მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვირაში ინფიცირების რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე და ერთეული გარდაცვალება - როგორია ეპიდვითარება საქართველოში: რას აცხადებს ალექსანდრე გოგინავა
კვირაში ინფიცირების რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე და ერთეული გარდაცვალება -  როგორია ეპიდვითარება საქართველოში: რას აცხადებს ალექსანდრე გოგინავა

ბოლო 2 თვეა, რაც ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდ­ვი­თა­რე­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა, ამის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ გვაქვს,- ასე აფა­სებს ეპიდ­ვი­თა­რე­ბას ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა.

რო­გორც ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა გან­მარ­ტავს, ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნის“ სხვა­დას­ხვა ქვეშ­ტა­მი ცირ­კუ­ლი­რებს, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც მსუ­ბუ­ქია.

"ბოლო 1 თვე, თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვქონ­და და ერ­თე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ეს დი­ნა­მი­კა არ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა. კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი­დან ასე­ულ შემ­თხვე­ვამ­დე გვაქვს და ერ­თე­უ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ბოლო 2 თვე­ში არ აღი­ნიშ­ნე­ბა ეპიდ­ვი­თა­რე­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა, ამის არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ გვაქვს. ქვე­ყა­ნა­ში "ომიკ­რო­ნის“ სხვა­დას­ხვა ქვეშ­ტა­მი ცირ­კუ­ლი­რებს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვი­ცით. მათი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქია, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოა იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მის, XBB.1.16-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ჩემი აზ­რით, ის იქ­ნე­ბა "ომიკ­რო­ნის“ სხვა ქვეშ­ტა­მებს მსგავ­სი. ახა­ლი შტა­მის კლი­ნი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა "ომიკ­რო­ნის“ სხვა შტა­მე­ბის მსგავ­სია. სხვა შტა­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ახალ შტამს მე­ტად აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი“, - აღ­ნიშ­ნა გო­გი­ნა­ვამ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაქრო
0

საქართველო მილიონ მოსახლეზე კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობით 200-ზე მეტ სახელმწიფოს შორის მე-8 ადგილზეა (მილიონში 4292). გვიმტკიცებდნენ წარმატებით ვებრძვითო.

თბილისელი
8

რატომ არ ქვეყნდება ზუსტი ციფრები ყოველთვიურად, როგორც შეგვპირდით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კვირაში ინფიცირების რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე და ერთეული გარდაცვალება - როგორია ეპიდვითარება საქართველოში: რას აცხადებს ალექსანდრე გოგინავა

კვირაში ინფიცირების რამდენიმე ასეულ შემთხვევამდე და ერთეული გარდაცვალება -  როგორია ეპიდვითარება საქართველოში: რას აცხადებს ალექსანდრე გოგინავა

ბოლო 2 თვეა, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს,- ასე აფასებს ეპიდვითარებას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

როგორც ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ქვეყანაში "ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის მიმდინარეობაც მსუბუქია.

"ბოლო 1 თვე, თვენახევრის განმავლობაში, კვირაში რამდენიმე ასეული დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და ერთეული გარდაცვალება. ეს დინამიკა არ გაუარესებულა, პირიქით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დადებითი ტენდენცია შეინიშნება. კვირაში რამდენიმე ათეულიდან ასეულ შემთხვევამდე გვაქვს და ერთეული გარდაცვალება.

ბოლო 2 თვეში არ აღინიშნება ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესება, ამის არანაირი წინაპირობა არ გვაქვს. ქვეყანაში "ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, რომლის შესახებაც ვიცით. მათი მიმდინარეობა მსუბუქია, თუმცა საყურადღებოა იმ ადამიანებში, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.

კორონავირუსის ახალი შტამის, XBB.1.16-ის ახალი შემთხვევები საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის. ჩემი აზრით, ის იქნება "ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებს მსგავსი. ახალი შტამის კლინიკური მიმდინარეობა "ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია. სხვა შტამებისგან განსხვავებით, ახალ შტამს მეტად აქვს გამოხატული კონიუნქტივიტი“, - აღნიშნა გოგინავამ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.