აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის დედაქალაქიდან რეგიონებში წასული მოქალაქეები თბილისში ბრუნდებიან, რაც საავტომობილო გზების სხვადასხვა მიმართულებაზე მოძრაობას ართულებს. დასავლეთ საქართველოდან და კახეთის რეგიონიდან მომავალი მანქანების დიდი ნაკადის ფოტოები და ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ვითარება ავტობანზე, გორისა და აღაიანის მისადგომებთან", - ფოტოებს ამ წარწერით "ფეისბუქში" ავრცელებს "ქართლის ამბები / Qartli.ge"
მოქალაქეები წერენ, რომ გადატვირთულია ჭიათურა-საჩხერის მაგისტრალიც.
ეს კი კახეთიდან თბილისში შემოსასვლელი გზაა, რომლის ფოტოსაც "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ნახეთ ვიდეო, თუ რა ხდება კახეთიდან თბილისისკენ მომავალ საავტომობილო გზაზე
უნდა განიტვირთოს დედაქალაქი, სამუშაო ადგილები უნდა იყოს სხვა რაიონებშიც და ვინ გიჟი გაჩერდება ამ თბილისში ნეტავი.
ეს იმიტომ ხდება რომ არ მიმდინარეობს ქლაქების განვითარება და თბილისი იქცა ერთ დიდ უაზრო ქაოსის ქალაქად...გაეკეტებინათ ამ უნიათოებს ლაზიკა არის თუ ანაკლიის განვითარების პროექტი...ხომ განიტვირტებოდა აქაურობა....ცხოვრებით მდაბიოს არაფერი ეშველება, მხოლოდ ვაჭრის სულით რომ არის მთელი ცხოვრება...