ავტორი:

"ჩემო უმაგრესო ქართველებო, უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის... შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე" - რას წერს ნუცა ბუზალაძე

"ჩემო უმაგრესო ქართველებო, უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის... შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე" - რას წერს ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებული გამოსვლები ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში გრძელდება. გუშინდელ ტურში მან ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჟიურიც. საოცარი შესრულების დროს ნუცამ მთელი დარბაზი აიყოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ American Idol-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება და კომენტარი სწორედ ნუცას გამოსვლას აქვს.

ნუცას გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან კონკურსის შედეგებს. როგორც მომღერალმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, შედეგები ერთ კვირაში, მომდევნო ტურში გახდება ცნობილი.

"ჩემო უმაგრესო ქართველებო! უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე ის, როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა. შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!" - წერს ნუცა.

ასევე იხილეთ: