ავტორი:

ფარმადეპოში ბეჭდების აქცია დაიწყო

ფარმადეპოში ბეჭდების აქცია დაიწყო

მომხმარებლის თხოვნით სააფთიაქო ქსელმა ფარმადეპომ ბეჭდების განახლებული აქცია დაიწყო. აქცია უფრო მრავალფეროვანი გახდა და მომხმარებელს მეტი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.

უფრო კონკრეტულად 18 აპრილიდან ფარმადეპოს ქსელში დახარჯულ ყოველ 20-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს 1 ბეჭედს. დაგროვებული ბეჭდებით შესაძლებელია 50%-იანი ფასდაკლების მიღება რჩეულ ბრენდებზე. 6, 8, 11, 14, 17, 20, 25 და 30 ბეჭდის მქონე მომხმარებლები შეძლებენ მათთვის სასურველი კატეგორიებიდან, განახევრებული ფასით პროდუქტების შეძენას, როგორიცაა კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, საფენები, საბავშვო აქსესუარები, სამედიცინო და საოჯახო ტექნიკა.

მომხმარებელთა თხოვნით ფარმადეპომ აღნიშნულ კატეგორიებში ახალი პროდუქტები დაამატა. ბეჭდების დაგროვება შესაძლებელია, როგორც სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ფარმადეპოს მობილურის აპლიკაციაში.

აქციის დასრულების თარიღია 2023 წლის 31 ივლისი. ფასდაკლებით სარგებლობის ბოლო ვადა კი 2023 წლის 15 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს შეუძლია ისარგებლონ რებანკის ტოპ ქარდის შეთავაზებით, რომლის ფარგლებში ბეჭდების განაღდებისას მოახდინონ თანხის გადანაწილება 6 თვეზე, დეტალებისთვის https://rebank.ge/application/1/mobile

დამატებითი ინფორმაცია ბეჭდების აქციაზე:

  • ბეჭდების დაგროვება ხდება მომხმარებლის პირად ნომერზე.
  • ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ 1 პროდუქტზე.
  • ერთ შენაძენზე გაიცემა მაქსიმუმ 8 ბეჭედი.
  • აქცია ვრცელდება ბროშურაში წარმოდგენილ ნივთებზე, რომლის ნახვა შესაძლებელია აფთიაქში, ან ონლაინ http://pharmadepotbechdebi.ge, აქვეა შესაძლებელი ბეჭდების რაოდენობის გადამოწმებაც.
  • სააქციო პროდუქტზე ფასდაკლების მიღებამდე საჭიროა გადამოწმდეს პროდუქტის არსებობა სასურველ ფილიალში;
  • აქცია ძალაშია სააქციო პროდუქტების მარაგის ამოწურვამდე;
  • აქციით გაცემული პროდუქტების დაბრუნება და გადაცვლა არ ხდება;
  • გამოუყენებელი ბეჭდები უქმდება.

R