მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმინდის აღების სეზონზე დამხმარედ მომუშავე გოგონას რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება: სინდი კროუფორდი - პოდიუმების დედოფალი
სიმინდის აღების სეზონზე დამხმარედ მომუშავე გოგონას რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება: სინდი კროუფორდი - პოდიუმების დედოფალი

სინ­დი კრო­უ­ფორ­დი - კლა­სი­კუ­რი სი­ლა­მა­ზე და ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცის ოც­ნე­ბა

მისი სი­მაღ­ლე 177 სმ-ია, ყა­ვის­ფე­რი თვა­ლე­ბი და წაბ­ლის­ფე­რი თმა აქვს. პა­რა­მეტ­რე­ბი - 86-66-89.

1980-1990 წლებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სუ­პერ­მო­დელ­თა სი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და და არა­ერ­თი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე ჩნდე­ბო­და, იყო პო­დი­უ­მე­ბის დე­დო­ფა­ლი და მო­დუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის სახე. 1989 წელს კი "რევ­ლო­ნის" სა­ხეც გახ­და. ლა­პა­რა­კია სინ­დი კრო­უ­ფორ­დზე, ამე­რი­კელ მო­დელ­ზე. ის პირ­ვე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლია, რო­მელ­მაც ჟურ­ნალ "ფლე­ი­ბო­ის­თვის" გა­ი­ხა­და ფო­ტოგ­რაფ ჰერბ რიც­თან მუ­შა­ო­ბი­სას. სინ­დი კრო­უ­ფორ­დი მსოფ­ლი­ო­ში თით­ქმის 600 ჟურ­ნა­ლის გა­რე­კანს ამ­შვე­ნებ­და, მათ შო­რის, ისე­თებს, რო­გო­რი­ცაა:Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure.

საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლი: ყვე­ლი და შო­კო­ლა­დი

ჰობი: მოგ­ზა­უ­რო­ბა, ვარ­ჯი­ში, კი­თხვა, ცხო­ბა

საყ­ვა­რე­ლი კოქ­ტე­ი­ლი: "მარ­გა­რი­ტა"

საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კა: 90-ია­ნე­ბის

საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დი: პრა­და'და გუჩი,

საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქი: მა­ლი­ბუ

შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი: Robert De Niro, John Enos III (1994), Jon Stewart (1994), John Kennedy Jr. (1995), Jon Bon Jovi (1995), Val Kilmer (1996),

ქმრე­ბი: Richard Gere (1987-1995) da Rande Gerber (1997-dRemde)

შვი­ლე­ბი: ორი

სინ­დი კრო­უ­ფორ­დი 1966 წლის 20 თე­ბერ­ვალს დე­ქალბ­ში, ილი­ნო­ი­სის შტატ­ში, ჯონ კრო­უ­ფორ­დი­სა და ჯე­ნი­ფერ სიუს ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მისი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია სინ­ტია ენ კრო­უ­ფორ­დი. მო­დე­ლის მამა ელექტრი­კო­სი, დედა კი მედ­და იყო. ჰყავს აგ­რეთ­ვე ორი და. უმ­ცრო­სი ძმა სამი წლის ასაკ­ში ლე­ი­კე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, რა­მაც მთე­ლი ოჯა­ხი ხან­გრძლივ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­აგ­დო. მშობ­ლე­ბი ბევ­რს არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ, თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია სინ­დის­თვის, სკო­ლა­ში ევლო და ბე­ჯი­თად ეს­წავ­ლა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავ­დნენ მის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას.

მომ­ხიბ­ვლელ­მა გო­გო­ნამ დე­ქალ­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი ჩი­კა­გოს გა­რე­უ­ბან­ში, და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი მე­ო­თხე­დი ის­წავ­ლა. მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­დე­ლო­ბის გამო მი­ა­ტო­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად ფო­ტოგ­რაფ ვიქ­ტორ სკრებ­ნეს­კის­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ჩი­კა­გო­ში, 1986 წელს კი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე გა­და­ვი­და.

სინ­დის გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­შა­ნი ზედა ტუჩ­თან ხა­ლია, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ის არა­ერთ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში გა­და­ი­ღეს, და­წყე­ბუ­ლი შო­კო­ლა­დის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი მო­დუ­რი კოს­მე­ტი­კით. თუმ­ცა, კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში, უამ­რა­ვი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნი­დან მისი ხალი გამ­ქრა­ლია.

ათ­ლე­ტუ­რი ფი­გუ­რა, გა­მომ­ხატ­ვე­ლი მზე­რა, მა­ღა­ლი ღაწ­ვე­ბი და სა­ფირ­მო ხალი სა­მო­დე­ლო საქ­მე­ში მისი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი გახ­და. იმ წლებ­ში სინ­დი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად მი­იჩ­ნე­ო­და.

მალე სინ­დის მამა ავად გახ­და და გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა, რო­გორ­მე შეშ­ვე­ლე­ბო­და ოჯახს. მან სი­მინ­დის მო­სავ­ლის სე­ზონ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ დამ­ხმა­რედ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, რა­მაც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა. იგი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ზე­თის ფო­ტოგ­რაფ­მა, ვიქ­ტორ სკრებ­ნეს­კიმ აღ­მო­ა­ჩი­ნა, მა­შინ, რო­დე­საც 16 წლის გო­გო­ნა სა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ზე ყა­ნა­ში სი­მინ­დის ტე­ხით იყო გარ­თუ­ლი და სუ­რა­თი გა­და­უ­ღო. ფოტო იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, რომ ვიქ­ტორ­მა სინ­დის ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის დე­დო­ფა­ლი შე­არ­ქვა. ერთი ფო­ტოც საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა, რომ სინ­დის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ე­ღო. მან ჯონ კა­საბ­ლან­კას "წლის სა­ხის - (Look of the Year) კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

1989 წლი­დან 1995 წლამ­დე სინ­დის MTV-ზე გა­და­ცე­მა "სახ­ლის სტი­ლი" მიჰ­ყავ­და. 90-ია­ნე­ბის შუა წლებ­ში სინ­დი პეპ­სი­სა და პეპ­სის შუ­ფუთ­ვის რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ი­ღეს. 1995 წელს კი მან პირ­ვე­ლად შე­ას­რუ­ლა ფილმში როლი, თა­ნაც მთა­ვა­რი; ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა "პა­ტი­ო­სა­ნი თა­მა­ში", სა­დაც მშვე­ნი­ერ მო­დელს პარტნი­ო­რო­ბას მსა­ხი­ო­ბი უი­ლი­ამ ბოლ­დუ­ი­ნი უწევს. მო­დე­ლის შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა კრი­ტი­კო­სებს არ მო­ე­წო­ნათ, ამი­ტო­მაც ფილმმა მკაც­რი გა­კი­ცხვა და­იმ­სა­ხუ­რა და გა­ქი­რა­ვე­ბებ­შიც ჩა­ვარ­და.

ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი­დან კი მხო­ლოდ 10 მი­ლი­ო­ნის ამო­გე­ბა იქნა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მას მერე სინ­დიმ არა­ერ­თი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნო როლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა, თუმ­ცა კრი­ტი­კო­სებს თავი ვერ მო­ა­წო­ნა და არც მო­გე­ბის მომ­ტა­ნი ფილ­მე­ბი გა­მოდ­გა.

არა­და, რო­გორ უნ­დო­და, რა­ღა­ცით და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო, მო­ზღვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია და­ე­ხარ­ჯა და ხალ­ხის­თვის თავი არ და­ე­ვი­წყე­ბი­ნა. ერთხე­ლაც მე­გო­ბარ­მა ურ­ჩია, შენი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბით შე­გიძ­ლია გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი ვარ­ჯი­შე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ გა­ა­კე­თოო. სინ­დის რჩე­ვა ჭკუ­ა­ში და­უჯ­და და საქ­მე­საც ჩა­უჯ­და. და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ გა­ა­მარ­თლა - ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მის­თვის სწო­რედ ვი­დე­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი აღ­მოჩ­ნდა და მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

სინ­დი რამ­დე­ნი­მე მო­დუ­რი სახ­ლის სა­ხეც იყო, მა­გა­ლი­თად:Gianne Versace, Escada და სხვა. ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა კარლ ლა­გერ­ფელდმა სინ­დი­ზე თქვა: "მას­ში თავ­მოყ­რი­ლია კლა­სი­კუ­რი სი­ლა­მა­ზე და ყო­ვე­ლი ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცის ოც­ნე­ბა". მას თა­ვის დრო­ზე მეტ­სა­ხე­ლიც ჰქონ­და; რო­დე­საც სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში შე­ა­ბი­ჯა, მო­დელ ჯია მარი კა­რან­ჯის­თან მსგავ­სე­ბის გამო, "პა­ტა­რა ჯიას" ეძახ­დნენ. ასე­ვე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო წლე­ბი, როცა "რევ­ლო­ნის" სა­ხედ მო­ი­აზ­რე­ბო­და. იგი 1989 წელს გახ­და ამ ბრენ­დის სახე და 11 წელი არ შე­უც­ვლი­ათ.

სინ­დი 1991 წელს მსა­ხი­ობ რი­ჩარდ გირს გაჰ­ყვა ცო­ლად, მათ ერ­თად 1995 წლამ­დე იცხოვ­რეს. ერ­თმა­ნე­თი ერთ-ერთი ფო­ტოგ­რა­ფის წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იც­ნეს. სინ­დი ოთხი წელი ხვდე­ბო­და მას, სა­ნამ 42 წლის რი­ჩარ­დმა არ "გა­რის­კა" და ხელი არ სთხო­ვა 25 წლის სუ­პერ­მო­დელს. მათი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, ქმა­რი სა­ჭი­რო­ზე მე­ტად ეჭ­ვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სინ­დი გირს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თა­ვის გუ­რუს უწო­დებ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პანდა
0

თუ შეიძლება მისი საყვარლების სრული სია დაიდოს 

ალექს
17

მედიის დროდადრო და შიგადაშიგ აყვითლების კამანდას ისევ ფოფხაძე გაძლევთ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სიმინდის აღების სეზონზე დამხმარედ მომუშავე გოგონას რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება: სინდი კროუფორდი - პოდიუმების დედოფალი

სიმინდის აღების სეზონზე დამხმარედ მომუშავე გოგონას რადიკალურად შეცვლილი ცხოვრება: სინდი კროუფორდი - პოდიუმების დედოფალი

სინდი კროუფორდი - კლასიკური სილამაზე და ამერიკელი მამაკაცის ოცნება

მისი სიმაღლე 177 სმ-ია, ყავისფერი თვალები და წაბლისფერი თმა აქვს. პარამეტრები - 86-66-89.

1980-1990 წლებში ყველაზე პოპულარულ სუპერმოდელთა სიაში ირიცხებოდა და არაერთი ჟურნალის გარეკანზე ჩნდებოდა, იყო პოდიუმების დედოფალი და მოდური კომპანიების სახე. 1989 წელს კი "რევლონის" სახეც გახდა. ლაპარაკია სინდი კროუფორდზე, ამერიკელ მოდელზე. ის პირველი სუპერმოდელია, რომელმაც ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გაიხადა ფოტოგრაფ ჰერბ რიცთან მუშაობისას. სინდი კროუფორდი მსოფლიოში თითქმის 600 ჟურნალის გარეკანს ამშვენებდა, მათ შორის, ისეთებს, როგორიცაა:Vogue, W, People, Harper’s Bazaar, ELLE, Cosmopolitan და Allure.

საყვარელი საჭმელი: ყველი და შოკოლადი

ჰობი: მოგზაურობა, ვარჯიში, კითხვა, ცხობა

საყვარელი კოქტეილი: "მარგარიტა"

საყვარელი მუსიკა: 90-იანების

საყვარელი ბრენდი: პრადა'და გუჩი,

საყვარელი ქალაქი: მალიბუ

შეყვარებულები: Robert De Niro, John Enos III (1994), Jon Stewart (1994), John Kennedy Jr. (1995), Jon Bon Jovi (1995), Val Kilmer (1996),

ქმრები: Richard Gere (1987-1995) da Rande Gerber (1997-dRemde)

შვილები: ორი

სინდი კროუფორდი 1966 წლის 20 თებერვალს დექალბში, ილინოისის შტატში, ჯონ კროუფორდისა და ჯენიფერ სიუს ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია სინტია ენ კროუფორდი. მოდელის მამა ელექტრიკოსი, დედა კი მედდა იყო. ჰყავს აგრეთვე ორი და. უმცროსი ძმა სამი წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა, რამაც მთელი ოჯახი ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდო. მშობლები ბევრს არ გამოიმუშავებდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სინდისთვის, სკოლაში ევლო და ბეჯითად ესწავლა. მასწავლებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის შრომისმოყვარეობას.

მომხიბვლელმა გოგონამ დექალბის საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ჩიკაგოს გარეუბანში, დასავლეთის უნივერსიტეტში სამედიცინო ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მხოლოდ ერთი მეოთხედი ისწავლა. მან უნივერსიტეტი მოდელობის გამო მიატოვა. თავდაპირველად ფოტოგრაფ ვიქტორ სკრებნესკისთან თანამშრომლობდა ჩიკაგოში, 1986 წელს კი მანჰეტენზე გადავიდა.

სინდის გამორჩეული ნიშანი ზედა ტუჩთან ხალია, რომლის წყალობითაც ის არაერთ სარეკლამო რგოლში გადაიღეს, დაწყებული შოკოლადის სარეკლამო კამპანიიდან, დასრულებული მოდური კოსმეტიკით. თუმცა, კარიერის დასაწყისში, უამრავი ჟურნალის გარეკანიდან მისი ხალი გამქრალია.

ათლეტური ფიგურა, გამომხატველი მზერა, მაღალი ღაწვები და საფირმო ხალი სამოდელო საქმეში მისი წარმატების გარანტი გახდა. იმ წლებში სინდი სილამაზის ეტალონად მიიჩნეოდა.

მალე სინდის მამა ავად გახდა და გოგონამ გადაწყვიტა, როგორმე შეშველებოდა ოჯახს. მან სიმინდის მოსავლის სეზონზე ჩვეულებრივ დამხმარედ დაიწყო მუშაობა, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება. იგი სრულიად შემთხვევით გაზეთის ფოტოგრაფმა, ვიქტორ სკრებნესკიმ აღმოაჩინა, მაშინ, როდესაც 16 წლის გოგონა საზაფხულო სამუშაოზე ყანაში სიმინდის ტეხით იყო გართული და სურათი გადაუღო. ფოტო იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვიქტორმა სინდის ფოტოობიექტივის დედოფალი შეარქვა. ერთი ფოტოც საკმარისი აღმოჩნდა, რომ სინდის სამოდელო სააგენტოდან შემოთავაზება მიეღო. მან ჯონ კასაბლანკას "წლის სახის - (Look of the Year) კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავიდა.

1989 წლიდან 1995 წლამდე სინდის MTV-ზე გადაცემა "სახლის სტილი" მიჰყავდა. 90-იანების შუა წლებში სინდი პეპსისა და პეპსის შუფუთვის რეკლამებში გადაიღეს. 1995 წელს კი მან პირველად შეასრულა ფილმში როლი, თანაც მთავარი; ფილმის სახელწოდებაა "პატიოსანი თამაში", სადაც მშვენიერ მოდელს პარტნიორობას მსახიობი უილიამ ბოლდუინი უწევს. მოდელის შესრულების მანერა კრიტიკოსებს არ მოეწონათ, ამიტომაც ფილმმა მკაცრი გაკიცხვა დაიმსახურა და გაქირავებებშიც ჩავარდა.

ფილმის გადაღებაზე დახარჯული 50 მილიონი დოლარიდან კი მხოლოდ 10 მილიონის ამოგება იქნა შესაძლებელი. მას მერე სინდიმ არაერთი მეორეხარისხოვანო როლი განასახიერა, თუმცა კრიტიკოსებს თავი ვერ მოაწონა და არც მოგების მომტანი ფილმები გამოდგა.

არადა, როგორ უნდოდა, რაღაცით დაკავებულიყო, მოზღვავებული ენერგია დაეხარჯა და ხალხისთვის თავი არ დაევიწყებინა. ერთხელაც მეგობარმა ურჩია, შენი არაჩვეულებრივი გარეგნობით შეგიძლია გამამხნევებელი ვარჯიშების სატელევიზიო შოუ გააკეთოო. სინდის რჩევა ჭკუაში დაუჯდა და საქმესაც ჩაუჯდა. დაუღალავმა შრომამ გაამართლა - ყველაზე წარმატებული მისთვის სწორედ ვიდეოზე გადაღებული ვარჯიშები აღმოჩნდა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.

სინდი რამდენიმე მოდური სახლის სახეც იყო, მაგალითად:Gianne Versace, Escada და სხვა. ცნობილმა დიზაინერმა კარლ ლაგერფელდმა სინდიზე თქვა: "მასში თავმოყრილია კლასიკური სილამაზე და ყოველი ამერიკელი მამაკაცის ოცნება". მას თავის დროზე მეტსახელიც ჰქონდა; როდესაც სამოდელო ბიზნესში შეაბიჯა, მოდელ ჯია მარი კარანჯისთან მსგავსების გამო, "პატარა ჯიას" ეძახდნენ. ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო წლები, როცა "რევლონის" სახედ მოიაზრებოდა. იგი 1989 წელს გახდა ამ ბრენდის სახე და 11 წელი არ შეუცვლიათ.

სინდი 1991 წელს მსახიობ რიჩარდ გირს გაჰყვა ცოლად, მათ ერთად 1995 წლამდე იცხოვრეს. ერთმანეთი ერთ-ერთი ფოტოგრაფის წვეულებაზე გაიცნეს. სინდი ოთხი წელი ხვდებოდა მას, სანამ 42 წლის რიჩარდმა არ "გარისკა" და ხელი არ სთხოვა 25 წლის სუპერმოდელს. მათი ოჯახური თანაცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა, ქმარი საჭიროზე მეტად ეჭვიანი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, სინდი გირს მთელი ცხოვრება თავის გურუს უწოდებდა. გააგრძელეთ კითხვა