვლევართა ნაწილი ამბობს, რომ კლეოპატრას ღია ფერის კანი ჰქონდა, თუმცა ამ აზრს არ ეთანხმება სერიალის პროდიუსერი და ამბობს, რომ საკამათოა, თუ როგორი იყო კლეოპატრას კანის ფერი.

უამრავი შეურაცხმყოფელი და რასისტული შინაარსის მქონე წერილი მიიღო კლეოპატრას როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ადელ ჯეიმსმა, რომელმაც კრიტიკოსებს ასე უპასუხა: "თუ არ მოგწონთ, შოუს არ უყუროთ".

სერიალის პროდიუსერი უილ სმიტის მეუღლე, ჯეიდა პინკეტ სმიტია. ის ამბობს, რომ საზოგადოება ფერადკანიანი დედოფლების შესახებ იშვიათად საუბრობს.

"ეს საკითხი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქალიშვილისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ჯეიდა.

ჯეიდა პინკეტ სმიტი

ეგვიპტოლოგმა და ეგვიპტის სიძველეების ყოფილმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა თქვა, რომ სერიალში გადმოცემული ამბავი ყალბია.

"ეს სრულიად ყალბია. წყაროებიდან ჩანს მისი წარმომავლობა. მას ღია ფერის კანი ჰქონდა და არა შავი", - აცხადებს ჰავასი. ეგვიპტეში მოითხოვენ, რომ "მიიღონ სამართლებრივი ზომები და Netfllix-ის სერვისებზე წვდომა ქვეყანაში დაიბლოკოს."

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა