ავტორი:

"კიდევ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა" - ნუცა ბუზალაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი ამერიკელები: რა ხდება American Idol-ის გვერდზე მორიგი შოუს შემდეგ?

"კიდევ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა" - ნუცა ბუზალაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და ფეხზე წამომდგარი ამერიკელები: რა ხდება American Idol-ის გვერდზე მორიგი შოუს შემდეგ?

ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის წარმატებული გამოსვლები ამერიკულ მეგაპროექტ American Idol-ში გრძელდება. გუშინდელ ტურში მან ცნობილი ჰიტი Paris (Ooh La La) შეასრულა და შეიძლება ითქვას, რომ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

აღფრთოვანებას ვერ მალავდა ჟიურიც. საოცარი შესრულების დროს ნუცამ მთელი დარბაზი აიყოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ American Idol-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება და კომენტარი სწორედ ნუცას გამოსვლას აქვს.

"ოოჰ ლა ლა... ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რა მოხდა, გაოცებული ვარ ამ მოგზაურობით და შესაძლებლობებით!! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და ხმებისთვის, რომელსაც ჩემთვის აგზავნით! ხმის მიცემისთვის კიდევ 6 საათი გვაქვს" - წერს ნუცა საოცარი გამოსვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ნუცა TOP 24 კონკურსანტს შორის არის და ახლა გადამწყვეტი მისი მხარდამჭერების აქტიურობაა. ქართველი მომღერალი სცენაზე მართლაც მაქსიმალურად იხარჯება, რაც არც ჟიურის გამოჰპარვია და არც აუდიტორიას.

"შესანიშნავი გამოსვლა, ის მხოლოდ კი არ მღერის, შოუს დგამს, სწორედ ეს არის ის მახასიათებელი, რაც American Idol-ს სჭირდება."

"საოცარი პოტენციალი აქვს. მისი ვოკალი წარმოუდგენელია"

"მას უბრალოდ უნდა უყურო და ისიამოვნო"

"საოცარი წარმოდგენა დადგა. წარმატებებს ვუსურვებ."

"ვფიქრობ, რომ მისი ამერიკული ოცნება ახდება."

"ის ვარსკვლავად არის დაბადებული", - წერენ ამერიკელები ნუცას გამოსვლის ამსახველი ვიდეოს კომენტარებში.

American Idol-ის მიმდინარე სეზონზე ხმის მიცემა გუშინ დაიწყო! თუ გსურთ, რომ მოვხვდე ტოპ 20 კონკურსანტს შორის, თითო ადამიანმა 30 ხმა უნდა მომცეთ! ამისთვის არსებობს შემდეგი გზები:

  • მაქსიმუმ 10 ხმა - ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): AmericanIdol.com/vote;
  • მაქსიმუმ 10 ხმა - სპეციალური აპლიკაციით: American Idol app მაქსიმუმ;
  • 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით ჩემს ნომერზე რომელიც ორშაბათს გვეცოდინება და დავწერ! მართლა თქვენი იმედი მაქვს!" - დაწერა ნუცამ ამ ცოტა ხნის წინ.

ნახეთ ასევე: