ავტორი:

"დაანებეთ თავი ამ კვარაცხელიას... აგერ ჟირუმაც ვერ გაიტანა. ლამის ორი მაგხელაა ასაკით, არა მგონია, ვინმე ურჩევდეს საქმეს... " - რას წერს თორნიკე შარაშენიძე?

"დაანებეთ თავი ამ კვარაცხელიას... აგერ ჟირუმაც ვერ გაიტანა. ლამის ორი მაგხელაა ასაკით, არა მგონია, ვინმე ურჩევდეს საქმეს... " - რას წერს თორნიკე შარაშენიძე?

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში სერია ა - ს ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, ნეაპოლელებს პირველი მატჩი წაგებული ჰქონდათ, შედეგად ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ქართველი გარემარბი მთელი თამაში აქტიურად თამაშობდა, თუმცა 90-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

"კვარამ" მატჩის შემდეგ "ინსტაგრამზე" პოსტი დაწერა და ბოდიში მოიხადა.

გუშინდელ მატჩს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ.

"გუშინდელ თამაშზე საქართველო-გერმანიის მატჩი გამახსენდა. ადრეულ 90-იანებში რომ გაიმართა ის. ეს მატჩი დიდგორიაო, გამოაცხადეს მაშინდელმა ინფლუენსერებმა. ისედაც დათრგუნულები ჩვენი ბიჭები ამან საერთოდ დასტრესა. შოთა არველაძე ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, ბურთი მეკარეს ჩააბარა. გერმანიამ 2:0 მოგვიგო და მშვიდად დაბრუნდა სახლში. მალე ევროპის ჩემპიონატიც მოიგო. ჩვენ კი ვცხოვრობდით 90-იანების საქართველოში და რატომღაც ნაკრებს გერმანიასთან მოგებას ვთხოვდით.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ, დაანებეთ თავი ამ კვარაცხელიას. ამ ასაკისთვის უკვე ბევრს მიაღწია. ნუ დასდევთ უკან და ნუ ამოწმებთ ვის ნახავს და ვის არა. ნუ მისჩერებიხართ პირში და ამოწმებთ, რას იტყვის და რას არა. მოასვენეთ. პატარა ბიჭია, ჩემპიონთა თასის შვიდგზის მფლობელს ვერ გაუტანა პენალტი. იმავე თამაშში აგერ ჟირუმ ვერ გაიტანა. ლამის ორი მაგხელაა ასაკით, მსოფლიო ჩემპიონია და საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირი. მაგრამ არა მგონია ჟირუს ვინმე ურჩევდეს დღეს საქმეებს. ბოდიში თუ ჭკუის დარიგება გამომივიდა, მაგრამ დამღალა ამ დაუსრულებელმა დიდგორობამ ფეხბურთში", - წერს ის.

იხილეთ ასევე: