სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა გრძელდება. მხარეები ძალაუფლებისთვის იბრძვიან.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯერჯერობით ვერ ხერხდება შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე. გაეროს ბოლო მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკლ მარტინმა თავდასხმის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ირლანდიელი დიპლომატი სერიოზულად არ დაშავებულა. "ეს არის დიპლომატების დაცვის ვალდებულების უხეში დარღვევა", - აღნიშნა ირლადიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ბლინკენის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ამ დილით სუდანის არმიისა და გასამხედროებული "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ავტორიტარული პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.