საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)
უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)

უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ში, 19 აპ­რილს, ად­გი­ლობ­რი­ვი დროთ 22:00 სა­ათ­ზე უჩ­ვე­უ­ლო ნა­თე­ბა და­ა­ფიქ­სი­რეს. გაჩ­ნდა არა­ერ­თი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია და სპე­კუ­ლა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რას უკავ­შირ­დე­ბო­და ნა­თე­ბა.

  • კი­ევ­ში ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­საძ­ლოა, ეს ყო­ფი­ლი­ყო ნასა-ს თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე და­ე­ცა, თუმ­ცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში აღ­ნიშ­ნულს უარ­ყო­ფენ და ამ­ბო­ბენ, რომ როცა უკ­რა­ი­ნა­ში უჩ­ვე­უ­ლო ნა­თე­ბა შე­ნიშ­ნეს, მა­შინ თა­ნამ­გზავ­რი ჯერ კი­დევ ორ­ბი­ტა­ზე იყო.

უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, შე­საძ­ლოა, მე­ტე­ო­რის ჩა­მო­ვარ­დნას ეხე­ბო­დეს საქ­მე. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ეს არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად.

"ნა­თე­ბის დროს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გა­აქ­ტი­ურ­და, მაგ­რამ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა არ მოქ­მე­დებ­და", - გა­ნა­ცხა­და კი­ე­ვის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ ამ კვი­რის და­სა­წყის­ში გა­მო­ა­ცხა­და, რომ 300 კგ-იანი თა­ნამ­გზავ­რი ოთხშა­ბათს შე­ვი­დო­და ატ­მოს­ფე­რო­ში. კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რი, რო­მე­ლიც მზე­ზე აფეთ­ქე­ბე­ბის და­საკ­ვირ­ვებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, 2002 წელს გა­უშ­ვეს ორ­ბი­ტა­ზე. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ნასა-ს ცნო­ბით, თა­ნამ­გზავ­რი ჯერ კი­დევ ორ­ბი­ტა­ზე იყო იმ მო­მენ­ტში, როცა ნა­თე­ბა გა­მოჩ­ნდა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია სავ­სეა თე­ო­რი­ე­ბით, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო უჩ­ვე­უ­ლო ნა­თე­ბა. ზო­გი­ერ­თმა ის უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­საც კი და­უ­კავ­ში­რა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
32

იქ მყოფი წმინდა ნაცები ამაღლდნენ და განათდნენ. :) :)

!!!
22

მიხო გამოფრინდა ვივა-მედიდან,არ გაგიგიათ ხაბეს თავგანწირული ბრძოლა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)

უჩვეულო ნათება კიევის ცაზე - რამ გამოიწვია ის და რა თეორიები ვრცელდება (ვიდეო)

უკრაინის დედაქალაქ კიევში, 19 აპრილს, ადგილობრივი დროთ 22:00 საათზე უჩვეულო ნათება დააფიქსირეს. გაჩნდა არაერთი შეთქმულების თეორია და სპეკულაცია იმის შესახებ, თუ რას უკავშირდებოდა ნათება.

  • კიევში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ნასა-ს თანამგზავრი, რომელიც დედამიწაზე დაეცა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტოში აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ როცა უკრაინაში უჩვეულო ნათება შენიშნეს, მაშინ თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო.

უკრაინის საჰაერო ძალების ვარაუდით, შესაძლოა, მეტეორის ჩამოვარდნას ეხებოდეს საქმე. ისინი ირწმუნებიან, რომ ეს არ იყო გამოწვეული რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

"ნათების დროს საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი გააქტიურდა, მაგრამ საჰაერო თავდაცვა არ მოქმედებდა", - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 300 კგ-იანი თანამგზავრი ოთხშაბათს შევიდოდა ატმოსფეროში. კოსმოსური თანამგზავრი, რომელიც მზეზე აფეთქებების დასაკვირვებლად გამოიყენებოდა, 2002 წელს გაუშვეს ორბიტაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნასა-ს ცნობით, თანამგზავრი ჯერ კიდევ ორბიტაზე იყო იმ მომენტში, როცა ნათება გამოჩნდა.

უკრაინული სოციალური მედია სავსეა თეორიებით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო უჩვეულო ნათება. ზოგიერთმა ის უცხოპლანეტელებსაც კი დაუკავშირა.