მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ
"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ

SpaceX-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კი Fox News-ის წამ­ყვანს, ტა­კერ კარლ­სონს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­ზე ესა­უბ­რა. მას­კის თქმით, იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ სამ­ყა­რო­ში, დე­და­მი­წის გარ­და რო­მე­ლი­მე სხვა პლა­ნე­ტა­ზე სი­ცო­ცხლეა.

"ბევ­რი მე­კი­თხე­ბა იმას, თუ სად არი­ან უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი. ვფიქ­რობ, ვინ­მემ მარ­თლაც რომ იცო­დეს დე­და­მი­წა­ზე უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ეს მე ვიქ­ნე­ბო­დი.

დიახ, კოს­მო­სის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვიცი, თუმ­ცა ჩვე­ნი პლა­ნე­ტის გარ­და სად­მე სხვა­გან სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჯერ არ მი­ნა­ხავს. ეს რომ გა­მე­გო, იმ წუ­თას­ვე დავ­პოს­ტავ­დი "ტვი­ტერ­ზე". ეს ალ­ბათ ყვე­ლა დრო­ის ტოპ-ტვი­ტი იქ­ნე­ბო­და. ჯეკპო­ტი 8-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ლა­ი­ქით."

მასკს არ სჯე­რა იმ თე­ო­რი­ის, რომ აშშ-ს მთავ­რო­ბას უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის შე­სა­ხებ რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია აქვს და ამას ხალ­ხის­გან მა­ლავს. ილო­ნის აზ­რით, სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თლაც რომ ჰქო­ნო­და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­ზე რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, "მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მტრე­ბად გა­აც­ნობ­დნენ, რათა სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბის­თვის მარ­ტი­ვად აენ­თოთ მწვა­ნე შუქი". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მასკს იმე­დი აქვს, რომ პა­ტა­რა მწვა­ნე კა­ცუ­ნე­ბი რე­ა­ლუ­რე­ბი არი­ან და რაც მთა­ვა­რია, მე­გობ­რუ­ლე­ბი.

"ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შემ­ქმნე­ლე­ბი თვი­თონ კა­ცობ­რი­ო­ბაა, და არა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა. მას­კი იმას გუ­ლის­ხმობს, რომ შო­ბა­დო­ბა მას­შტა­ბუ­რა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი 9 შვი­ლის მა­მაა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საჭირო სიმართლე!!!!!
3

ილონ მასკი არის თანამედროვეობის უნიკალური მოვლენა ნიჭიერი ადამიანი!!!! ავიღოთ ""უცხო პლანეტელები!! იგივე " ამო"! ეს ისეთი საინფორმაციო პრიდუქტია! ჩვენ არა გვჯერა! კონტრ პასუხი!! ვისაც გვჯერა გ ა გ ვ ა ტ ა რ ე თ!

ნინო
4

მიხარია, რომ თქვენც ჩემს აზრს იზიარებთ,ბატონო ილონ, კაცობრიობა და, დავუმატებდი -ტექნოლოგიებია ყველაზე დიდი მტერი ადამიანის, მაგრამ მერე რა, ჩვენ რომ ვიტყვით, შეიჩვლება რამე?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ

"ეს რომ გამეგო, მაშინვე დავპოსტავდი "ტვიტერზე" - რას ამბობს ილონ მასკი უცხოპლანეტელების შესახებ

SpaceX-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ილონ მასკი Fox News-ის წამყვანს, ტაკერ კარლსონს უცხოპლანეტელებზე ესაუბრა. მასკის თქმით, იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ სამყაროში, დედამიწის გარდა რომელიმე სხვა პლანეტაზე სიცოცხლეა.

"ბევრი მეკითხება იმას, თუ სად არიან უცხოპლანეტელები. ვფიქრობ, ვინმემ მართლაც რომ იცოდეს დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ, ეს მე ვიქნებოდი.

დიახ, კოსმოსის შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუმცა ჩვენი პლანეტის გარდა სადმე სხვაგან სიცოცხლის არსებობის შესახებ მტკიცებულება ჯერ არ მინახავს. ეს რომ გამეგო, იმ წუთასვე დავპოსტავდი "ტვიტერზე". ეს ალბათ ყველა დროის ტოპ-ტვიტი იქნებოდა. ჯეკპოტი 8-მილიარდიანი ლაიქით."

მასკს არ სჯერა იმ თეორიის, რომ აშშ-ს მთავრობას უცხოპლანეტელების შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვს და ამას ხალხისგან მალავს. ილონის აზრით, სახელმწიფოს მართლაც რომ ჰქონოდა უცხოპლანეტელებზე რაიმე სახის ინფორმაცია, "მათ საზოგადოებას მტრებად გააცნობდნენ, რათა სამხედრო ხარჯებისთვის მარტივად აენთოთ მწვანე შუქი". მიუხედავად ამისა, მასკს იმედი აქვს, რომ პატარა მწვანე კაცუნები რეალურები არიან და რაც მთავარია, მეგობრულები.

"ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელები თვითონ კაცობრიობაა, და არა უცხოპლანეტელები",- განაცხადა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა. მასკი იმას გულისხმობს, რომ შობადობა მასშტაბურადაა შემცირებული, თავად ბიზნესმენი 9 შვილის მამაა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა