საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები marvel-ის სუპერგმირებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი
საინტერესო ფაქტები marvel-ის სუპერგმირებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

დღეს Marvel არ არის მხო­ლოდ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გრა­ფი­კულ ნო­ვე­ლებს ქმნის. ის კო­მიქ­სე­ბის კულ­ტუ­რის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი აგ­რე­გა­ტო­რია, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვო­ბი­სა და მო­ზარ­დო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს.

სა­კუ­თა­რი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სამ­ყა­რო, სუ­პერ­გმი­რე­ბი და ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი, ჭეშ­მა­რი­ტი მე­გობ­რო­ბი­სა და ღა­ლა­ტის ის­ტო­რი­ე­ბი - ამ ყვე­ლა­ფერს Marvel-ის კორ­პო­რა­ცია 10 წელ­ზე მე­ტია ქმნის. Marvel-ის სა­ო­ცა­რი პო­პუ­ლა­რო­ბის გამო გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა სუ­პერ­გმი­რე­ბის ფი­გუ­რებ­ზე. ყვე­ლა ბავ­შვი და მო­ზარ­დი ოც­ნე­ბობ­და საყ­ვა­რე­ლი გმი­რე­ბით თა­მაშ­ზე. სწო­რედ მათ­თვის ამე­რი­კულ­მა ბრენდმა Hasbro -მ, „მარ­ვე­ლის“ ცნო­ბი­ლი კო­მიქ­სე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის მი­ხედ­ვით ფი­გუ­რე­ბის ხაზი - Marvel Legends შექ­მნა. ბრენ­დს მრა­ვალ­წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი დღემ­დე აგ­რო­ვებს მის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბის რეტ­რო თუ ახალ კო­ლექ­ცი­ებს.

1. კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბი­სას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ფორ­მა­ლურ ნე­იტ­რა­ლი­ტეტს იცავ­და, რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც კი, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, ჰქონ­დათ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის გან­ცდა. სას­ტი­კი ევ­რო­პე­ლი დიქ­ტა­ტო­რე­ბი და მი­ლი­ტა­რის­ტე­ბი ია­პო­ნი­ი­დან ბო­რო­ტი ან­ტიგ­მი­რე­ბის შე­საქ­მნე­ლად მზა სა­ხე­ე­ბი იყ­ვნენ. რჩე­ბო­და მხო­ლოდ სუ­პერ­გმი­რის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხებ­და ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მედს და მკი­თხველს ნა­თე­ლი მო­მავ­ლი­სა და მშვი­დო­ბის იმედს მის­ცემ­და. ასე და­ი­ბა­და კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა 1941 წელს, Captain America Comics #1-ში. მისი ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი და ზო­ლე­ბი­ა­ნი კოს­ტი­უ­მი და ფარი - ამე­რი­კის მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გმი­რი გახ­და. საკ­მა­ოდ მოკ­ლე დრო­ში, კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­და და დღე­საც იგი ბავ­შვე­ბის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სუ­პერ­გმი­რია.

2. თორი

Marvel-ის კო­მიქ­სე­ბის ეს პერ­სო­ნა­ჟი პრო­ტო­ტი­პია ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ჭექა-ქუ­ხი­ლის ღმერ­თი­სა გერ­მა­ნულ-სკან­დი­ნა­ვი­უ­რი მი­თო­ლო­გი­ი­დან. მისი ავ­ტო­რე­ბი Marvel-ში იყ­ვნენ: რე­დაქ­ტო­რი სტენ ლი, სცე­ნა­რის­ტი ლარი ლი­ბე­რი და მხატ­ვა­რი ჯეკ კირ­ბი. თორი კო­მიქსში პირ­ვე­ლად 1962 წელს გა­მოჩ­ნდა - Journey into Mystery #83. ბევ­რმა არ იცის, რომ თო­რის ყოვ­ლის­შემ­ძლე ჩა­ქუ­ჩი 19 კგ-ზე მეტს არ იწო­ნის. ადა­მი­ა­ნებს მისი ხელ­ში აღე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ იმი­ტომ, რომ არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ მას და არა იმის გამო, რომ ჩა­ქუ­ჩი წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მეა.

3. ადა­მი­ა­ნი ობო­ბა

ფან­ტას­ტი­კუ­რი ოთხე­უ­ლის სე­რი­ის გა­მოს­ვლი­დან 1 წლის შემ­დეგ სტენ ლიმ და სტივ დიტ­კომ ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო სუ­პერ­გმი­რი - ადა­მი­ა­ნი ობო­ბა (spiderman) შექ­მნეს. პი­ტერ პარ­კე­რი პირ­ვე­ლად 1962 წელს, Amazing Fantasy #15-ში გა­მოჩ­ნდა და მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­ი­პო­ვა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და მშვი­დი ბი­ჭის კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვით მი­ი­ღო სუ­პერ ძალა, ბევრ თი­ნე­ი­ჯერს მო­ე­წო­ნა. პი­ტერ პარ­კე­რის პო­პუ­ლა­რო­ბა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იყო, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი მას ეპო­ქის სა­ხედ მი­იჩ­ნევ­დნენ, რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ბობ დი­ლან­სა ან ჩე გე­ვა­რას. წარ­მო­უდ­გენ­ლად მა­ღალ­მა გა­ყიდ­ვებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ მა­ლე­ვე ადა­მი­ან ობო­ბა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­მიქ­სე­ბი გა­მო­ი­ცა.

4. რკი­ნის კაცი/ტონი სტარ­კი

ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ ტონი სტარ­კი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და ტექ­ნო­ფო­ბი­ას. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც მის­მა ერთ-ერ­თმა კოს­ტი­უმ­მა შე­ი­ძი­ნა სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბა და ცდი­ლობ­და პატ­რო­ნის გა­დაყ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ გა­წი­რა თავი ტო­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად. ტონი კი­დევ უფრო ტექ­ნო­ფი­ლი გახ­და, რო­დე­საც ექ­სტრე­მი­სის ვირუ­სი გა­მო­ი­ყე­ნა სამ­კურ­ნა­ლოდ. ის არა მხო­ლოდ გა­ნი­კურ­ნა, არა­მედ ის­წავ­ლა ტექ­ნი­კის კონ­ტრო­ლი გო­ნე­ბით და გა­მო­ი­ყე­ნა იგი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კოს­ტი­უ­მის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

5. ჰალ­კი

ჰალკს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის და­ნახ­ვის უნა­რი აქვს. მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი­სა და სხვა უხი­ლა­ვი არ­სე­ბე­ბის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლად არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ახ­სნი­ლი კო­მიქსში, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამის მი­ზე­ზი გმი­რის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა. მას ასე­ვე შე­უძ­ლია მო­ახ­დი­ნოს ნამ­დვი­ლი დოქ­ტორ სტრე­ინ­ჯის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მისი ილუ­ზი­ე­ბი­დან და იგ­რძნოს მისი ას­ტრა­ლუ­რი ფორ­მა. ასე­ვე, ჰალკს შე­უძ­ლია წყალ­ქვეშ სუნ­თქვა.

6. დოქ­ტო­რი სტრე­ინ­ჯი

დოქ­ტო­რი სტი­ვენ სტრე­ინ­ჯი, ცნო­ბი­ლი, რო­გორც დე­და­მი­წის მის­ტი­კუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ოს­ტა­ტი, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ჯა­დო­ქა­რია მარ­ვე­ლის სამ­ყა­რო­ში. ის 1963 წელს გა­მოჩ­ნდა კო­მიქ­სებ­ში. მას შე­უძ­ლია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სუ­პერ­ქმე­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ფრე­ნა, ტე­ლე­პორ­ტა­ცია, ტე­ლე­კი­ნე­ზი, ტრან­სმუ­ტა­ცია, შე­ლოც­ვე­ბი, დრო­ი­სა და სივ­რცის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და, რა თქმა უნდა, ას­ტრა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. მას ასე­ვე შე­უძ­ლია ჯა­დოს­ნუ­რი ჭან­ჭი­კე­ბის ხე­ლი­დან გა­მოშ­ვე­ბა. ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზარ­მა­ზა­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან. სტრე­ინ­ჯის ძალა მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, რაც სი­უ­ჟეტს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ ისი­ნი ძლი­ერ შე­იც­ვა­ლა და გა­ფარ­თოვ­და ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. დოქ­ტორ სტრე­ინ­ჯი ილუ­მი­ნა­ტე­ბის ზე­ბუ­ნებ­რივ საქ­მე­ებს ეწე­ვა და მათი სა­ხე­ლით იცავს „სუ­ლის მარ­გა­ლიტს“.

მათ­თვის, ვინც Marvel-ის გმი­რე­ბის კო­ლექ­ცი­ას აგ­რო­ვებს, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა xs toys შეგ­რო­ვე­ბის კამ­პა­ნია და­ი­წყო, რო­მე­ლიც აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

xs toys- „XS სა­თა­მა­შო­ე­ბი“ Hasbro-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქსელ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფი­გუ­რე­ბი ორი­გი­ნა­ლი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­საა.

„რო­მე­ლი გმი­რი ხარ?“ - ასე­თია კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნი, რო­მელ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია და სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის­გან შედ­გე­ბა:

  1. თქვენ უნდა მო­ი­წო­ნოთ ვი­დეო xs toys-ს „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე;
  2. მო­ნიშ­ნოთ კო­მენ­ტარ­ში მი­ნი­მუმ ორი მე­გო­ბა­რი;
  3. გა­და­ი­ღოთ ფოტო საყ­ვა­რე­ლი გმი­რის პოს­ტერ­თან, სა­თა­მა­შოს­თან ან ნე­ბის­მი­ერ აქ­სე­სუ­არ­თან ერ­თად;
  4. ატ­ვირ­თოთ ფოტო ამა­ვე ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში და და­აგ­რო­ვოთ ყვე­ლა­ზე მეტი მო­წო­ნე­ბა.

გა­თა­მა­შე­ბა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 30 აპ­რილს გა­მოვ­ლინ­დე­ბა და სა­ჩუქ­რად Hasbro-ს სუ­პერ გმი­რე­ბის ბოქ­სი გა­და­ე­ცე­მა. გა­თა­მა­შე­ბა და­წყე­ბუ­ლია. გა­და­ი­ღე ფოტო მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სუ­პერ­გმი­რებ­თან და ჩა­ერ­თე ყვე­ლა­ზე მხი­ა­რულ კამ­პა­ნი­ა­ში!

კო­მიქ­სე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა კი აუ­ცი­ლებ­ლად ადევ­ნეთ თვა­ლი xs toys-ს „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერდს მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, xs toys-ი კო­მიქ­სე­ბის პოს­ტე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

საინტერესო ფაქტები marvel-ის სუპერგმირებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

საინტერესო ფაქტები marvel-ის სუპერგმირებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდი

დღეს Marvel არ არის მხოლოდ კომპანია, რომელიც გრაფიკულ ნოველებს ქმნის. ის კომიქსების კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი აგრეგატორია, რომელიც ბევრისთვის ბედნიერი ბავშვობისა და მოზარდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

საკუთარი კინემატოგრაფიული სამყარო, სუპერგმირები და ბოროტმოქმედები, ჭეშმარიტი მეგობრობისა და ღალატის ისტორიები - ამ ყველაფერს Marvel-ის კორპორაცია 10 წელზე მეტია ქმნის. Marvel-ის საოცარი პოპულარობის გამო გაჩნდა მოთხოვნა სუპერგმირების ფიგურებზე. ყველა ბავშვი და მოზარდი ოცნებობდა საყვარელი გმირებით თამაშზე. სწორედ მათთვის ამერიკულმა ბრენდმა Hasbro -მ, „მარველის“ ცნობილი კომიქსების პერსონაჟების მიხედვით ფიგურების ხაზი - Marvel Legends შექმნა. ბრენდს მრავალწლიანი ისტორია აქვს და უამრავი ადამიანი დღემდე აგროვებს მის მიერ გამოშვებული ფიგურების რეტრო თუ ახალ კოლექციებს.

1. კაპიტანი ამერიკა

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას შეერთებული შტატები ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა, რიგით მოქალაქეებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკოსებზე, ჰქონდათ მოახლოებული კატასტროფის განცდა. სასტიკი ევროპელი დიქტატორები და მილიტარისტები იაპონიიდან ბოროტი ანტიგმირების შესაქმნელად მზა სახეები იყვნენ. რჩებოდა მხოლოდ სუპერგმირის მოფიქრება, რომელიც დაამარცხებდა ყველა ბოროტმოქმედს და მკითხველს ნათელი მომავლისა და მშვიდობის იმედს მისცემდა. ასე დაიბადა კაპიტანი ამერიკა 1941 წელს, Captain America Comics #1-ში. მისი ვარსკვლავებიანი და ზოლებიანი კოსტიუმი და ფარი - ამერიკის მთავრობის საკუთრება იყო, რომელიც ეროვნული გმირი გახდა. საკმაოდ მოკლე დროში, კაპიტანი ამერიკა უზომოდ პოპულარული პერსონაჟი გახდა და დღესაც იგი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი სუპერგმირია.

2. თორი

Marvel-ის კომიქსების ეს პერსონაჟი პროტოტიპია ამავე სახელწოდების ჭექა-ქუხილის ღმერთისა გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგიიდან. მისი ავტორები Marvel-ში იყვნენ: რედაქტორი სტენ ლი, სცენარისტი ლარი ლიბერი და მხატვარი ჯეკ კირბი. თორი კომიქსში პირველად 1962 წელს გამოჩნდა - Journey into Mystery #83. ბევრმა არ იცის, რომ თორის ყოვლისშემძლე ჩაქუჩი 19 კგ-ზე მეტს არ იწონის. ადამიანებს მისი ხელში აღება არ შეუძლიათ იმიტომ, რომ არ იმსახურებენ მას და არა იმის გამო, რომ ჩაქუჩი წარმოუდგენლად მძიმეა.

3. ადამიანი ობობა

ფანტასტიკური ოთხეულის სერიის გამოსვლიდან 1 წლის შემდეგ სტენ ლიმ და სტივ დიტკომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სუპერგმირი - ადამიანი ობობა (spiderman) შექმნეს. პიტერ პარკერი პირველად 1962 წელს, Amazing Fantasy #15-ში გამოჩნდა და მომენტალურად მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა. მოკრძალებული და მშვიდი ბიჭის კონცეფცია, რომელმაც შემთხვევით მიიღო სუპერ ძალა, ბევრ თინეიჯერს მოეწონა. პიტერ პარკერის პოპულარობა იმდენად მაღალი იყო, რომ ახალგაზრდები მას ეპოქის სახედ მიიჩნევდნენ, როგორც, მაგალითად, ბობ დილანსა ან ჩე გევარას. წარმოუდგენლად მაღალმა გაყიდვებმა განაპირობა ის, რომ მალევე ადამიან ობობაზე დამოუკიდებელი კომიქსები გამოიცა.

4. რკინის კაცი/ტონი სტარკი

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ტონი სტარკი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიცდიდა ტექნოფობიას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა კოსტიუმმა შეიძინა საკუთარი გონება და ცდილობდა პატრონის გადაყვარებას, მაგრამ საბოლოოდ გაწირა თავი ტონის გადასარჩენად. ტონი კიდევ უფრო ტექნოფილი გახდა, როდესაც ექსტრემისის ვირუსი გამოიყენა სამკურნალოდ. ის არა მხოლოდ განიკურნა, არამედ ისწავლა ტექნიკის კონტროლი გონებით და გამოიყენა იგი განახლებული კოსტიუმის გასაკონტროლებლად.

5. ჰალკი

ჰალკს მოჩვენებების დანახვის უნარი აქვს. მოჩვენებებისა და სხვა უხილავი არსებების დანახვის შესაძლებლობა სრულად არასოდეს ყოფილა ახსნილი კომიქსში, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი გმირის გაძლიერებული გრძნობაა. მას ასევე შეუძლია მოახდინოს ნამდვილი დოქტორ სტრეინჯის იდენტიფიცირება მისი ილუზიებიდან და იგრძნოს მისი ასტრალური ფორმა. ასევე, ჰალკს შეუძლია წყალქვეშ სუნთქვა.

6. დოქტორი სტრეინჯი

დოქტორი სტივენ სტრეინჯი, ცნობილი, როგორც დედამიწის მისტიკური ხელოვნების ოსტატი, ყველაზე ძლიერი ჯადოქარია მარველის სამყაროში. ის 1963 წელს გამოჩნდა კომიქსებში. მას შეუძლია წარმოუდგენელი სუპერქმედებები, როგორიცაა ფრენა, ტელეპორტაცია, ტელეკინეზი, ტრანსმუტაცია, შელოცვები, დროისა და სივრცის მანიპულირება და, რა თქმა უნდა, ასტრალური მოგზაურობა. მას ასევე შეუძლია ჯადოსნური ჭანჭიკების ხელიდან გამოშვება. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია შესაძლებლობების უზარმაზარი ჩამონათვალიდან. სტრეინჯის ძალა მოიცავს ყველაფერს, რაც სიუჟეტს მოითხოვს, ამიტომ ისინი ძლიერ შეიცვალა და გაფართოვდა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. დოქტორ სტრეინჯი ილუმინატების ზებუნებრივ საქმეებს ეწევა და მათი სახელით იცავს „სულის მარგალიტს“.

მათთვის, ვინც Marvel-ის გმირების კოლექციას აგროვებს, სათამაშოების მაღაზიათა ქსელმა xs toys შეგროვების კამპანია დაიწყო, რომელიც აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

xs toys- „XS სათამაშოები“ Hasbro-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქსელში წარმოდგენილი ფიგურები ორიგინალი და უმაღლესი ხარისხისაა.

„რომელი გმირი ხარ?“ - ასეთია კამპანიის სლოგანი, რომელში მონაწილეობა საკმაოდ მარტივია და სულ რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება:

  1. თქვენ უნდა მოიწონოთ ვიდეო xs toys-ს „ფეისბუქის“ გვერდზე;
  2. მონიშნოთ კომენტარში მინიმუმ ორი მეგობარი;
  3. გადაიღოთ ფოტო საყვარელი გმირის პოსტერთან, სათამაშოსთან ან ნებისმიერ აქსესუართან ერთად;
  4. ატვირთოთ ფოტო ამავე ვიდეოს კომენტარებში და დააგროვოთ ყველაზე მეტი მოწონება.

გათამაშებაში გამარჯვებული 30 აპრილს გამოვლინდება და საჩუქრად Hasbro-ს სუპერ გმირების ბოქსი გადაეცემა. გათამაშება დაწყებულია. გადაიღე ფოტო მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სუპერგმირებთან და ჩაერთე ყველაზე მხიარულ კამპანიაში!

კომიქსების მოყვარულებმა კი აუცილებლად ადევნეთ თვალი xs toys-ს „ფეისბუქის“ გვერდს მთელი თვის განმავლობაში, xs toys-ი კომიქსების პოსტერებთან დაკავშირებულ, ძალიან საინტერესო აქტივობაში ჩასართავად.