მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ..." - ანა წითლიძე
"სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ..." - ანა წითლიძე

მე შე­ვახ­სე­ნებ ნინო წი­ლო­სანს, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რია და ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯილ­დო­ებ­ზე კი არ უნდა წუხ­დეს, არა­მედ იმა­ზე უნდა დარ­დობ­დეს, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, სკო­ლებ­ში ბავ­შვთა კვე­ბა ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ანა წით­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, ნინო წი­ლო­სა­ნის გან­ცხა­დე­ბებს უპა­სუ­ხა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცი­ხი­დან მო­ა­ხერ­ხა და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ნი­ღა­ბი ჩა­მო­ა­ხია.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ჩე­ნია. და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი, და­სუს­ტე­ბუ­ლი, თქვენ მიერ მო­წამ­ლუ­ლი, ცი­ხი­დან ახერ­ხებს იმას, რომ მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ნი­ღა­ბი ჩა­მო­გა­ხი­ათ. ამი­ტო­მაც დღეს თქვენ რა­ი­მე რე­სურ­სი რომ გქონ­დეთ, პო­ლო­ნე­ლებ­სა და ნორ­ვე­გი­ე­ლებს კი არ უნდა უწუ­ნებ­დეთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არა­მედ იმა­ზე უნდა სა­უბ­რობ­დეთ, რომ თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს მომ­ხდა­რა, რო­დე­საც ჩვენ­მა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­მა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და­ა­სან­ქცი­რა, არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­ის ის მას­შტა­ბი, რაც დღეს არის და ამ ქვე­ყა­ნას არა­სო­დეს ჰყო­ლია ისე­თი პრო­რუ­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­გო­რიც თქვენ ხართ. ამას არა ჩვენ, არა­მედ მთე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გე­უბ­ნე­ბათ. სა­ნამ ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს ილა­პა­რა­კებს ქალ­ბა­ტო­ნი ნინო წი­ლო­სა­ნი, მე შე­ვახ­სე­ნებ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი არის და უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯილ­დო­ებ­ზე კი არ უნდა წუხ­დეს, იმა­ზე უნდა დარ­დობ­დეს, რომ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვთა კვე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა. კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მოს­წავ­ლე­ე­ბის 77% სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შიმ­ში­ლობს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი წა­ლენ­ჯი­ხას მი­ბა­ძა­ვენ და უფა­სო კვე­ბის სა­კითხს პრი­ო­რი­ტე­ტულს გახ­დი­ან“, - გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტარ­მა ნინო წი­ლო­სან­მა გა­ნა­ცხა­და:

"მინ­და, პო­ლო­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნებს ვკი­თხო: რა არის თქვენ­თვის სა­ქარ­თვე­ლო, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან ბრძო­ლის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეთ მა­შინ, როცა ამ პერ­სო­ნამ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი იყო, რუ­სეთს გა­დას­ცა?"

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
1

წითლიძე ძალიან ლამაზი ქალია

გია
8

საცოდავი საქართველო, წითლიძის დეპუტატობი რომ წარმოედგინათ ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლის, ალბათ მაშინვე გული გაუსკდებოდათ. ნაცმოძრაობის რეალური სახე......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ..." - ანა წითლიძე

"სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ..." - ანა წითლიძე

მე შევახსენებ ნინო წილოსანს, რომ უმრავლესობის წევრია და ის სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, არამედ იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში, სკოლებში ბავშვთა კვება ძალიან დიდი პრობლემაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებებს უპასუხა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მოახერხა და საქართველოს ხელისუფლებას, მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, ნიღაბი ჩამოახია.

"მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო აღიარება თქვენი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური განაჩენია. დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნიღაბი ჩამოგახიათ. ამიტომაც დღეს თქვენ რაიმე რესურსი რომ გქონდეთ, პოლონელებსა და ნორვეგიელებს კი არ უნდა უწუნებდეთ ღირებულებებს, არამედ იმაზე უნდა საუბრობდეთ, რომ თქვენი მმართველობის 11 წლის განმავლობაში საქართველო ასეთი გაუბედურებული არასდროს ყოფილა და საქართველოს ისტორიაში არასდროს მომხდარა, როდესაც ჩვენმა სტრატეგიულ პარტნიორებმა მოსამართლეები დაასანქცირა, არასოდეს არ ყოფილა ამ ქვეყანაში კორუფციის ის მასშტაბი, რაც დღეს არის და ამ ქვეყანას არასოდეს ჰყოლია ისეთი პრორუსი ხელისუფლება, როგორიც თქვენ ხართ. ამას არა ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოება გეუბნებათ. სანამ ამ სისულელეებს ილაპარაკებს ქალბატონი ნინო წილოსანი, მე შევახსენებ, რომ უმრავლესობის წევრი არის და უმრავლესობის წევრი სააკაშვილის ჯილდოებზე კი არ უნდა წუხდეს, იმაზე უნდა დარდობდეს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ბავშვთა კვება ამ ქვეყანაში სკოლებში ძალიან დიდი პრობლემაა. კვლევების თანახმად, მოსწავლეების 77% საჯარო სკოლაში შიმშილობს. კარგი იქნება, თუ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები წალენჯიხას მიბაძავენ და უფასო კვების საკითხს პრიორიტეტულს გახდიან“, - განაცხადა წითლიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტარმა ნინო წილოსანმა განაცხადა:

"მინდა, პოლონეთში ადამიანებს ვკითხო: რა არის თქვენთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი, რაც სტრატეგიული იყო, რუსეთს გადასცა?"