ავტორი:

"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ ტერიტორია" - ილჰამ ალიევი

"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ ტერიტორია" - ილჰამ ალიევი

მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AzTV-ის ეთერში განაცხადა.

"ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, ბაქო აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით.